ფულის გაზრდის 10 საიდუმლო ფენ შუის მიხედვით

image

1. საცხოვრებელი სახლის მნიშვნელოვანი ნაწილის სუფთად ქონა - სამზარეულო და კორიდორი. ფული არ მოვა ჭუჭყიან ადგილას; 
2. ნუ დახარჯავთ ფულს მათი მოსვლის პირველივე დღეს, რათა არ ჩაიდინოთ გაუაზრებელი საქციელი. დადეთ ფული სეიფში ან ყუთში და მეორე დღეს შეგიძლიათ დაიწყოთ ხარჯვა მცირე თანხებით;  
3. საფულე უნდა იყოს წითელი ფერის, ან ამ ფერის ელემენტებით; 
4. საფულეში ნუ ჩადებთ რაიმე ზედმეტს. მხოლოდ ფული და პლასტიკური ბარათები იქონიეთ; 
5. ფულის კუპიურები საფულეში მოწესრიგებულად იქონიეთ; 
6. ფულის გადათვლა სასურველია მხოლოდ დილაობით და სუფთა ხელებით; 
7. ფულის მოსაზიდად ისესხეთ მდიდარი ადამიანისგან და დაუხურდავებლად შეინახეთ (ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი თანხა, თუმცა სჯობს იყოს მდიდარი ქვეყნის ვალუტა);
8. დახვეწეთ ფულის გამომუშავების შესაძლებლობა. ეს შესაძლებელია და აუცილებელიცაა როგორც მინიმუმ ორი მიმართულებით: პროფესიულად და ფინანსურ ბაზარზე ფულის შოვნის მხრივ (ფულს მოაქვს - ფული). 
9. მიღებული ფული (100%) სასურველია გადაანაწილოთ შემდეგი პროპორციულობით: 50%-კეთილ საქმეზე შემოწირულობის სახით გასცეთ, 25%-გადადოთ გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის, 10%-გაჭირვებული ნათესავებისთვის და 15%-საკუთარი თავისთვის. 
10. და რაც მთავარია - შეეცადეთ მეტი გასცეთ და თქვენ ორმაგად მეტს მიიღებთ. 

დატოვე კომენტარი