ეთერიუმის ფასი ეცემა, რაც BeeToken-ზე ჰაკერული თავდასხმის შედეგად ინვესტორებმა 1 მილიონი დოლარი დაკარგეს

image

ეთერიუმის ფასი ეცემა, რაც BeeToken-ზე ჰაკერული თავდასხმის შედეგად ინვესტორებმა 1 მილიონი დოლარი დაკარგეს

ეთერიუმი მოიცვა კრიპტოვალუტის ფასის ვარდნამ, რომელიც წინა ღამეს გამოიწვია ინდოეთიდან გავრცელებულმა ინფორმაციამ Bitfinex-ის ბირჟაზე ფასების მანიპულირების შესახებ.

ეთერიუმის ფასი ჩამოსცდა 1000 დოლარს და სტატიის პუბლიკაციის მომენტისთვის 892 დოლარს შეადგენდა. ერთ ღამეში მან დაკარგა 259 დოლარი (22%), გუშინდელი მაქსიმუმის 1151 დოლარის შემდეგ.

ბლოკჩეინის სხვა სტარტაპებიც დაზარალდნენ ჰაკერული თავდასხმის შედეგად, როდესაც BeeToken ფიშინგის მსხვერპლი გახდა.

ინვესტორებს შეპირდნენ, რომ ICO ჰაკერებს საშუალებას მისცემს, 1 მილიონი დოლარის ღირებულების ეთერიუმით გაიქცნენ.

კომპანიამ გააფრთხილა მომხმარებლები, რომ ელექტრონული წერილები და Telegram-ის შეტყობინებები, რომლებიც უბიძგებენ მათ თანხის გადარიცხვისკენ, სავარაუდოდ, თაღლითურია.

მათ განაცხადეს: „მიაქციეთ ყურადღება, რომ ჩვენ არასოდეს არ დავუკავშირდებით ეთერიუმის მისამართს ელექტრონული ფოსტის ან Telegram-ის შეტყობინების საშუალებით“.

ამავე დროს ეთერიუმის სტარტაპი Parity Technologies ცდილობს აღდგენას ბლოკჩეინის ისტორიაში ყველაზე დიდი დაზარალების შემდეგ, რომელიც მან განიცადა. ის ყველანაირად ცდილობს 160 მილიონი დოლარის დაბრუნებას მას შემდეგ, რაც დამწყებმა დეველოპერმა შემთხვევით დაბლოკა სახსრები ყველანაირი წვდომის გარეშე. თანხა აღემატება 150 მილიონ დოლარს, წინა წლის ICO-ს შესაბამისად.

თუმცა ამ კვირაში ისინი გამოუშვებენ ახალ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელის ეთერიუმის კლიენტის სიჩქარეს გაზრდის და რიგ განახლებებს დაამატებს მისი დაბრუნების მცდელობის საპასუხოდ.

შეიძლება თუ არა ეთერიუმმა მიიღოს ასეთი საჭირო დაჩქარება?

ეთერიუმის სპეციალისტები იმედოვნებენ ახალი პროტოკოლის დანერგვას, რომელიც დაეხმარება ეთერიუმის ბლოკჩეინში მასშტაბირების პრობლემის გადაწყვეტას.

მისმა დამფუძნებელმა ვიტალიკ ბუტერინმა თქვა, რომ სატესტო ქსელი უნდა იყოს მზად დაუყოვნებლივ გაშვებისთვის.

Cryptocurrencynews.com ამას „ეთერიუმის მფლობელებისთვის ამაღელვებელ სიახლეს“ უწოდებს და ამატებს: „თუ დეველოპერების გუნდი შეძლებს ბიტკოინზე ადრე თავისი მასშტაბირების პრობლემის გადაწყვეტას, ეს კრიპტოვალუტა შეიძლება პირველად გახდეს ყველაზე მსხვილი საბაზრო კაპიტალიზაციის მხრივ. ამჟამად მას მხოლოდ 50 მილიარდ დოლარი აცილებს პირველ კრიპტოვალუტას.

11:45 - განახლება - ეთერიუმის ფასი ვარდება

ეთერიუმი ჯერ კიდევ ეცემა, ამჟამად მისი ფასი შეადგენს 834 დოლარს, რაც დღის განმავლობაში 200 დოლარის დაკლებას ნიშნავს.

FT-მ განაახლა თავისი უარყოფითი სათაურები კრიპტოვალუტების შესახებ „ცუდი თვით“ დაწყებული და „ცუდი წლით“ დამთარებული.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ 2018 წლის 2 თებერვალია, დანაკარგები აღემატება 40%-ს.

წელს ჩვენ გვქონდა რეგულატორების მუქარები სამხრეთ კორეაში, ელექტროენერგიის მოხმარების პრობლემები ჩინეთში, 500 მილიონი დოლარის ჰაკერული გატაცება იაპონიაში, რეკლამის აკრძალვა Facebook-ზე, „აშკარა თაღლითობა“ AriseBank-ში და ფასების მანიპულირება.

ჩვენ დასვენების დრო არ გვქონდა.

 

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი