Uber-ის მსხვილი ინდიური მეტოქე Ola საზღვარგარეთ ფართოვდება

image

Uber-ის მსხვილი ინდიური მეტოქე Ola საზღვარგარეთ ფართოვდება

Uber-ის მთავარი კონკურენტი ინდოეთში გეგმავს თავისი უხეში მეტოქეობის გავრცელებას სხვა კონტინენტზე.

Ola-მ, ინდოეთის უმსხვილესმა გადამყვანმა კომპანიამ, სამშაბათს განაცხადა თავისი გეგმების შესახებ, დაიწყოს მომსახურების გაწევა ავსტრალიაში, რაც კომპანიის პირველი გამოსვლა იქნება თავისი შიდა ბაზრის ფარგლებიდან.

სტარტაპმა დაიწყო ტაქსის კერძო მფლობელებისა და პოტენციური მძღოლების მოწვევა მის პლატფორმაზე რეგისტრაციისთვის ავსტრალიის სამ ქალაქში - სიდნეიში, მელბურნსა და პერთში. ის მიზნად ისახავს მომსახურების ჩართვას, რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებს მარეგულირებელი ორგანოების თანხმობას წლის პირველ ნახევარში.

ბანგალორში დაფუძნებულ Ola-ს ჰყავს მილიონზე მეტი მძღოლი ინდოეთის 110 ქალაქში. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე Uber-ს ქვეყნის 29 ქალაქში.

Ola-ს გენერალურმა დირექტორმა ბჰავიშ აგარვალმა განაცხადა, რომ ავსტრალიაში „დიდ პოტენციალს“ ხედავს.

მაგრამ ინდოეთისგან განსხვავებით, Ola მეორე პოზიციაზე მოექცევა.  Uber ფუნქციონირებს ავსტრალიაში 2012 წლიდან და უკვე ემსახურება ათობით ქალაქს მთელს ქვეყანაში.

იქ ასევე აქტიურია სხვა მეტოქეც. Taxify - ესტონეთის გადამყვანი ფირმა, რომელიც ძირითადად მუშაობს ევროპაში, აფრიკასა და შუა აღმოსავლეთში - ახლახან სიდნეისა და მელბურნშიც გამოჩნდა.

Uber-ის სხვა კონკურენტები მსხვილ საერთაშორისო ბაზრებზე ასევე აპირებენ გაფართოვებას.

ჩინურმა Didi Chuxing-მა, რომელმაც გააძევა Uber ქვეყნიდან, ახლახან ბრაზილიაში დაიწყო მუშაობა, ადგილობრივი გადამყვანი ფირმის, 99-ის შეძენის შემდეგ. Didi-მ ასევე ინვესტირება მოახდინა Ola-სა და Taxify-ში.

იაპონური ტექნოლოგიური კომპანია SoftBank (SFTBF), რომელმაც რამდენიმე ხნის წინ შეიძინა Uber-ის აქციების 15%, ასევე Ola-სა და Didi-ს მსხვილ ინვესტორს წარმოადგენს.

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი