როგორ დავაზღვიოთ საკუთარი ოჯახი?

image

ყველაზე ძვირფასი, რაც ადამიანს გააჩნია, ეს არის მისი ოჯახი, ამიტომ მნიშვნელოვანია დაზღვევით ახლობელი ადამიანების დაცვა მოულოდნელი პრობლემებისგან - ეს ფინანსური პროტექციის საუკეთესო საშუალებაა. 
რისკების უმეტესობა, როგორც წესი, დგება ადამიანის გარკვეული ასაკის დადგომისას. 
მაგალითად, ოჯახში დაიბადა ბავშვი და ყველამ ვიცით, რომ საჭიროა მისი დაცვა დაავადებებისგან, რომლებიც მას ხშირად ხვდება. ამიტომ, ჩვილის დაზღვევა ნამდვილად გონივრულია, რადგან ეს საშუალებას მისცემს მშობლებს მისი ჯანმრთელობის დაცვა უფრო ეფექტურად შეძლონ. დაავადების შემთხვევაში სადაზღვევო პაკეტის საფუძველზე ბავშვი მიიღებს კვალიფიციურ და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას. 
სკოლამდელი და სკოლის ასაკის ბავშვების ჰიპერაქტივობა იწვევს მოტეხილობებს და სხვადასხვა სახის ტრავმებს, ამიტომ მათი დაზღვევაც ნამდვილად საჭიროა. ერთი სიტყვით, ყველაზე კარგი ვარიანტია, როცა მთელი ოჯახი დაზღვეულია. 
დაგროვებითი დაზღვევა - ეს არის დაზღვევის ფორმა, რომელიც მოიცავს ერთდროულად დაზღვევას და დანაზოგს. დაზღვევის ეს ტიპი, რომელიც გათვლილია ხანგრძლივ პერიოდზე და აუცილებელია მუდმივი შენატანის გაკეთება, ფორმდება ბავშვებზეც. სადაზღვევო შემთხვევა შეიძლება დადგეს ნებისმიერ მომენტში და ნებისმიერი ასაკის ოჯახის წევრის მიმართ, შესაბამისად აღნიშნული სადაზღვევო პროდუქტი ნამდვილად სასარგებლო იქნება ყველასთვის.
დღეისათვის ქართული სადაზღვევო ბაზარი გაცილებით დახვეწილ და მრავლისმომცველ წინადადებებს სთავაზობს მომხარებელს. სადაზღვევო კომპანიები უკვე ინდივიდუალური პირობების გათვალისწინებით ცდილობენ სადაზღვევო პოლისების შედგენას, რაც გულისხმობს დაზღვეულისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნას.საქართველოში მოქმედი სადაზღვევო პოლისების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ადგილზე მოქმედი სადაზღვევო კომპანიების ვებ-გვერდებიდან ან მათთან ცხელ ხაზზე დარეკვით.

დატოვე კომენტარი