აქციებით მიღებული დივიდენდები - რა არის ეს?

image

დივიდენდები – სააქციო საზოგადოებების აქციების მფლობელთა შემოსავალი. გადახდა შეიძლება წარმოებდეს თვეში ერთხელ, თანხის მოცულობა დამოკიდებულია სააქციო საზოგადოების შემოსავალზე. ჩვეულებრივ სს-ის შემოსავლების ნახევარი გაიცემა აქციონერებზე. გადახდა შეიძება ასევე წარმოებდეს წელიწადში ერთხელ ან საერთოდ არ მოხდეს გარკვეული მიზეზების გამო. აქციონერებთან ანგარიშსწორება ხდება ფულადი სახით, თუმცა გადახდის ფორმა შეიძლება იყოს აქციებიც ან სს-ის სხვა ფასიანი ქაღალდები. 
აქციონერები  – არიან ფიზიკური ან იურიდიული პირები, რომელბიც ფლობენ სს-ის აქციებს. აქციების მდლობელებს დივიდენდები უნაზღაურდებათ ბანკის საბარეთე ანგარიშებზე, სს სალაროში ნაღდი ანგარიშსწორებით ან ფოსტით ეგზავნებათ. აქციონერები, რომლებიც არიან ბროკერები, კუთვნილ დივიდენდებს იღებენ საბროკერო ანგარიშებზე. 
ხშირ შემთხვევაში აქციონერები აქციების შეძენას ახორციელებენ არა მიღების მიზნით, არამედ მათი გადაყიდვის მიზნით, მას შემდეგ, რაც მათი ღირებულება უფრო მაღალი იქნება ფასიანი ქაღალდების ბაზარზე. ეს ლოგიკურიცაა, რადგან ფასიანი ქაღალდის საბაზრო ღირებულება შეიძლება გაცილებით დიდი იყოს, ვიდრე მათგან მიღებული დივიდენდები.  ეს ტენდენცია ახასიათებს ფასიანი ქაღალდების ბაზარს ყველა ქვეყანაში. აქციები ყოველთვის ძვირდება, დივიდენდები კი არ იზრდება, პირიქით - სულ უფრო მეტი პირადი სახსრების ჩადება არის საჭირო კომპანიის განვითარებისთვის.  
ამიტომ, თუ თქვენ გადაწყვიტეთ აქციების შეძენა მათგან დივიდენდების მიღების მიზნით, ეს არც თუ ისე წარმატებული იდეაა. 
აქციების შემოსავლიანობა დივიდენდების მიხედვით: ეს არის დივიდენდის ურთიერთქმედება აქციასთან და ერთი აქციის საბაზრო ღირებულებასთან (რაც გამოსახულია პროცენტებში, ანუ გამრავლებულია 100-ზე)  .
რაც უფრო ძვირი ღირს აქცია, მით უფრო დაბალია მისგან მიღებული დივიდენდები, რომლებიც როგორც წესი განისაზღვრება შემოსავლის პროცენტული მაჩვენებლიდან. ფიქსირებული თანხის გადახდა ხდება პრივილეგირებულ აქციებზე და შეადგენს სუფთა მოგების  20%-ს.
დივიდენდების მისაღებად საჭირო არ არის აქციები მთელი წელი თან იქონოიოთ. საკმარისია აქციების მფლობელი იყოთ იმ დღეს, როცა იხურება აქციონერების რეესტრი. მფლობელები, რომლებსაც აქვთ უფლება მიიღონ წლიური დივიდენდები, ასევე არიან აქციონერთა ყოველწლიური შეკრების მონაწილენი. დირექტორთა საბჭოზე ხდება აქციონერების კრების მოწვევის გადაწყვეტილების მიღება და დგინდება რეესტრის დახურვის თარიღი.
დივიდენდის ოდენობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დირექტორთა საბჭო. აქციონერთა კრების მონაწილეთა სიები დგინდება დირექტორთა საბჭოს ჩატარების და აქციონერთა კრების თარიღის დანიშვნის შემდეგ. ხდება ისეც, რომ აქციონერები რეესტრის დახურვის შესახებ იგებენ მას შემდეგ, რაც ეს უკვე მოხდა. რეესტრის დახურვა ხდება გაზაფხულზე ან ზაფხულში.
გასაცემი თანხის ოდენობას საბოლოოდ განსაზღვრავენ აქციების მფლობელთა კრებაზე - კენჭისყრით.
ფიზიკური პირებისთვის გადახდა შეიძლება მოხდეს სალაროში ნაღდი ფულით, ბარათზე, შემნახველ ანგარიშზე ან გაეგზავნოს ფოსტით.
უნდა აღინიშნოს, რომ გადახდა შეიძლება გაიწელოს რამოდენიმე თვე. ხშირად მას ახორციელებენ ფინანსური წლის ბოლოს.
თუ თქვენ გსურთ უფრო დეტალური ინფორმაციის გაგება დივიდენდების შესახებ, შეგიძლიათ გაეცნოთ კანონს „სააქციო საზოგადოებების შესახებ“.

დატოვე კომენტარი