წინა წელს ევროპის ეკონომიკა უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე აშშ-ში

image

წინა წელს ევროპის ეკონომიკა უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე აშშ-ში

რა თქმა უნდა, აშშ-ს ეკონომიკა საკმაოდ სწრაფი ტემპებით იზრდება, მაგრამ ევროპის ეკონომიკა კიდევ უფრო სწრაფია.

სამშაბათს გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების თანახმად, 2017 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 19 ქვეყანაში, რომლებიც ევროს იყენებენ, შეადგინა 2,5%. წინა წელს ევროკავშირის 28 წევრს შორის ზრდა ასევე იყო 2,5%.

ორივე ჯგუფისთვის ეს არის ზრდის საუკეთესო მაჩვენებელი 2007 წლის შემდეგ, რის გამოც ევროპა წინ უსწრებს 2,3%-იანი ზრდის მქონე აშშ-ს.

ევროპა, რომელიც წლების განმავლობაში აჩვენებდა ზრდის სუსტ ტემპებს, რაც იყო გამოწვეული ვალის კრიზისების სერიებით, წარმოადგენს გლობალური ეკონომიკური აღორძინების ნაწილს, რომელიც შეიძლება 2018 წელსაც გაგრძელდეს.

„ყველაფერი, რის გაკეთება შეუძლია აშშ-ს ეკონომიკას, შეუძლია ევროპისაც, თან, როგორც ჩანს, უკეთესად“, - თქვა ჯეიკობ დეპპემ, ვალუტის ონლაინ-ბროკერის Infinox Capital-ის ვაჭრობის განყოფილების ხელმძღვანელმა.

„აშშ-სა და ევროპის ეკონომიკის ტანდემში ზრდისა და აზიური ეკონომიკის წარმატების ფონზე, ჩვენ შეგვიძლია იმედი ვიქონიოთ, რომ 2018 წელი უზრუნველყოფს შემდგომ ზრდას, თავდაჯერებულობასა და ეკონომიკურ სტაბილურობას პირველად ათწლეულის განმავლობაში“, - დაამატა მან.

ევროპის გაუმჯობესებულმა ეკონომიკურმა სურათმა ხელი შეუწყო ევროს კურსის ზრდას 1,25 აშშ დოლარამდე ამ თვეში, რაც 21%-ით მეტია მის მინიმალურ 1,03 დოლართან შედარებით 2017 წლის დასაწყისში.

თუმცა მოვლენები ევროპაში იდეალური როდია.

უმუშევრობის დონე კლებულობს, მაგრამ კვლავ მაღალია ახალგაზრდებს შორის, და ეს ჯერ კიდევ აფერხებს ზოგიერთ ქვეყანას.

მიგრანტების ინტეგრაცია ჯერ კიდევ წარმოადგენს ეკონომიკურ და პოლიტიკურ პრობლემას. რეგიონის პოპულაციის დაბერებაც ასევე მრავალ პრობლემას იწვევს ჯანდაცვისა და ეროვნული პენსიების კუთხით.

სამშაბათს ინვესტორებმა განიხილეს კონკრეტული ქვეყნების მონაცემები.

წინა წელს საფრანგეთის ეკონომიკა გაიზარდა 1,9%-ით, იტყობინება ეროვნული სტატისტიკის სააგენტო. ეს 1,1%-ით მეტია, ვიდრე 2016 წელს.

პოლონეთში ზრდამ შეადგინა 4,6%, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან გაუმჯობესებას 2016 წლის 2,8%-თან შედარებით.

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი