კრიპტოვალუტის ბაზარი განაგრძობს აღდგენას და ეთერიუმი სარეკორდო 15%-ით იზრდება

image

კრიპტოვალუტის ბაზარი განაგრძობს აღდგენას და ეთერიუმი სარეკორდო 15%-ით იზრდება

კრიპტოვალუტის ბაზარი უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში აგრძელებდა სწრაფი ტემპებით აღდგენას, რადგან ზოგიერთი მსხვილი კრიპტოვალუტები, როგორიცაა ბიტკოინი და ეთერიუმი, მნიშვნელოვან ზრდას აჩვენებდნენ.

ეთერიუმის ზრდა

კერძოდ, ეთერმა, ეთერიუმის ქსელის კრიპტოვალუტამ, აჩვენა გამაოგნებელი 15%-აინი ზრდა ერთი ღამის განმავლობაში 1100-დან 1235 დოლარამდე. ეთერზე ფასების ბოლოდროინდელი ზრდა შეიძლება დავაბრალოთ პროგრესს, რომელიც მიაღწიეს ეთერიუმის ღია საწყისი კოდის დეველოპერებმა ქსელის მასშტაბირებაში.

როგორც აჩვენებს Etherscan, ეთერიუმის ქსელი დღეში ამუშავებს 1 მილიონ ტრანზაქციაზე მეტს. თავის პიკზე ეთერიუმმა დაამუშავა 1,4 მილიონ ტრანზაქციაზე მეტი 24 საათის განმავლობაში, რაც შვიდჯერ მეტია, ვიდრე ბიტკოინის ქსელში.

ეთერიუმის ქსელში ყოველდღიური ტრანზაქციების მოცულობის ზრდა ასახავს ეთერიუმის პროტოკოლის ფარგლებში გაშვებული დეცენტრალიზებული აპლიკაციების ზრდის ექსპონენციალურ ტემპს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ისეთმა აპლიკაციებმა, როგორიცაა EtherDelta, 0x, Radar Relay და CryptoCribs მომხმარებელთა მნიშვნელოვანი რაოდენობა მიიზიდეს.

ამ კვირაში 1,6 მილიარდი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმის Coinbase გენერალურმა დირექტორმა ბრაიან არმსტრონგმა შეაქო CryptoCribs, Airbnb-ის მსგავსი დეცენტრალიზებული პლატფორმა, რომელიც ეფუძნება ეთერიუმს  და წარმოადგენს არა-ICO მოდელს. კრიპტოვალუტის დარგში რთულია კომერციულად წარმატებული დეცენტრალიზებული აპლიკაციების პოვნა, რომლებსაც არ განუხორციელებია  მონეტების პირველადი შემოთავაზება (ICO), ვინაიდან ICO დეველოპერებისთვის ფულის ადვილი შოვნის საშუალებად იქცა.

2017 წლის ივლისში Aragon-ის თანადამფუძნებელმა ლუის კუენდემ განაცხადა, რომ მას ჯერ არ შეხვედრია ეთერიუმის დეველოპერი, რომელიც ICO-ს ბაზრის გამო მილიონერი არ გახდა.

„მე არ ვიცნობ ეთერიუმის კარგ დეველოპერს, რომელიც არ არის მილიონერი. დეველოპერებს შორის ოქროს ციებ-ცხელებაა, რომ ისწავლონ ფულის კოდირების ენა,“ - განაცხადა კუენდემ.

როგორც კუენდემ აღნიშნა, ნათელია, რომ დეველოპერებს, ვენჩურულ კაპიტალებს, მსხვილ კონგლომერატებსა და მსხვილ ინვესტორებს შორის არის ეთერიუმის ბაზარზე მოხვედრის ციებ-ცხელება. ICO-ზე მოთხოვნა იზრდება იმ დონემდე, რომ  ბლოკჩეინის სტარტაპებმა შეწყვიტეს საჯარო ICO-ს გამოშვება. დრეს მხოლოდ თეთრ სიაში  მყოფ ინვესტორებს და ინსტიტუციონალურ ინვესტორებს შეუძლიათ ICO-ში ინვესტირება.

ამის გარდა, ვინაიდან ეთერიუმის ქსელის მასშტაბირება განაგრძობს გაუმჯობესებას ინოვაციური გადაწყვეტილებების წყალობით, როგორიცაა Sharding და Plasma, ეთერიუმისთვის შესაძლებელი იქნება უკეთესი ინფრასტრუქტურისა და ეკოსისტემის  უზრუნველყოფა დეცენტრალიზებული აპლიკაციებისთვის.

ეთერიუმის ფასი და საბაზრო ღირებულება დამოკიდებულია მხოლოდ პროდუქტიულობაზე და დეცენტრალიზებული აპლიკაციების მიღებაზე, რომლებიც ეთერიუმის პროტოკოლზე მუშაობენ. თუ დეცენტრალიზებული აპლიკაციები განაგრძობენ კარგად მუშაობას, ეთერის ფასი ასახავს მათ წარმატებას.

ბაზრის ტენდენცია

იმ დროს, როდესაც წინა კვირას კრიპტოვალუტის ბაზარმა აჩვენა მოკლევადიანი აღდგენის ოპტიმისტური ნიშნები, ის ისევ 240 მილიარდი დოლარით ჩამორჩება თვის პიკს 820 მილიარი დოლარის ოდენობით. ამჟამად ის შეადგენს 586 მილიარდ დოლარს და ძირითადმა კრიპტოვალუტებმა, როგორიცაა ბიტკოინი, ეთერიუმი, რიპლი, ბიტკოინ-ქეში და კარდანო, მნიშვნელოვანი ზრდა უნდა აჩვენონ გლობალურ ბაზარზე, რომ დააბრუნონ ბაზარი მაქსიმალურ მაჩვენებელს.

მაგრამ კრიპტოვალუტების, როგორიცაა რიპლი და ბიტკოინ-ქეში, ფასი 50%-ზე მეტადაა შემცირებული მათი სარეკორდო მაქსიმუმებიდან, და გარდა ბიტკოინისა და ეთერიუმის, არც ერთი კრიპტოვალუტა არ იზრდება.

ფაქტორების მთელი რიგიდან გამომდინარე, როგორიცაა ინსტიტუციონალური ინვესტორების შემოსვლა ფიუჩრსებიდან ბიტკოინზე და კრიპტოვალუტების აღიარება მსხვილი საფინანსო ფირმების მიერ, Robinhood-ის ჩათვლით, ანალიტიკოსები ჯერ კიდევ ენთუზიაზმით უყურებენ კრიპტოვალუტის ბაზრის ზრდის მოკლევადიან ტენდენციას.

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი