ამ თვეში ახალი ანგარიშების სისტემის ფარგლებში კორეული კრიპტობირჟები ბანკებს მონაცემებს გაუზიარებენ

image

ამ თვეში ახალი ანგარიშების სისტემის ფარგლებში კორეული კრიპტობირჟები ბანკებს მონაცემებს გაუზიარებენ

სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ექვსი მთავარი ბანკი მზად იქნება კრიპტოვალუტის გაცვლის სერვისის გაწევისთვის თვის განმავლობაში. ახალი სისტემის ფარგლებში ხელისუფლებას სჭირდება ბირჟებისგან მომხმარებლების მონაცემების მიღება.

ბირჟები მონაცემებს ბანკებს გაუზიარებენ

კვირას კორეული საფინანსო მომსახურების კომისიამ (FSC) გაამხილა ანგარიშების სახელების ახალი სისტემის დამატებითი დეტალები. „ხელისუფლება გეგმავს მოსთხოვოს კრიპტოვალუტების ბირჟებს, რომ მათ გაუზიარონ მომხმარებელთა ტრანზაქციების მონაცემები ბანკებს“, - განაცხადა კომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნათქვამია Investor-ის პუბლიკაციაში. მან ასევე ხაზი გაუსვა: „სავარაუდოდ, ბანკები წარმოადგენენ სისტემას, რომელიც მოითხოვს კრიპტოვალუტის ბირჟებისგან მომხმარებელთა ტრანზაქციების მონაცემთა ბანკებისთვის გაზიარებას, ადრე თუ გვიან მიმდინარე თვის განმავლობაში“.

ახალი სისტემა შეწყვეტს მიმდინარე ვირტუალური ანგარიშების პრაქტიკას, რომელიც კრიპტოვალუტებით ანონიმური ვაჭრობის შესაძლებლობას იძლევა. ეს ანგარიშები გაიცემა ბანკების მიერ კრიპტოვალუტების მომხმარებლებისთვის, რომ მათ ისინი გამოიყენონ კრიპტოვალუტის ყიდვა-გაყიდვისთვის ბირჟებზე.

მარეგულირებელმა ორგანოებმა აუკრძალეს  საფინანსო დაწესებულებებს ახალი ვირტუალური ანგარიშების გაცემა იქამდე, ვიდრე არ შეიქმნება ახალი სისტემა, რომელიც შეძლებს გარანტიის მიცემას, რომ დეპოზიტებისა და სახსრების მოხსნისთვის შეიძლება „მხოლოდ რეალური ტიპის და კრიპტოვალუტის ბირჟებზე ანგარიშების შესაბამისი საბანკო ანგარიშების გამოყენება“, - ნათქვამია ახალ ამბებში.

ექვსი ბანკი დანერგავს ახალ სისტემას 30 იანვარს

Digital Times-ის თანახმად, FSC-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ 6 კომერციული ბანკი, მათ შორის Nonghyup Bank, Industrial Bank of Korea, KB Kookmin Bank და Shinhan Bank, გადავლენ ახალ სისტემაზე 30 იანვრიდან. თავიდან მოსალოდნელია, რომ სისტემა დაინერგება დაახლოებით 20 იანვარს. პუბლიკაციაში მოყვანილია კომისიის ოფიციალური წარმომადგენლის სიტყვები: „ექვსი კომერციული ბანკი, რომელიც მხარს უჭერს ვირტუალური ვალუტის ოპერაციებს, შექმნის დეპოზიტების  და სახსრების მოხსნის სისტემას, ვირტუალური ფულის ნამდვილი სახელების სისტემაში გადასასვლელად და სრულფასოვანი მომსახურების შემოთავაზებისთვის 30 რიცხვიდან“.

თუმცა ეს ახალი მომსახურება „განკუთვნილია ვირტუალური ანგარიშების არსებული მომხმარებლებისთვის და ახალი ანგარიშების გახსნა იქნება [ჯერჯერობით] შეჩერებული“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.

ფულის გათეთრება და დაბეგვრა

ექვსი სამხრეთკორეული ბანკის შემოწმების შემდეგ, ფინანსური დაზვერვის ჯგუფი (FIU) ამზადებს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული ფულის გათეთრებასთან ბრძოლის (AML) სახელმძღვანელო პრინციპებს.

ნამდვილი სახელების სისტემა იქნება AML მოთხოვნების შესაბამისი. „სავარაუდოდ, ის დაბლოკავს უკანონო სახსრებს ფულის გათეთრებისგან და ასევე გაფილტრავს არასწრულწლოვნებს, რომლებისთვის აკრძალულია ვირტუალურ ვალუტებში ფულის ინვესტირება“, - ნათქვამია პუბლიკაციაში. ბანკებს აქვთ AML ვალდებულებები, რომლებიც მოსთხოვენ მათ შემოწმებას და კრიპტოვალუტის ტრეიდერების ტრანზაქციების ჩაწერას.

ამის გარდა, ახალი სისტემა ხელისუფლებას საშუალებას მისცემს „გარკვეულწილად გაიგოს ვირტუალურ ვალუტასთან დაკავშირებული ინფორმაცია ბანკის საშუალებით“, - აღნიშნულია ახალ ამბებში. „ვინაიდან ხელისუფლებას შეუძლია ვირტუალური ვალუტის ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციასთან წვდომა, ეს დააჩქარებს დაბეგვრას ამ ინფორმაციის საფუძველ

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი