ბაზრის მიმოხილვა: აქციები რეკორდულად დაეცა 2018 წელს, ხოლო სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობა გაიზარდა

image

ბაზრის მიმოხილვა: აქციები რეკორდულად დაეცა 2018 წელს, ხოლო სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობა გაიზარდა

Standard & Poor’s 500 ინდექსი სექტემბრის შემდეგ ყველაზე მეტად დაეცა, სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობამ კი უმაღლეს წერტილს მიაღწია 2014 წლის დასაწყისის შემდეგ, როდესაც ტრეიდერები ემზადებიან მონაცემების გამოქვეყნებისა და პოლიტიკური განცხადებების დაძაბული კვირისთვის. დოლარი გაძლიერდა ყველა ძირითადი კონკურენტის მიმართებაში.

Dow Jones Industrial საშუალო მაჩვენებელი თითქმის ხუთი თვის განმავლობაში ყველაზე მეტად შემცირდა. ევრომ უკან დაიხია, გერმანიის ობლიგაციების ფასის დაცემიდან მეოთხე დღეს, ხოლო Stoxx Europe 600 ინდექსი MSCI- აზიის წყნარი ოკეანის ინდექსის შემცირების შემდეგ შეჩერდა. სახაზინო ობლიგაციები აიწია მინიმუმიდან პერსონალური შემოსავლებისა და ხარჯების მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ.

„თქვენ უკან ტოვებთ შედარებით ძლიერ პერიოდს, როდესაც წლის დასაწყისიდან გქონდათ მკვეთრი მოძრაობები საფონდო ბაზრებზე“, - ტელეფონის საშუალებით განაცხადა Washington Crossing Advisors-ის პორტფელის მთავარმა მენეჯერმა. „აქციების პერსპექტიული შემოსავლიანობა უმნიშვნელოდ შემცირა შეფასების პრობლემასთან დაკავშირებით, ამავე დროს კი გლობალური ინვესტორები განიხილავენ გაზრდილი ობლიგაციების შემოსავლიანობას, რაც მათ გლობალური თვალსაზრისით მიმზიდველს ხდის. რაღაც მომენტში თქვენ უნდა ელოდოთ ერთიდან მეორეში როტაციას“.

ჯანეტ იელენის ბოლო შეხვედრა ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელის რანგში ინვესტორების ყურადღებას მიმართულებას მისცემს იმ კუთხით, რომ ამის გამო კიდევ ერთი აქტიური კვირა იქნება ბაზრებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ ცდილობენ ფეხზე წამოდგომას ახლახან დოლარის გაყიდვის შემდეგ. ჩნდება ახალი ეკონომიკური მონაცემების რიგი, როგორიცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დებულება ქვეყნის შესახებ  და ანგარიშები შემოსავლების შესახებ მსოფლიო ტექნოლოგიური კომპანიებისგან.

აშშ დოლარის წინსვლა მოხდა მას შემდეგ, რაც მან პარასკევს დახურა დანაკარგების მეშვიდე კვირა, ამ დროს კი იენა დასუსტდა, ვინაიდან იაპონიის ბანკმა შეარბილა გუბერნატორ ჰარუკირო კუროდას კომენტარები ძლიერი ინფლაციის შესახებ, ხოლო ბრიტანული ფუნტის ფასი შემცირდა, პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეის ბრექსიტზე ზეწოლის გამო.

სხვა ქვეყნებში აშშ-ს ნავთობის ფასი დაეცა, თუმცა 5 თვის განმავლობაში ის ყველაზე ძლიერი დონეზე იყო გლობალურ მაჩვენებელთან, Brent Crude-თან შედარებით, ვინაიდან სუსტი დოლარი და კლებადი მარაგი ზრდის ამერიკულ მარჟას. ლითონები გაძვირდა ოპტიმიზმის ფონზე გლობალურ ზრდასთან დაკავშირებით და უფრო რბილი დოლარის ზეგავლენით, თუთია კი გაიზარდა უმაღლეს დონემდე ათწლეულის განმავლობაში.

ბიტკოინი გაძვირდა, 11 000 დოლარზე ზევით ღირებულების შენარჩუნებით, მას შემდეგაც, რაც 500 მილიონ დოლარზე მეტი მიიტაცეს სხვა ციფრულმა ტოკენებმა, რამაც კრიპტოვალუტის რეგულირების მოთხოვნა გამოიწვია.

საბოლოო მომხმარებლებმა შეიძლება წაიკითხონ მეტი ჩვენი ბაზრების ბლოგში.

რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება ამ კვირაში:

ოთხშაბათს ფედერალური სარეზერვო სისტემის პოლიტიკის შემქმნელები იკრიბებიან ჯანეტ იელენის ბოლო შეხვედრაზე ხელმძღვანელის რანგში, რომ განიხილონ საპროცენტო განაკვეთები.

