4 ფრაზა, რომლებიც ხელს გვიშლის გამდიდრებაში

image

1. მე არ მაქვს სახსრები იდეის განვითარებისთვის
ბევრი თვლის რომ შესანიშნავი იდეები აქვს, მაგრამ არ აქვს ფული მათი რეალიზებისთვის. ეს აზრები აქვთ არამარტო იმ ადამიანებს, რომლებიც არც ერთ ნაბიჯს არ დგამენ საკუთარი ფიქრების მონეტიზაციისთვის, არამედ მათ, ვინც უკვე შემდგარი მეწარმეა. სიმდიდრისკენ მიდრეკილი ადამიანი არ დაიწყებს სამომავლო გეგმების მხოლოდ საკუთარ ძალებზე გათვლას და ყოველთვის მოძებნის პარტნიორებს და სპონსორებს, რომელბიც მზად იქნებიან ჩადონ აუცილებელი თანხა პროექტის რეალიზაციაში. მთავარი შეკითხვა არის ის, ნამდვილად კარგია თუ არა იდეა. 
თუ კი, მაშინ უნდა გახსოვდეთ, რომ მსოფლიოში უამრავი ინვესტორია, რომლებსაც ის აინტერესებსთ. საჭიროა მხოლოდ მათი ნახვა, ეს კი ჩვენს თანამედროვეობაში არც ისე რთულია. 

2. მე არ ვიმსახურებ სიმდიდრეს
ზოგ ადამიანს სწორედ ეს ფიქრი აწუხებს, რომ არ იმსახურებს სიმდიდრეს და ფიქრობენ, რომ ის, ვინც უკვე მდიდარია ან მაგრად გაუმართლა, ან გენიოსია, ან მემკვიდრეობით მიიღო ეს ყველაფერი. მომავალი მდიდრები საკუთარ თავს სხვა შეკითხვას უსვამენ: "და რატომ არ უნდა ვიყო მდიდარი მეც?" - მათ სჯერათ, რომ ყველა არის მილიონების და მილიარდების ღრისი, ისინი სწავლობენ წარმატების ისტორიებს და ცდილობენ გაიუმჯობესონ ცხოვრება. მითუმეტეს, თუ ადამიანს კარგი იდეა აქვს, რომელსაც შეუძლია ფულთან ერთად სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს, რატომ არ უნდა მიიღოს ამის სანაცვლოდ ჯილდო? ასე ფიქრი რთულ ამოცანებთან გამკლავების საშუალებას იძლევა და არასრულფასოვნების კომპლექსს საშუალებას არ აძლევს გმართოთ. 

3. მეშინია ყველაფერი არ დავკარგო
გარკვეული თანხის შოვნის შემდეგ, ადამიანებს უჩნდებათ ყველაფრის დაკარგვის შიში. ნებისმიერი ინვესტიცია ხორციელდება რისკების გათვალისწინებით, ანუ ნებისმიერი შესაძლებლობის შემთხვევაში საერთოდაც არ ხორციელდება. სწორი მიდგომა სრულიად სხვაგვარია: ფული უნდა მიიღოთ როგორც უფრო მეტი ფულის მოზიდვის საშუალება. სწორედ ამიტომ არ უნდა შეგეშინდეთ მისი დაბანდების. ნებისმიერ შემთხვევაში ყოველთვის ასე ხდება - თქვენ არ გამოიმუშავებთ ფულს, ან კარგავთ. თუ მუდმივად დაგროვებას დაიწყებთ და წინ არ წახვალთ, ამას შეიძლება მთელი ცხოვრება მოანდომოთ და საბოლოოდ მაინც ღარიბად მოკვდეთ. უფრო მეტიც, ნებისმიერი წაგება - ეს არის ახალი გამოცდილება და საბოლოოდ მათ, ვინც რისკიან საწარმოებში აბანდებს ფულს, მეტი შანსი აქვთ კაპიტალის შენარჩუნების. 

4. მე ვერ ვიტან ჩემს სამუშაოს
ყველაზე ცუდი და სამწუხაროდ გავრცელებული კარიერული ვარიანტი გამოიყურება ასე: ადამიანს არ უყვარს თავის სამსახური, მაგრამ არ ტოვებს მას იმის გამო, რომ უმუშევარი არ დარჩეს. იმ საქმისადმი ინტერესი და სიყვარული, რომელსაც ვაკეთებთ, წარმატების საწინდარია და არა შედეგი. თუ დაბალი და საშუალო კლასები თვლიან, რომ მდიდრები ბედნიერები არიან და უყვართ საკუთარი საქმე იმიტომ, რომ მან უკვე მოუტანათ მილიონები, სინმდვილეში სიტუაცია პირიქით არის: თავიდან საჭიროა იდეალური სამუშაოს მოძებნა, ხოლო შემდეგ თქვენი ინტერესი და სიყვარული, წარმატების ჟინით შრომა, გიბიძგებთ წარმატებული კარიერისა და დიდი კაპიტალისკენ. 

დატოვე კომენტარი