შოტრლანდიის ბანკი პოლიმერის ბანკნოტებს დაბეჭდავს

image

შოტნალდიის ბანკმა განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ 5 და 10 ფუტი სტერლინგის ბანკნოტები დაიბეჭდება პოლიმერზე, რაც გაზრდის კუპიურების გამძლეობას. 
პოლიმერი წარმოადგენს თხელ პლასტიკურ ფენას, რომელიც შეცვლის  დღეისათვის კუპიურების გამოსაცემად გამოიყენებად ბამბის ქაღალდს. პირველი კუპიურები გამოვა მიმდინარე წლის ნოემბერში. 
ახალი ბანკნოტები არსებულთან შედარებით მცირე ზომის იქნება. ახალი £5-ის ზომა იქნება 125 х 65 მმ, არსებულის ზომა არის 135 × 70 მმ. უნდა აღინიშნოს, რომ კუპიურების დასაბეჭდად გამოყენებული იქნება კომპანია De La Rue-ს წარმოებული პოლიმერი Safeguard-ი.
პოლიმერული ბანკნოტები ტრადიციულ კუპიურებთან შედარებით გამძლეა ჭუჭყისა და ნესტის მიმართ. გარდა ამისა, მათ ფულადი ნიშნის დაცვის უფრო მაღალი დონე აქვთ და მათი გაყალბებაც გაცილებით რთულია. ასეთი ბანკნოტების ბრუნვაში ყოფნის ხანგრძლივობა 2,5-ჯერ აღემატება ტრადიციულისას. რაც მთავარია, პოლიმერული კუპიურების გამოშვება უფრო იაფი დაჯდება, ვიდრე ტრადიციული ბამბის ქაღალდის კუპიურების.
შეგახსენებთ, რომ შვეიცარულმა ბანკმა Clydesdale Bank - ბრიტანეთთში ერთ-ერთმა პირველმა ჩაუშვა ბრუნვაში პლასტიკური ბანკნოტები, მხოლოდ შეზღუდული ტირაჟით — 2 მლნ. ფუნტი 5-ფუტიანი ბანკნოტებით. 

დატოვე კომენტარი