Visa და Mastercard ბარათების შედარება

image

Visa და MasterCard ბარათები უმნიშვნელოდ განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ხოლო  Visa Classic-ის ან MasterCard Standard-ის მფლობელებისთვის სხვაობა საერთოდ არაფერია. გადახდის ორივე სისტემა ძალიან გავრცელებულია მთელს მსოფლიოში. მათ გააჩნიათ ძალიან მაღალი ხარისხის სერვისი, გადახდები კი ხორციელდება სწრაფად და უსაფრთხოდ. ერთად-ერთი განსხვავებად იაფი პლასტიკური ბარათების, როგორიცაა Visa Electron, Maestro (ასეთ ბარათებს ხშირად იყენებენ სადებეტოდ, ხელფასის ჩასარიცხად და ა.შ.) შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მაგალითად Maestro-ს გამოყენებისას საჭიროა ე.წ. პინ-კოდის შეყვანა, Visa Electron-ის ტიპის ბარათებზე ეს საჭირო არ არის. სხვაობა თვალსაჩინო ხდება, როცა საუბარი ეხება პრემიალურ პროდუქტებს, კონკრეტულად Gold ან Platinum კატეგორიებს. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს დამატებით სერვისთან, რაც გულისხმობს ამ ტიპის ბარათების მფლობელთათვის გარანტირებული იურიდიული და სამედიცინო მომსახურების გაწევას, მაგრამ პირობა იშვიათ შემთხვევაში სრულდება, რადგან ცოტა ბანკს აქვს ეს სერვისი განვითარებული, ისიც საზღვარგარეთ. ამიტომ, თუ მსგავს მომსახურებას გთავაზობთ ბანკი, წინასწარ გაარკვიეთ დამატებითი სერვისების პირობები. საკითხის გარკვევის შემდეგ შესაძლოა თქვენ მოგეცეთ საშუალება, რომ ოქროს ან პლატინიუმის ტიპის Visa ბართის ფლობის გამო საზღვარგარეთ გამგზავრებისა და აუცილებლობის შემთხვევაში მიიღოთ უფასო იურიდიული ან სამედიცინო მომსახურება. 
დასვკნა: 
1. თუ თქვენ ფლობთ პლასტიკურ ბარათს Maestro, მაშინ შენაძენის გაკეთების დროს დაგჭირდებათ ე.წ. პინ-კოდის შეყვანა. 
2. Visa Classic-ის ან MasterCard Standard-ის მფლობელებისთვის არავითარი სხვაობა არ არსეობს ამ სისტემების გამოყენების პირობებში. 
3. პრემიალური პროდუქტის არჩევისას, როგორიცაა Gold ან Platinum, აუცილებლად გაარკვიეთ ბანკში დამატებითი სერვისების საკითხი.  
ჩვენთან ყველაზე გავრცელებული საგადახდო სისტემა არის Visa და MasterCard ტიპის ბარათები. თუმცა ბანკის კლიენტების უმრავლესობას სხვადასხვა ტიპის ბარათები აქვთ, ეს გონივრულია, რადგან აღნიშნული საბანკო ბარათებით გადახდა ტექნოლოგიურად რთული პროცესია, სადაც ზოგჯერ შეიძლება წარმოიშვას გარკვეული ტიპის ხარვეზები, რის შედეგადაც შეიძლება ვერ შეძლოთ გადახდის განხორციელება. ამიტომ თუ ერთ-ერთი ბარათით ვერ ახერხებთ გადახდას, შეგიძლიათ მეორე გამოიყენოთ.  

დატოვე კომენტარი