საკრედიტო არდადეგები - საუკეთესო საშუალება ვადაგადაცილების თავიდან ასაცილებლად

image

კრედიტის მიღება დღეისათვის ძალიან მარტივია. მაგრამ ამ მოვლენას ნეგატიური მხარეც აქვს: ხშირია აღებული ფინანსური ვალდებულებების გასტუმრების პრობლემა. პრობლემის გადაწყვეტაში დახმარებას გაგიწევთ საკრედიტო არდადეგები. 
აღებული სესხის დაუბრუნებლობის მიზეზი შეიძლება იყოს ბევრი რამ: სამსახურის დაკარგვა, ავადმყოფობა, ხელფასის დაგვიანება. როგორც არ უნდა იყოს, ყოფით პრობლემებთან ერთად მსესხებელი თავს ვერ აარიდებს ვალის დაბრუნების პასუხისმგებლობას. 
რა უნდა გავაკეთოთ, თუ კრედიტის გადახდის პრობლემა დადგა?
უდავოა, რომ ვალის გადაუხდელობა და ფინანსური პრობლემები არ ახარებს არც გამსესხებელს და არც მსესხებელს. ყველა საბანკო-საფინანსო ორგანიზაციას ურჩევნია ვალის ამოღება მესამე მხარის ჩარევის გარეშე მოხდეს. ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით ისინი ყოველთვის თანამშრომლობენ კლიენტთან. ხშირად ატარებენ აქციას, რაც გულისხმობს საკრედიტო არდადეგებს. 
წესით ვადაგადაცილების შესახებ პუნქტი და განმარტებები საკრედიტო ხელშეკრულებაში დევს, მაგრამ თუ ეს ასე არ არის, მაშინ კიდევ უფრო დიდი შანისია საფინანსო ორგანიზაციასთან მოლაპარაკების წარმოების და საკრედიტო არდადეგების გაფორმების. ეს ისე უნდა მოახერხოთ, რომ ორგანიზაციამ გაითვალისწინოს პირობები და უარი არ გითხრათ. ოფიციალურად, წერილობით უნდა მიმართოთ საფინანსო ორგანიზაციას და მოითხოვოთ პასუხიც ოფიციალურად, წერილობით მოგაწოდონ. მაგრამ თუ მაინც ისე მოხდა, რომ მიიღეთ უარი და ამის წერილობით დამადასტურებელი დოკუმენტი ხელზე გაქვთ, მაშინ შეგიძლიათ მიაკითხოთ სასამრთლოს და ითხოვოთ კრედიტის გადავადება. სასამართლომ შესაძლოა დაავალოს საკრედიტო ორგანიზაციას, გაგიფორმოთ სესხის ახალი ხელშეკრულება გაცილებით „რბილი“ პირობებით. 
თუ კრედიტორმა გითხრათ «კი»!
თუ საკრედიტო ორგანიზაცია დაგთანხმდებათ და გაგიფორმებთ ახალ ხელშეკრულებას, მაშინ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაწეროთ კიდევ ერთი განცხადება და დაურთოდ დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ ამ ეტაპზე კრედიტის დაფარვის უნარი არ გაქვთ. ასეთ დოკუმენტად შეიძლება გამოდგეს ცნობა შემოსავლების შესახებ, სამედიცინო ცნობა ან შრომის წიგნაკი. დოკუმეტების რაოდენობა გაზრდის იმის შანსს, რომ საკრედიტო ორგანიზაციამ გაითვალისწინოს თქვენი მდგომარეობა და დარწმუნდეს, რომ არ ცრუობთ აღებული სესხის დაფარვის პასუხისმგებლობის არიდების მიზნით. 
რა არის საკრედიტო არდადეგები?
საკრედიტო არდადეგები ყოველთვის ხელსაყრელია მსესხებელისთვის ვიდრე კრედიტის გამცემი ორგანიზაციისთვის. ამ პროცედურის დროს შეიძლება შეიცვალოს ყოველთვიური შენატანის რაოდენობა, ხოლო ძირითად თანხაზე დაგროვილი დავალიანება გადატანილ იქნეს ბოლო გადახდისთვის. ეს მოვლენების განვითარების პირველი ვარიანტია. 
მეორე ვარიანტი შეიძლება იყოს შემდეგი: ჯერ იფარება სესხის ძირი თანხა, შემდეგ კი დარიცხული პროცენტები. 
ასევე შეიძლება სრულად გადაიხედოს საკრედიტო პროგრამა, ანუ კრედიტი გადაფორმდეს გაცილებით ლოალურ პირობებზე. ვადები დამოკიდებულია წინა კრედიტიდან გამომდინარე და ინდივიდუალურია ყველა კლიენტისთვის, მაგრამ ჩვეულებრივ საკრედიტო არდადეგების ვადა შეადგენს 12 თვეს. 
ასეთი ლგოტური სისტემა ამარტივებს პრობლემის მოგვარებას, თუმცა ამ საკითხით მოხიბვლა ნამდვილად არ ღირს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კრედიტი დაზღვეულია. რადგან აღნიშნული კრედიტის პროცენტი გაიზრდება იმ ვადასთან ერთად, რა ვადითაც გაცემულია ის - თანხა კი თქვენი გადასახდელია.

დატოვე კომენტარი