15 ფინანსური რჩევა წყვილებს

image

«სიყვარული და ფული: 150 ფინანსური რჩევა წყვილებისთვის» – ასე ჰქვია ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის კეტლინ ჰენრის წიგნს, რომელიც ჯინიტა უოლის თანაავტორობით დაწერა. ამ წიგნიდან ჩვენ შევარჩიეთ ყველაზე სასარგებლო რეკომენდაციები, რომლებიც წყვილებს გამოადგებათ.   

გაცნობის ეტაპზე

1. ისწავლეთ სიამოვნების მიღება დიდი ფულის გარეშე. ნუ შეეცდებით პარტნიორის თქვენსკენ მოზიდვას ძვირფასი სამოსით ან გასართობით. გაისეირნეთ პარკში, ველოსიპედებით, უბრალოდ ნაყინი იყიდეთ ან მოაწყვეთ პიკნიკი. 
2. ყურადღება მიაქციეთ მეორე ნახევრის ფინანსურ ჩვევებს. მხიარულება და კოცნა არ არის საკმარისი ადამიანის პასუხისმგებლობის გრძნობის გასაგებად. დააკვირდით როგორ წყვეტს ის ფინანსურ საკითხებს ყოველდღიურ ცხოვრებაში. 
3. განიხილეთ თქვენი ოცნებები. ყელაფერი, რასაც თანაცხოვრებისას გააკეთებთ ფული ღირს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თქვენი მიზნების ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოდიოდეს. 

ერთობლივი ცხოვრება

4. ნუ იჩქარებთ. ყველას აქვს უცნაური ჩვევები, რომლებიც მეორე ნახევარს შეიძლება არ მოეწონოს. სანამ რამეს მოიმოქმედებთ, მოუყევით ამის შესახებ და გაიგეთ მისი აზრი. ურთიერთობის დაწყებისთანავე საჭიროა საცხოვრებელის,საოჯახო მეურნეობის წარმართვის, ხარჯების და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება. 
5. თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გაქვთ საკმაო ნდობის ფაქტორი, მაშინ დადეთ წერილობითი შეთანხმება, რომელშიც დააფიქსირებთ თქვენთვის მნიშვნელოვან დეტალებს, მაგალითად ქონებისა და დანაზოგების შესახებ. დიდი შანსია, რომ ეს დოკუმენტი აღქმული იქნეს როგორც შეურაცხყოფა, მაგრამ ფინანსური საკითხების მოგვარების მცდელობა გამოავლენა პარტნიორის მხრიდან საკითხისადმი მიდგომის სერიოზულობას.
6. დაგეგმეთ კრედიტები. თუ ფულის სესხება გსურთ, მაშინ აუცილებლად იქონიეთ მეწყვილეს მხრიდან მხარდაჭერა. ჩამოყალიბდით ვინ და რა პროპორციულობით დააბრუნებს ფულს. მეორე ნახევრის თანხმობის გარეშე, ჩუმად გაკეთბული საქმისთვის პასუხისმგებელი იქნებით მხოლოდ თქვენ. 

საფულეების გაერთიანება

7. იყავით გახსნილი პარტნიორის მიმართ. ოჯახური მეურნეობის ერთობლივ წარმართვას სჭირდება ფინანსური გახსნილობა. თუ ფული არ გყოფნით, უთხარით ამის შესახებ მეწყვილეს. თუ ბევრს ხარჯავთ უსარგებლო ნივთებზე, მაშინ სთხოვეთ გაგაკონტროლოთ ამ მხრივ. თუ რაიმე უჩვეულო ნივთებზე ხარჯავთ ფულს - ნუ შეეცდებით ეს დამალოთ. 
8. გაინაწილეთ როლები: ვინ და რომელი შემოსავლიდან იხდის კომუნალურ ხარჯებს, ვინ აკეთებს მსხვილ შესყიდვებს, ვინ და რამდენს გადადებს დანაზოგის სახით.  
9. ჩამოაყალიბეთ თქვენი ფინანსური პრიორიტეტები. იქ, სადაც თქვენი საერთო ინტერესები ემთხვევა - შეადგინეთ მათი მიღწევის გეგმა. წინააღმდეგობების შემთვევაში შეეცადეთ კომპრომისამდე მისვლას ან მოლაპარაკებას, მოიქეცით იმ ვარიანტის მიხედვით, რომელიც უფრო მეტად მისაღები იქნება ორივე თქვენგანისთვის. 

ქორწილი

10. ნუ გადაიხდით ქორწილს ვალით. ნუ დაიწყებთ ცხოვრების ახალ ეტაპს კრედიტით. სჯობს დააგროვოთ თანხა საამისოდ. თუ ვერ ითმენთ და დაქორწინება გინდათ, გაყავით ქორწილი ორად: ხელის მოწერა და ლამაზი ცერემონია, რომელზეც ოცნებობდით. 11. თუ ქორწილზე ფული გაჩუქეს, ეგრევე ნუ დახარჯავთ. გამოიყენეთ საერთო ოცნების ასახდენად, შეიძინეთ ბინა ან სახლი, განავითარეთ საკუთარი საქმე, ბავშვებს მოახმარეთ და ა.შ. მოკლედ, რაზეც გეყოფათ და რაც უფრო გამოგადგებათ იმაზე. ასევე შეგიძლიათ შეიტანოთ ბანკში დაგროვებით ანაბარზე და გარკვეული დროის მანძლზე თქვნც დაამატოთ თანხა, რომ შემდეგ შეძლოთ უფრო სასარგებლოდ მისი გამოყენება. 
12. იფიქრეთ ერთობლივად ფულის დაბანდებაზე. ახლა უკვე ორნი ხართ. პარტნიორმა შეიძლება ჩადოს ფული იქ, სადაც თქვენ ერთად უფრო მეტის გამომუშავებას შეძლებთ. 

ოჯახი

13. თუ ერთი პარტნიორი მუშაობს, ხოლო მეორე სახლში ზის, მაშინ განსაზღვრეთ თქვენი მოვალეობების მოდელი. მაგალითად, მეორე უნდა ხელმძღვანელობდეს საოჯახო მეურნეობის წარმართვას, შვილის აღზრდას, ან უნდა სწავლობდეს, რომ შემდეგ მოეწყოს სამსახურში. 
14. შეეცადეთ მოძებნოთ დამატებითი შემოსავლების წყარო, რაც საშუალებას მოგცემთ უფრო სწრაფად დააგროვოთ ოცნების ასასრულებელი თანხა. ეს შეიძლება იყოს ინტერნეტში მუშოაბა, რეპეტიტორობა, კონსულტაციის გაწევა და ა.შ. 
15. ნუ დააიგნორებთ პარტნიორის მოთხოვნებს. ისინი შეიძლება უმნიშვნელო იყოს, მაგრამ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ინტერესების პატივისცემა - ეს ოჯახური თანაცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია. მიეცით ცოლს იმის ყიდვის უფლება, რაც ძალიან უნდა და ნუ დაუშლით ქმარს თუ ფულს ახალი მანქანისთვის აგროვებს. 

დატოვე კომენტარი