როგორ შევამციროთ კვების ხარჯები - 9 რჩევა მათ, ვისაც კრედიტი აქვს

image

თუ თქვენ კრედიტი გაქვთ და გადასახადი ოჯახის შემოსავლის 30%-ს შეადგენს, საჭიროა ხარჯებში გაერკვეთ.

პირველ რიგში უნდა შეამციროთ კვების ხარჯები, რაშიც დაგეხმარებათ ქვემოთ მოცემული რჩევები:

1. შეამოწმეთ ნაგვის ყუთი. იქ ბევრ საკვების ნარჩენებს აღმოაჩენთ. გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი მარკეტში წასვლისას.
2. მარკეტში წასვლამდე დაგეგმეთ მენიუ - ეს თავიდან აგაცილებთ იმპულსურ შენაძენებს.
3. ნუ მოგერიდებათ გამოიყენოთ „თევზის დღე“ - ამ დღეს ნუ იყიდით ხორცს.
4. წინასწარ ჩამოწერეთ შესაძენი პროდუქტების სია.
5. გადაიხადეთ ნაღდი ფულით და არა ბარათით. ასე უფრო ადვილია თანხის კონტროლი.
6. მოძებნეთ საუკეთესო და იაფი სუპერმარკეტი. იარეთ მხოლოდ იქ, სანამ მისაღები სიტუაცია ექნებათ.
7. საყიდლებზე გასვლამდე წაიხემსეთ. ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ მშიერი კუჭით შოპინგი უფრო ძვირი ჯდება.
8. არ იყიდოთ თვალსაწიერზე დალაგებული პროდუქტი - ისინი ძვირია. მოძებნეთ პროდუქტები მათ სიახლოვეს.
9. საჭმელი მოამზადეთ მარკეტიდან დაბრუნებისთანავე. ყველაფერი ახალი იქნება, კარგად შეიჭმევა და ნაკლები ნარჩენები დაგრჩებათ.


მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი