როგორ გავხსნათ ანგარიში უცხოურ ბანკში

image

უცხოურ ბანკში ანგარიშის გახსნა ფინანსური სახსრების დაცვის კარგი საშუალებაა. 
ნებისმიერ უცხოურ ბანკში ანგარიშის გახსნის ძირითადი პირობა  როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირისთვის არის ბანკის გაცნობა პოტენციურ კლიენტთან, მის მიერ ბანკისთვის წარდგენილი პირადი და ფინანსური ინფორმაციის გადამოწმება, რაც აბსოლიტურად ლეგალურია და არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. 
ყველა ბანკს სურს იცოდეს ფულის წარმომავლობა, თქვენი გეგმები ბიზნესთან დაკავშირებით, ასევე ინფორმაცია ბიზნეს-პარტნიორების შესახებ. 
ევროპული ბანკები შეიძლება დავყოთ რამოდენიმე ჯგუფად:
ბალტიისპირეთის ბანკები - გამოირჩევიან დაბალი ტარიფებით.
კვიპროსის ბანკები - ანგარიშის გახსნა გაცილებით მარტივია, ვიდრე სხვა ევროპულ ბანკში. 
ტრადიციული ევროპული ბანკები.

ბალტიისპირეთი ბანკები
ამ ბანკებში ანგარიშის გახსნისას ყველა დოკუმეტის გაფორმება და ხელმოწერა შესაძლებელია აგენტთან (პროფესიონალურ კონსალტინგურ კომპანიასთან). ფორმის შევსებისას ხელმოწერა უნდა გაკეთდეს ბენეფიციარისა და მინდობილი პირის მიერ. საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარდგენა:
მინდობილი პირისა და ბენეფიციარის პასპორტების ასლები;
კომპანიის დოკუმენტაციის ასლები;
თუ მინდობილ პირს ან ბენეფიციარს აქვს რეზიდენტი კომპანია, აუცილებელია რეგისტრაციის მოწმობისა და ამონაწერის წარდგენა;
რეზიდენტი კომპანიის არარსებობის შემთხვევაში საჭიროა ცნობა სამუშაო ადგილიდან და შრომის წიგნაკის ასლი როგორც მინდობილი პირის ისე ბენეფიციარის მხრიდან.
კვიპროსის ბანკები
ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების გარდა ამ შემთხვევაში დმატებით საჭიროა:
კომუნალური გადახდების დამადასტურებელი საბუთი, რაც ასევე დაადასტურებს თქვენს რეზიდენტობას;
საბანკო რეკომენდაცია;
კომპანიის საწესდებო დოკუმენტაციის ორიგინალები.
საბანკო ფორმების ნაწილი ხელმოწერილი უნდა იყოს კომპანიის დირექტორის მიერ. კვიპროსის ზოგიერთ ბანკში არსებობს მოთხოვნა კლიენტთან პირადად შეხვედრის თაობაზე ბანკის რეგიონალურ ოფისებში. თუ ყველა დოკუმენტი მოგროვებულია და მათ მიმართ პრეტენზიები არ არის, ანგარიშის გახსნა შესაძლებელია რამოდენიმე დღეში. 
ევროპული ბანკები
როცა საქმე ეხება მსხვილ კაპიტალს, როგორც წესი ანგარიშის გახსნას ამჯობინებენ ევროპულ ბანკებში, სადაც ეს პეოცედურა საკმაოდ ხანგრძლივია. ევროპული ბანკები აქცენტს აკეთებენ კლიენტის დეტალურად შესწავლაზე, ამიტომ ითხოვენ შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენას: 
ფულის წარმომავლობის, კომპანიის საქმიანობის სფეროს და დაკავებული თანამდებობის შესახებ რეზუმე, განათლება და ა.შ. წარმოდგენილი ინფორმაცია ბანკში ინახება სრული კონფიდენციალობის დაცვის გარანტიით;
მიდობილი პირისა და ბენეფიციარის პასპორტის ნოტარიულად დამტკიცებული ასლი;
კომპანიის დოკუმენტების ორგინალები ან აპოსტილით დამტკიცებული ასლები.
აუცილებელია ბანკის სათაო ოფისში შეხვერა. თუ ბანკი დაგთანხმდებათ პირობებზე აგარიში გაიხსნება დისტანციურად და თქვენ ნახევარი წლის მანძილზე დაგჭირდებათ იმ ქვეყანაში ჩასვლა, სადაც ბანკი მდებარეობს. 
ევროპულ ბანკში ანგარიშის გახნისას თქვენ ვალდებული იქნებით წარადგინოთ უტყუარი მონაცემები, საიდანაც ბანკი შეძლებს მიიღოს შემდეგი ინფორმაცია: 
ანგარიშის გახსნის მიზანი;
კომპანიის საქმიანობის სფერო. რისკების თავიდან ასაცილებლად ევროპული ბანკები არ თანამშრომლობენ ფინანსურ შუამავლებთან და იმ კომპანიებთან, რომელთა საქმიანობა უკავშირდება საფონდო ბირჟებს, მაგალითად Forex-ს და ა.შ.;
კომპანიის ბრუნვა;
ინფორმაცია თქვენი კომპანიის პარტნიორების შესახებ;
სრული ინფორმაცია ბენეფიციარზე. გასაუბრებისას შეიძლება დასმული იყოს სხვადასხვა ტიპის შეკითხვები, თქვენი განათლებით დაწყებული შემოსავლების წარმომავლობით დამთავრებული;
საბანკო ფორმების ხელმოწერა;
ანგარიშის გახსნისას მინიმალური დეპოზიტის ოდენობა.

ამასთან, ევროპული ბანკისთვის არ არის პრინციპული ის საკითხი, თუ რომელ ქვეყანაშია დარეგისტრირებული კომპანია. 
გასათვალისწინებელია ის მომენტი, რომ ყველა ორგანიზაციას გააჩნია ინდივიდუალური მოთხოვნები, ამიტომ დამატებითი პირობების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია შერჩეულ ბანკში არსებული პირობების გაცნობის შედეგად. ასევე საჭიროა უცხოურ ბანკში ანგარიშის გახსნისთვის ადგილობრივი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინება (თუ არსებობს ასეთი) როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირისთვის.

დატოვე კომენტარი