მიმდინარეობს 5G ქსელის გამოცდა

image

ალბათ, დევიზი «მომავალი იწყება დღეს» შესანიშნავად ერგება ჩვენს რეალიებს. ჯერ ბოლომდე ვერ მოვახერხეთ  4G ქსელის უპირატესობების გაანალიზება, რომ უკვე გავრცელდა ინფორმაცია: Samsung-ი გააოცებს მომხმარებლებს ახალი ტექნოლოგიით, რომელიც უფრო რევოლუციური და პერსპექტიულია. ეს არის უსადენო  5G ქსელის გამოცდა.
წინა კავშირის სახეობებისგან განსხვავებით  5G  გაცილებით მეტი შესაძლებლობების იქნება. გავრცელებული ინფორმაციით მისი სიჩქარე წამში 1 გბ-ზე მეტი იქნება 2 კილომეტრის მანძილზე. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ დაუზუსტებელია ასეთი სიჩქარე მუდმივი იქნება თუ ეპიზოდური, გასაგებია, რომ კავშირის ახალი თაობა საშუალებას მოგვცემს ინფორმაცია გავცვალოთ ისეთი სიჩქარით, როგორიც აქამდე არ ყოფილა (ვრცელდება ინფორმაცია, რომ 5G –ის სიჩქარე მინიმუმ ასჯერ მეტი იქნება 4G-ის სიჩქარეზე).
ასე რომ გიხაროდეთ მაღალი ხარისხის 3D ფილმების და ონლაინ თამაშების  მოყვარულებო! როცა თქვენს ცხოვრებაში შემოვა 5G მთლიანად მოგეხსნებათ ჩატვირთვასთან დაკავშირებული პრობლემები და ინფორმაციის გაცვლა ფაქტიურად წამებში იქნება შესაძლებელი. 
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ აღნიშნული ტექნოლოგიის დანერგვა არ იგეგმება 2020 წლამდე. 

დატოვე კომენტარი