ცხოვრების საინვესტიციო დაზღვევა — კომფორტული სიბერის გარანტია

image

ეს სტატია ეხება ინვესტირების თემას, კერძოდ დაზღვევაში ინვესტირებას. 
დაახლოებით ორმოცი წლის წინ, კერძო მფლობელების მიერ ფინანსების მოზიდვის მიზნით, შემუშავებულ იქნა პროდუქტი «unit-link» — სიცოცხლის დაზღვევაში ინვესტიცია. აღნიშნულ პროდუქტს პრაქტიკულად არ აქვს ნაკლი, ხოლო დადებითი მხარეები დამოკიდებულია მასში ინვესტირებულ თანხაზე. 

სიცოცხლის დაზღვევაში ინვესტიციის შესაძლებლობები:
1) იბეგრება ლგოტური ტარიფების მიხედვით.
2) განქორწინებისას ფულადი სახსრები დაცულია (არ იყოფა) და კონფისკაციას არ ექვემდებარება არც ადმინისტრაციული და არც სს კოდექსის მიხედვით.   
3) საგრძნობლად მსხვილი თანხა გროვდება ინვესტიციის დაწყებიდან 5-7 წლის შემდეგ და დაგროვილი თანხა დიდი ხნის მანძილზე ინახება დანაკარგის გარეშე. 
4) ლეტალური შედეგის დადგომისას მემკვიდრეები მიიღებენ კომპენსაციას. დაზღვევის სტანდარტული პირობებისას საჭირო იქნება გარკვეული ბიუროკრატიული პროცედურების გავლა, რასაც ცოტა დრო ნამდვილად არ სჭრიდება. 
5) საკუთარი ინვესტიციების მდგომარეობის გასაგებად საჭიროა გყავდეთ პირადი ფინანსური კონსულტანტი, თუცმა დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ გარკვეული საკითხების გაგება, თუ ერკვევით აღნიშნული სფეროს მუშაობის სპეციფიკაში.
6) შეგიძლიათ ყოველთვიური შენატანის ინდივიდუალური ვარირება, რადგან ფულადი სახსრები არის თქვენს და არა კომპანიის განკარგულებაში. 

სიცოცხლის საინვესტიციო დაზღვევა ევროპაში
დაზღვევის ამ ტიპმა ევროპაში დიდი პოპულარობა მოიპოვა. მაგალითად ჩეხეთში, სადაც ცოტა ხნის წინ დაიწყეს სიცოცხლის საინვესტიციო დაზღვევის დანერგვა, უკვე მოსახლეობის 33% დაზღვულია ამ მხრივ და მათ იციან, რომ უზრუნველი სიბერე გარანტირებული ექნებათ. გერმანიაში, სადაც დაზღვევის ეს ტიპი დიდი ხანია ცნობილია, მომხმარებლები ერთდროულად რამოდენიმე ორგანიზაციაში აფორმებენ სიცოცხლის საინვესტიციო დაზღვევის პაკეტს, თან სხვადასხვა ქვეყნებშიც კი.

სიცოცხლის საინვესტიციო დაზღვევის უპირატესობა ევროპაში
1) სიცოცხლის საინვესტიციო დაზღვევისას ფული უფრო უსაფრთხოდ ინახება, ვიდრე საბანკო დეპოზიტებზე, რამდენადაც ასეთი სახის სახსრების შენახვა პირველ ადგილზე დგას. უფრო მეტიც, ექვემდებარება გარანტირებულ სახელმწიფო შენახვას 100 ათასი ევროს ფარგლებში. 
2) საკონსულტაციო დახმარების გამოყენებისას შესაძლოა საკუთარი სახსრების ყოელწლიური გაზრდა დაახლოებით წლიური 8-12%-ით ან მეტით. 
3) რთული პროცენტის პრინციპის გათვალისწინებით, რომლის თანახმადაც იწარმოება შემოსავლის დაანგარიშება, საბოლოო თანხა რამოდენიმეჯერ იზრდება. 
4) დაზღვევის პირობები შეიძლება ვარირებდეს მისი ვადის ბოლომდე. მაგალითად, შეიძლება შეიცვალოს ვადა, პირობები, ყოველთვიური თანხა, დაზღვევის ტიპი, საინვესტიციო ფონდი, მემკვიდრეების რიცხვი და ა.შ. რაც საშუალებას იძლევა პირადი ინვესტიციების ყველა მხარე გაკონტროლდეს. 
5) კიდევ უფრო საინტერესოა სიცოცხლის საინვესტიციო დაზღვევის კორპორატიულ სფეროში დანერგვა. საწარმოების კლიენტ-თანამშრომლებს შეუძლიათ გათვალონ მე-13 ხელფასზე. რადგან კანონის მიხედვით იკლებს საპენსიო ფონდებში გადარიცხვები, ეს აწვება გამომუშავებულ ხელფასს, სწორედ ეს ფულადი სახსრები იხარჯება სიცოცხლის საინვესტიციო დაზღვევაზე, ის წახალისებულია სახელმწიფოს მხრიდან და არ იბეგრება. 

რას უნდა მიექცეს ყურადღება ხელშეკრულების გაფორმებამდე?
მთავარია გაარკვიოთ, ჩამოყალიბდეთ, რა ვადაზე გსურთ საკუთარი სახსრების ინვესტირება, რომ შემდეგ შეძლოთ მათი სრულფასოვნად გამოყენება. ხელშეკრულების ნებისმიერი ნიუანსი ვარირებადია, ბევრი ვარიანტი არსებობს და საჭიროა აირჩიოთ თქვენთვის მისაღები. ასევე უნდა გადაწყვიტოთ გსურთ თუ არა საინვესტიციო წინადადებაში ჩადოთ სიცოცხლის დაზღვევა, რაც არანაკლებ თანხებს მოითხოვს, მაგრამ საბოლოოდ ძალიან სოლიდურ პრეფერენციას მოგცემთ. 
ნუ მოგერიდებათ და სთხოვეთ კონსულტანტს შეაფასოს პერსონალური რისკი და დაგეხმაროთ მომგებიანი ფინანსური სქემის ოპტიმიზაციაში.

საკომისიო ხარჯები
1) დააზუსტეთ ყველა საკომისიო ხარჯი.
2) ზოგჯერ თანხის წინსწრებით გატანისთვის საკმაოდ დიდი საკომისიოს გადახდაა გათვალისწინებული. თუ იცით, რომ ასეთი მომენტი დადგება, მაშინ სჯობს თავიდანვე ჩადოთ ხელშეკრულებაში ეს პირობა და გაარკვიოთ საპროცენტო განაკვეთი. 

კლიენტის სარგებელი
სიცოცხლის დაზღვევაზე დაგროვებული მთელი თანხა გაიცემა დაზღვევის ვადის ამოწურვისას, ან სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას — დაზღვეული ადამიანის სიკვდილის შემთხვევაში.

დატოვე კომენტარი