ხარჯების შემცირების მეთოდები

image

1. ხარჯების გეგმა - ჩვევად უნდა გაიხადოთ პირადი ხარჯების დაგეგმვა. შეადგინოთ ერთი თვის ხარჯების გეგმა. არ გააკეთოთ ისეთი შენაძენი, რომელიც არ არის გეგმაში (!), ან გააკეთეთ შენაძენი, ოღონდ არა აქტივებისკენ მიმართული თანხის ხარჯზე.  
2. ხარჯების ჩანაწერი - აწარმოეთ ხარჯების ჩანაწერი. გააკეთეთ ეს წელიწადში ერთხელ მაინც. ამით ხარჯების სრულად შემცირებას ვერ შეძლებთ, მაგრამ დაინახავთ რეალურ და ერთიან სურათს. 
3. საჭირო საქონელი და მომსახურება - შეიძინეთ აუცილებელი საქონელი და მომსახურება და არა იაფი. შენაძენის გაკეთებისას უნდა შეაფასოთ აუცილებლობა და შემდეგ უნდა შეხედოთ ფასს. სიიაფე არ უნდა გახდეს უსარგებლო ნივთების შეძენის საბაბი. აქციები და ამოყიდვა არ არის შენაძენის გაკეთების საბაბი, თუმცა საჭირო შენაძენისთვის ნამდვილად სასარგებლოა. 
4. დაგეგმვა - დაგეგმეთ მსხვილი ხარჯები, როგორიც არის ავტომობილის შეძენა, დაზღვევა და ეს გააკეთეთ მინიმუმ ერთი წლით ადრე. თუ არ დაგეგმავთ მსხვილ ხარჯებს, შესაძლებელია დაგჭირდეთ კრედიტები მათ განსახორციელებლად, ანუ მსგავსი შენაძენი დაგიჯებათ უფრო ძვირი. სწორედ ამას უნდა აარიდოთ თავი. 
5. პლასტიკური ბარათები - ანგარიშსწორება განახორციელეთ ნაღდი ფულით ან სადებეტო ბარათებით. ნუ გამოიყენებთ შენაძენების დროს საკრედიტეო ბარათებს, რადგან მათზე თანხის ჩამოჭრისა და საპროცენტო განაკვეთების დარიცხვის გაკოტროლება რთულია - შესაბამისად ვერ აკონტროლებთ, რა ხარჯებთან გაქვთ საქმე, საბოლოოდ კი ვალები გიგროვდებათ.  ნაღდი ფულით გადახდისას კი კარგად ხედავთ როგორ ქრება საფულიდან თანხა. ყველა საუბარი ოვერდრაფტის სარგებლიანობაზე მთავრდება ხანგრძლივი სამომხმარებლო სესხებით. 
6. საყიდლების სია - შენაძენი განახორციელეთ წინასწარ შედგენილი სიის მიხედვით. ეს წესი არსებითად შეგიმცირებთ ხარჯებს და გაგათავისუფლებთ იმპულსური შენაძენების გაკეთებისგან. გარდა ამისა, თუ თქვენ აკეთებთ შენაძენს ჰიპერმარკეტში, სადაც ყველაფერს იშოვით, ეს დაგეხმარებათ ფულის გადახარჯვისგან დაიზღვიოთ თავი, რასაც თქვენს სახლთან არსებულ ჩვეულებრივ მარკეტებში ვერ აკონტროლოებთ. 
7. საბითუმო შენაძენი - შეიძინეთ საბითუმოდ. ეს მეთოდი მუშაობს მხოლოდ მაშინ, თუ თქვენ ადგენთ შესაძენი პროდუქტების სიას. ჰიპერმარკეტებში ფასები 20-30%-ით დაბალია, ვიდრე ჩვეულებრივ მაღაზიებში. 
8. შენაძენი სეზონის ბოლოს - შეიძინეთ სეზონის დასრულებისას. მაგალითად შემოდგომით შეიძლება იყიდოთ გაზაფხულის ტანსაცმელი, ან პირიქით. არსებობს ასევე შვებულების სეზონი, ავტომობილების და სხვა მრავალი ნივთის. ყველაფერი ეს იყიდიეთ სეზონის დასრულებისას. 
9. საზოგადოებრივი ტრანსპორტი - თუ ეს მოსახერხებელი და მომგებიანია, ისარგებლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. შედეგად გექნებათ დაზოგილი თანხა ბენზინზე და ავტოსერვისზე. მაგალითად შეგიძლიათ მანქანით მხოლოდ შაბათ-კვირას ისარგებლოთ საყიდლებზე ან პიკნიკზე გასასვლელად. საზოგადოებრივი ტრანსპორტი სამუშაო დღეებში უფრო სწრაფი გადაადგილების საშუალებაა, ყველაზე მეტად კი მეტრო. ზოგჯერ ტაქსით სარგებლობაც უფრო მოსახერხებელია.
10. უარის თქმა კრედიტებზე - შეეცადეთ არ გააკეთოთ კრედიტით შენაძენი. თუ დღემდე არ გაქვთ რაიმე შენაძენისთვის საკმარისი თანხა, კრედიტი ნამდვილად არ შეგმატებთ ფულს. დაუსვით შეკითხვა საკუთარ თავს: თუ საჭირო თანხის დაგროვება ვერ შეძელით, როგორ აპირებთ კრედიტის გადახდას? სავარაუდოდ ეს საკმარისი იქნება იმისათვის, რომ სამომავლოდ თქვენი შემოსავლის 10% გადადოთ დანაზოგისთვის. 

დატოვე კომენტარი