შეიძლება თუ არა ვენდოთ ვირტუალურ ვალუტას?

image

ვირტუალური მონეტა Bitcoin გამოიგონეს 2008 წელს.
ვალუტა აქტიურად გამოიყენება მომხმარებლების მიერ ელექტრონული გადარიცხვებისას. ქსელს არ გააჩნია ცენტრალური ადმინისტრატორი ან მისი ანალოგი. ამ გადახდის სისტემის საბაზისო ელემენტია პროგრამა-კლიენტი. 
უნდა აღინიშნოს, რომ ელექტრონული ვალუტის კურსი მკვეთრად დაეცა, როცა ჩინეთის ეროვნულმა ბანკმა ადგილობრივ ბანკებს მოუწოდა შეეწყვიტათ გადარიცხვები ვირტუალურ ვალუტაში, რამდენადაც «მას არ გააჩნია იურიდიული სტატუსი და ფულადი ექვივალენტი».
თუმცა კემერონ ვინკლვოსი (ამერიკელი ბიზნესმენი, რომელმაც პირველმა დაუჭირა მხარი ვირტუალური ვალუტის შექმნის იდეას) დარწმუნებულია ბიტკოინის გრძელვადიან ზრდაში. მან განაცხადა, რომ ვირტუალური ვალუტის ღირებულება მალე 40 აშშ დოლარს გადააჭარბებს.   
აღსანიშნავია, რომ ვირტუალურ ფულს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. მაგალითად, ნორვეგია არ განიხილავს ბიტკოინს, როგორც ნამდვილ ვალუტას და ის ვერასოდეს მოხვდება კლასიკური ვალუტის განსაზღვრებაში. ამიტომ, მისი განხილვა შეიძლება როგორს საბირჟე ინსტრუმენტის, რომლისთვისაც კაპიტალის ზრდის შემთხვევაში უნდა გადაიხადო გადასახადები.
გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ცოტა ხნის წინ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით ბიტკოინი მიღებულია როგორც საანგარიშო ერთეული. ეს ნიშნავს, რომ გაყიდვისას ბიტკოინი იბეგრება ნამატ ღირებულებაზე, ხოლო მისგან მიღებული შემოსავალი ჩვეულებრივ იბეგრება საშემოსავლო გადასახადით. 
აშშ-ს სენატში განხილვის შემდეგ, ბიტკოინი დამტკიცდა როგორც გაცვლის ლეგალური საშუალება. ამან ბიტკოინის კურსი აწია, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ჩინეთის ეროვნული ბანკის ქმედების გამო ის მალევე დაეცა. 
ევროკავშირის საბანკო მაკონტროლებელმა გამოუშვა გაფრთხილება იმ რისკებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება თან ახლდეს არარეგულარულ ციფრულ ვალუტას: ეკ-ის კანონმდებლობის თანახმად, ადამიანები, რომელბიც ბიტკოინს იყენებენ კომერციული მიზნებით, აბსოლიტურად არ არიან დაცულები და არ გააჩნიათ მიღებული ზარალის ანაზღარუების არანაირი შანსი. 

ვის აქვს ვირტუალური ვალუტის პატენტი?
ბიტკოინის პატენტზე განაცხადი გააკეთა ამერიკულმა ბანკმა JPMorgan-მა.  ახალ სისტემაში, ისევე როგორც ბიტკოინის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ონლაინ-გადახდების განხორციელება აბსოლიტურად ანონიმურად და ტრანზაქციებს არ დაერიცხება საკომისიოები. 

კიდევ რა უნდა ვიცოდეთ ბიტკოინზე?
ბოლო დროს, ბიტკოინის წყალობით კიბერდანაშაულის ტალღა განვითარდა. მას შემდეგ, რაც დამნაშავეებს კომპანიების კომპიუტერული სისტემები მწყობრიდან გამოჰყავთ, გამოსასყიდის სახით ითხოვენ თანხის ვირტუალურ ვალუტაში - ბიტკოინში გადახდას. 
ალან გრინსბენმა,  აშშ-ს ფედერალური დაზვერვის ექს-თავმჯდომარემ, განაცხადა, რომ პოპულარობის სწრაფი ზრდის მიუხედავად, ვირტუალური ვალუტის ბაზარში ვერ ხედავს ვერანაირ რეალურ ფასეულობას. გრინსპენის განცხადებამ გამოიწვია ერთგვარი ღელვა, რადგან ის მონაწილეობდა აშშ-ში იპოთეკური პრობლემების შექმნაში, რომელიც მოგვიანებით აშშ-ს თავს დაატყდა სერიოზული ფინანსური კრიზისის სახით. 

დატოვე კომენტარი