ანტიკვარიატის დაზღვევის პრაქტიკული რჩევები

image

ანტიკვარიატი წარმოადგენს ძველ ნივთებს, რომლებიც დიდი ხნის წინ არის დამზადებული. წლების რაოდენობას, რომელიც ნივთის დამზადებიდან უნდა გავიდეს იმისათვის, რომ ნივთი ანტიკვარიატი გახდეს ყოველი ქვეყანა თავისებურად განსაზღვრავს, მაგრამ უმეტეს ქვეყნებში ეს არის 60 წელი. 
ანტიკვარიატად ითვლება ძველი ავეჯი, შუშის, ვერცხლის ან ბრინჯაოს ჭურჭელი, რკინის ნაკეთობები და ბევრი სხვა რამ.  
ანტიკვარიატის გამორჩეულობის მთავარი ნიშანია მისი ღირებულება, რომლის შესახებ ინფორმაცია უნდა ჰქონდეს ამ ნივთის მფლობელს, რადგან აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია მისი სარფიანად გაყიდვა ან დაგირავება. 
ანტიკვარიატის ფასი ყოველწლიურად იმატებს და ესეც უნდა ვიცოდეთ. 
ანტიკვარიატის მფლობელები ცდილობენ მოუფრთხილდნენ ასეთ ნივთებს, თუმცა ყველაზე საიმედო დაცვა და მოფრთხილება არის მათი დაზღვევა. 
ანტიკვარიატის დაზღვევა შეიძლება დაკარგვისგან, გაფუჭებისგან ან განადგურებისგან და ასეთი შემთხვევის დადგომისას მატერიალური ზარალის ანაზღაურების მიღება შესაძლებელია სადაზღვევო კომპანიისგან. 
სადაზღვევო რისკს წარმოადგენს:
ხანძარი;
ყაჩაღობა და ძარცვა;
გაზის აფეთქება;
წყალდიდობა და მის შედეგად შენობის დატბორვა;
სტიქიური მოვლენები;
სხვა მოვლენები, რომლებსაც შეუძლიათ ძვირფასი ნივთების დაზიანება ან განადგურება. 
რისკის ყოველ კატეგორიას განსხვავებული ტარიფი აქვს. ჩვეულებრივ ანტიკვარიატის სადაზღვევო პოლისი შეადგენს სადაზღვევო თანხის 3%-ს. თუ ანტიკვარიატს ზიანი მიადგება ნათესავების მხრიდან ეს არ ჩაითვლება დამდგარ სადაზღვევო შემთხვევად.  
ანტიკვარიატის დასაზღვევად საჭიროა მისი სიძველის დადგენა, რისთვისაც ატარებენ ნივთის ექსპერტიზას, ადგენენ მის ღირებულებას - ამ ყველაფერს ატარებენ პროფესიონალი ექსპერტები, აღნიშნული საქმიანობის შესრულების სპეციალური უფლებით. 
შეფასების შედეგად დადგინდება ნივთის საბაზრო ფასი, ხოლო ექსპერტისთვის გადასახდელი იქნება ნივთის განსაზღვრული ფასის 1%.
გარდა ამისა, სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმების დროს საჭიროა შედგეს ნივთის, ან ნივთების დეტალური აღწერა, რასაც თან უნდა ახლდეს ფოტოებიც.
სადაზღვევო კომპანიამ შეიძლება ნივთის დაცვის უზრუნველსაყოფად მოითხოვოს დამატებითი პირობები, მაგალითად:
სიგნალიზაცია;
გისოსები ფანჯრებზე;
ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა;
მეტალის კარები;
ძვირფასი ნივთების სეიფში შენახვა.
ამ ყველაფერზე არის დამოკიდებული სადაზღვევო პოლისის ღირებულება, რაც ითვალისწინებს ზარალის ანაზღაურებას ანტიკვარიატის დაზიანების ან განადგურების შემთხვევაში. 
ანტიკვარიატის შესანახად საჭიროა სპეციალური პირობები: განსაზღვრული ტენიანობა, ჰაერის ტემპერატურა და განათების პირობები. მათ შექმნაზე უარის თქმა შეიძლება გახდეს სადაზღვევო კომპანიის მხრიდან ანტიკვარიატის დაზღვევაზე ტარიფის გაზრდის ან საერთოდ უარის თქმის მიზეზი. 
ანტიკვარიატის დაზღვევა ნებისმიერ შემთხვევაში უფრო ნაკლები დაჯდება, ვიდრე ნივთის დაკარგვა, ამიტომ დაზღვევა შეიძლება ჩაითვალოს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად. 
მოკლე ჩამონათვალით კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რა არის საჭირო ანტიკვარიატის დაზღვევისთვის:
1. ექსპერტიზის ჩატარება.
2. შეფასება.
3. სადაზღვევო კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმება.
4. შენახვის პირობების დაცვა.

დატოვე კომენტარი