5 აქტუალური შეკითხვა სამომხმარებლო სესხთან დაკავშირებით

image

ამ სტატიაში თავი მოვუყარეთ 5 ყველაზე აქტუალურ შეკითხვას, რომლებიც დაკავშირებულია სამომხმარელო კრედიტებთან და აქვე გთავაზობთ პასუხებს მათზე: 

1. როგორ უნდა შევარჩიოთ ოპტიმალური საკრედიტო პროგრამა?
მთავარია - თანმიმდევრულობა. პირველ რიგში შეადარეთ სხვადასხვა საკრედიტო წინადადებები. ორიენტირებულ იყავით არა მინიმალურ სარეკლამო ინფორმაციაზე, არამედ გაარკვიეთ დაკრედიტების დეტალები. შეადარეთ კრედიტები ტარიფების მიხედვით, დამატებითი გადასახადების ოდენობა, დაზღვევის აუცილებლობის პირობა უკეთესი საკრედიტო შეთავაზების მისაღებად და ა.შ. შემდეგ შეადარეთ ბანკები, მეტი კომფორტული მომსახურების მისაღებად. ასევე გაარკვიეთ როგორია წინსწრებით დაფარვის პირობები, საკომისიოს რაოდენობა და სხვა. ასევე ყურადღება მიაქციეთ ჯარიმებს და პირგასამტეხლოებს, რომელთა გადახდა საჭირო იქნება, თუ შენატანს დააგვიანებთ. კიდევ ერთ მნიშვნელოვანი პარამეტრი - გაარკვიეთ თანამშრომლობს თუ არა ბანკი ფინანსურ ომბუდსმენთან.  

2. აუცილებელია თუ არა კარგი საპროცენტო პირობების მქონე სამომსხმარებლო სესხის მისაღებად დაზღვევის გაფორმება? 
ეს შეკითხვა ბოლო დროს სულ უფრო ხშირად დაისმის, რამდენდაც ბანკები უზრუნველყოფის გარეშე გაცემულ თანხებზე დაზღვევას ფაქტიურად ავტომატურად აფორმებენ. როგორც ფინანსისტები განმარტავენ, დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმება არ წარმოადგენს სამომხმარებლო კრედიტის მიღების გარანტიას და არ ახდენს გავლენას საპროცენტო განაკვეთზე; თუმცა, დაზღვევის გაფორმებაზე თანხმობას მსესხებელი ავტომატურად გადაჰყავს სანდო კლიენტების რიცხვში. 
ბანკების გამოცდილი კლიენტები ზოგჯერ ეშმაკობას მიმართავენ: თავიდან აფორმებენ დაზღვევას, რათა შეძლონ კრედიტის მიღება და გარკვეული დროის შემდეგ უარს ამბობენ მასზე, რითაც ახერხებენ ყოველთვიური შენატანის შემცირებას. 

3. რა უნდა ვქნათ თუ საკრედიტო გრაფიკის შესახებ დოკუმენტი დავკარგეთ?
ეს სიტუაცია ძალიან ცუდია ნებისმიეირ აკურატული მსესხებლისთვის, თან ეს საკმაოდ ხშირად ხდება. მნიშვნელოვანი ფინანსური დოკუმენტის დაკარგვა არასასიამოვნოა, მაგრამ ამით არაფერი ფატალური არ ხდება. ბანკები ამ დოკუმენტის დაკარგვის შემთხვევაში გვირჩევენ ბანკის იმ სერვის ცენტრში მისვლას, სადაც ხელშეკრუელბა გაფორმდა. განცხადების წარდგენის შემდეგ, რომელიც ბანკის მიერ შედგენილ ბლანკზე უნდა დაწეროთ, თქვენ ხელზე მიიღებთ დოკუემნტის ასლს და მის დანართებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დამატებითი ასლის გაკეთბა შეიძლება მაშინვე, როცა ხელშეკრულებას გააფორმებთ.
აღნიშნული საკითხის მოგვარება ასევე შეგიძლიათ ბანკის ცხელ ხაზზე დარეკვით - ოპერატორი გარკვეული პირადი ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ გეტყვით რა დროს და რა რაოდენობის თანხა გაქვთ შესატანი.

4. როგორ მოვახდინოთ სამომხმარებლო სესხის რეფინანსირება ცუდი საკრედიტო ისტორიის შემთხვევაში?
სამწუხაროდ, გაფუჭებული საკრედიტო ისტორია ყოველთვის ართულებს საქმეს. ასევე სიტუაციაზე გავლენა შეიძლება იქონიოს თქვენმა მგომარეობამ - რა პირობები გაქვთ მოცემულ ეტაპზე ფინანსურად, სტაბილურია თუ არა ეს მდგომარეობა და ა.შ. თუ თქვენი ცუდი საკრედიტო ისტორიის მიზეზი არის ფინანსური მდგომარეობის გაუარესება, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს სამსახურიდან დათხოვნით, შემცირებით ან სხვა ფორს-მაჟორული სიტუაციით, შეეცადეთ მოამზადოთ ამის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებთან ერთად წარსდგებით ბანკში და მოითხოვთ კრედიტის რესტრუქტურიზაციას. თუ ბანკი თქვენს მიერ წარდგენილ მიზეზებს ჩათვლის მისაღებად, სავარაუდოდ წარგიდგენენ გადახდის ახალ გრაფიკს თქვენი მდგომარეობის გათვალისწინებით განსაზღვრული შენატანებით.

5. რა ფაქტორები მოქმედებენ ბანკებზე კრედიტის გაცემისას საკრედიტო ისტორიის გარდა?
მთავარი პირობა, რომელსაც ბანკი ყველა კლიენტს უყენებს ეს არის ფინანსური პასუხისმგებლობის შესრულების შესაძლებლობა., რასაც უკავშირებენ თანხის დაბრუნების ვადებს. მაგალითად სამომხმარებლო კრედიტის შემთხვევაში ეს ვადა არის 3 წელი, მაგრამ შეიძლება მაქსიმუმ 7 წლამდე გაიზარდოს.
ამრიგად, ბანკისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი არ არის მხოლოდ კლიენტის მიმდინარე შემოსავალი, მნიშვნელოვანია შემოსავლების რეგულარულობა, მათი მოცულობა, გაზრდის ან შემცირების პერსპექტივა და ა.შ.
ამიტომ, მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის პროფესია და განათლების დონე; ადამიანები, რომლებსაც აქვთ მოთხოვნადი პროფესია, რამოდენიმე დიპლომი და შესაძლებლობა სამსახურის გამოცვლა უპრობლემოდ შეძლონ - ბანკებისთვის მისაღები კლიენტები არიან. 
და ბოლოს, ბანკებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კლიენტთან უპრობლემოდ დაკავშირება. ის უნდა ახერხებდეს კლიენტთან დაკონტაქტებას ნებისმიერ დროს, როცა ეს საჭირო იქნება. ამიტომ მნიშვნელოვანი მომენტია მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ქონა და მინიმუმ ორი საკონტაქტო ნომერი. 

დატოვე კომენტარი