პრეზიდენტი ტრამპი წარმოადგენს თავის პირველ დებულებას ქვეყნის შესახებ.

ტექნოლოგიური გიგანტები Microsoft Corp., Facebook Inc., SAP SE, Alibaba Group Holding Ltd., Apple Inc., Alphabet Inc. და Amazon.com Inc. გამოაქვეყნებენ შემოსავლებს, მათ შეუერთდებიან ასევე მსხვილი კორპორაციები McDonald’s Corp., Exxon Mobil Corp., Merck & Co. Inc., Roche Holding AG, Daimler AG, Deutsche Bank AG და Boeing Co.

ამერიკელმა დამსაქმებლებმა ალბათ იანვარში უფრო მეტი სამუშაო ადგილი დაამატეს, ვიდრე ერთი თვით ადრე, პარასკევის მოხსენებამდე პროგნოზირებენ ეკონომისტები.

სამშაბათს ლონდონში ინგლისის ბანკის მმართველი მარკ კარნი სიტყვით გამოვა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ეკონომიკის კომიტეტის წინაშე.

მოლაპარაკებებს მეექვსე რაუნდი ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების  შესახებ დასრულდება მონრეალში.

ოთხშაბათს უნდა შეფასდეს ჩინური წარმოებისა და მომსახურების ინდუსტრია.

ევროზონის ორი აკვიატებული იდეა - ზრდა და ინფლაცია - თავსი იჩენს კვირის განმავლობაში. სამშაბათს მონაცემებმა შეიძლება აჩვენონ ეკონომიკის სტაბილური ზრდა კვარტალში 0,6%-ის დონეზე. ოთხშაბათს საბოლოო ანგარიში ევროზონაში ინფლაციის შესახებ შეიძლება წინა წელთან შედარებით გადაჭარბებულად გამოჩნდეს, ამ თვეში 1%-ის მომატების გამო.

ბაზრის მნიშვნელოვანი მოვლენები:

აქციები

S&P 500 ინდექსი შემცირდა 0,67%-ით, Dow Jones Industrial Average დაეცა 0,67%-ით და  Nasdaq Composite ინდექსი შემცირდა 0,5%-ით შუადღის 4:18 საათისთვის ნიუ-იორკის დროით.

განვითარებული ქვეყნების MSCI მსოფლიო ინდექსი შემცირდა 0,7%-ით, რაც პირველი უკან დახევაა ერთი კვირის განმავლობაში.

MSCI Asia Pacific ინდექსი შემცირდა 0,2%-ით.

იაპონური Nikkei 225 Stock Average დაეცა 0,05-ით, ყველაზე დაბალ დონემდე ბოლო სამი კვირის განმავლობაში.

განვითარებადი ბაზრების MSCI ინდექსი დაეცა 0,4%-ით, პირველი უკან დახევა ორი კვირის განმავლობაში და უდიდესი შემცირება თითქმის სამი კვირის განმავლობაში.

დიდი ბრიტანეთის FTSE 100 ინდექსი მოიმატა 0,1%-ით.

Stoxx Europe 600 ინდექსი დაეცა 0,2%-ით.

ვალუტები

Bloomberg Dollar Spot ინდექსი მოიმატა 0,3%-ით, ექვსი კვირის განმავლობაში მცირე ზრდის შემდეგ.

ევროს კურსი დაეცა 0,4%-ით 1,2380-მდე, რაც კვირის განმავლობაში უდიდესი დაცემა იყო.

ბრიტანული ფუნტის ფასი დაიკლო 0,6-ით  და შეადგინა 1,4069 დოლარი.

იაპონური იენა დაეცა 0,4-ით 108,98-მდე.

ობლიგაციები

სახაზინო ათწლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობა გაიზარდა 4 საბაზო პუნქტით 2,70%-მდე, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია ბოლო ოთხი წლის განმავლობაში და ყველაზე დიდი ზრდაა კვირის განმავლობაში.

გერმანიის ათწლიანმა ობლიგაციებმა მოიმატეს 7 პუნქტი 0,69%-მდე, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია ბოლო ორი წლის განმავლობაში და ყველაზე დიდი ზრდაა სამი კვირის განმავლობაში.

ბრიტანეთის ათწლიანი ობლიგაციები გაიზარდა 1 პუნქტით 1,452%-მდე და მიაღწიეს უდიდეს მაჩვენებელს წლის განმავლობაში.

საქონელი

დასავლეთ ტეხასის ნავთობის ფასი დაეცა 0,9%-ით და შეადგინა 65,56 დოლარი ერთი ბარელისთვის.

ოქროს ფასი დაეცა 0,7%-ით და შეადგინა 1339,86 დოლარი ერთი უნციისთვის.

 

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი