ბიტკოინის კრიპტოვალუტის აკრძალვა: სამხრეთ კორეა კრძალავს ანონიმურ ვაჭრობას

image

ბიტკოინის კრიპტოვალუტის აკრძალვა: სამხრეთ კორეა კრძალავს ანონიმურ ვაჭრობას

ბიტკოინი ცნობილი გახდა, როგორც ვირტუალური ვალუტა, რომლის გამოყენება შეიძლებოდა ნარკოტიკებისა და იარაღის შედარებით ანონიმურად შეძენისთვის.

მაგრამ უსახელო, უსახო კრიპტოვალუტის ვაჭრობის ეპოქა შეიძლება დასრულდეს.

30 იანვარს სამხრეთ კორეა, რომელიც ვირტუალური ვალუტის უზარმაზარ ბაზარს წარმოადგენს, აკრძალავს ანონიმური საბანკო ანგარიშების გამოყენებას კრიპტოვალუტის ვაჭრობაში, აცხადებენ მარეგულირებლები.

ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს შეაჩეროს ციფრული ვალუტის გამოყენება ფულის გათეთრებისა და სხვა დანაშაულებისთვის.

ლოკალურ კრიპტოვალუტის ტრეიდერებს აეკრძალებათ ვირტუალურ საფულეებში დეპოზიტების შეტანა, თუ მათი საბანკო ანგარიშის სახელი არ იქნება კრიპტოვალუტის ბირჟის ანგარიშის სახელის იდენტური, განაცხადა კიმ იონ-ბიმმა, საფინანსო მომსახურების კომისიის ვიცე-ხელმძღვანელმა პრესკონფერენციაზე სეულში.

სამშაბათის განცხადებას წინ უძღოდა გლობალური პოლიტიკოსების რიგი გაფრთხილებებისა კრიპტოვალუტით ვაჭრობის შესახებ, მათ შორის წინა კვირას სამხრეთ კორეის მთავარი საფინანსო რეგულატორის, რომელშიც იყო ნათქვამი, რომ ხელისუფლებამ შეიძლება განიხილოს ვირტუალური ვალუტის შიდა ბირჟების დახურვა.

ადრე რეგულატორი აცხადებდა, რომ შეიმუშავებდა დეტალურ რეკომენდაციებს ადგილობრივი ბანკებისთვის, თუ როგორ მოეხდინათ თავისი მომხმარებლების სწორი იდენტიფიცირება მათი სახელებით  კრიპტოვალუტის ტრანზაქციებში.

30 იანვრისთვის ვირტუალურ საფულეებში დეპოზიტის შეტანისთვის კრიპტოვალუტის ტრეიდერებს მოუწევთ ბირჟებზე რეალური სახელების გამოყენება, რომლებიც იქნება ბანკებში არსებული ინფორმაციის შესაბამისი.

Bithumb-ის თანახმად, რომელიც ქვეყანაში მეორე უმსხვილესი ვირტუალური ვალუტის ბირჟაა, ბიტკოინის ფასი სამხრეთ კორეაში დავარდა 4,35%-ით 12 567 დოლარამდე, წინა დღესთან შედარებით. ამჟამად ბიტკოინის ფასიმ CoinDesk-ის მონაცემებით, 10 500 დოლარს შეადგენს.

 

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი