რატომ არ აბრუნებს ადამიანი ვალს და როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ მევალესთან?

image

მევალე თანხას არ აბრუნებს – გეცნობათ სიტუაცია? თუ კი, მაშინ მთავარი ფირქრი, რაც თავში დაგიტრიალდათ იქნება ის, თუ როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ შემთხვევაში, რომ ვალი დაიბრუნოთ. თუმცა, მოდი გავერკვეთ მიზეზებში, რომელთა გამოც ადამიანი არ გიბრუნებთ ვალს. შეიძლება გამოვყოთ 3 ძირითადი მიზეზი: 
1) ყველაზე გავრცელებული მიზეზი არის ჩვეულებრივი გულმავიწყობა. ადამიანის ნატურა ასეთია, რაც მუდმივად მეხსიერებაში აქვს, ეს არის შეზღუდული რაოდენობის ინფორმაცია. ამიტომ საკმაოდ რეალურია, რომ რაიმე გამორჩეს. თუ ამას საკუთარ თავს ვპატიობთ, სხვებსაც უნდა ვაპატიოთ. უბრალოდ თავაზიანად შეახსენეთ ვალის შესახებ. ხუმრობითაც კი შეგიძლიათ ამის გაკეთბა. 
2) შეიძლება ისიც იყოს მიზეზი, რომ ადამიანს მოცემული მომენტისთვის არ ჰქონდეს ფინანსური საკითხების გადაწყვეტის საშუალება. თუ ასეა, ე.ი. თქვენი ფული ეხმარება მას კრახის გადავადებაში და ამ შემთხვევაში სავარაუდოდ დიდხანს მოგიწევთ საკუთარი ფული დაბრუნების ლოდინი. სცადეთ, იქნებ შეძლოთ მევალის დარწმუნება, რომ სხვას ესესხოს და თქვენი ვალი ასე დაფაროს. 
3) ბოლო და ყველაზე უსიამოვნო ვარიანტი: შესაძლოა თქვენ გახდით თაღლითობის მსხვერპლი, მევალე არ გიბრუნბთ ფულს იმიტომ, რომ თავიდანვე არ გეგმავდა თქვენთან ანგარიშსწორებას. ამ შემთხვევაში თანხის დაბრუნება ძალიან დიდი პრობლემა იქნება.  
გახსოვდეთ - რა სიტუაციაც არ უნდა შეიქმნას, არ ღირს აღელვება, მევალეზე ტონის აწევა და მუქარა. თავაზიანობა - მთავარი იარაღია თქვენთვის. დაანახეთ მას, რომ კარგი ადამიანი ხართ და შეეცადეთ ყურადღება გაამახვილოთ წყენაზე. ასევე, მასთან მოლაპარაკებების დროს, წაიკითხეთ კონფლიქტოლოგიის საფუძვლები - როგორ უნდა დაიწყოთ და დაასრულოთ კომფლიქტი. კონფლიქტი შეიძლება იყოს მართვადი. 

დატოვე კომენტარი