Ripple (XRP) აგრძელებს დაცემას და კარგავს 14%-ს 1,77 დოლარამდე

image

Ripple (XRP) აგრძელებს დაცემას და კარგავს 14%-ს 1,77 დოლარამდე

Ripple-ის საბაზრო კაპიტალიზაცია მნიშვნელოვნად შემცირდა 120 მილიარდი დოლარიდან დაახლოებით 68 მილიარდამდე, რაც Coinmarketcap-ზე 43%-ით დაცემაა.

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა ბიტკოინისა (BTC) და ეთერიუმის (ETH) შემდეგ, რიპლი (XRP) დაეცა 14%-ით და ხუთშაბათს (9:30) იყიდებოდა 1,77 დოლარად, Coinmarketcap-ის თანახმად. სარეკორდო მაღალი ფასის 3,84 დოლარის მიღწევის შემდეგ, რიპლის ფასი დაეცა დაახლოებით 53%-ით ერთი კვირის განმავლობაში. საბაზრო კაპიტალიზაციაც ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა 120 მილიარდიდან დაახლოებით 68 მილიარდ დოლარამდე, რაც 43%-ით დაცემაა Coinmarketcap-ზე, ვირტუალურ პლატფორმაზე, რომელიც აჩვენებს კრიპტოვალუტების საშუალო ფასებს მსოფლიოს ძირითადი ბირჟებიდან.

ისევე როგორც ბიტკოინი, რიპლიც გარკვეული ვოლატილობით გამოირჩეოდა წინა თვეში. 20 დეკემბრამდე რიპლის ფასი რჩებოდა 1 დოლარზე ნაკლები. მაშინ საბაზრო კაპიტალიზაცია შეადგენდა დაახლოებით 30 მილიარდ დოლარს. თუმცა 21 დეკემბერს ფასი პირველად გასცდა 1 დოლარის ნიშნულს და შეადგინა 1,24 დოლარი, დახურვის მომენტისთვის კი 1,19 დოლარი იყო.

დასჭირდა სულ 8 დღე, რომ რიპლს 2 დოლარის ზღურბლი გადაელახა და 29 დეკემბერს მისი ფასი უვე 2,27 დოლარს შეადგენდა. 2018 წელი ალტერნატიული ვალუტებისთვის კარგად დაიწყო. რიპლის ფასი 3,28 დოლარს შეადგენდა 3 იანვარს, საბაზრო კაპიტალიზაციით 85 მილიარდ დოლარამდე. მომდევნო დღეს კი ეს მაჩვენებელი 120 მილიარდი გახდა და ეთერიუმის მაჩვენებელს მიუახლოვდა. 8 იანვრამდე ფასი რჩებოდა 3 დოლარის ფარგლებში, მაგრამ დაეცა მას შემდეგ, რაც Coinmarketcap-მა ამოიღო სამხრეთ კორეის ბირჟები „ფასის უკიდურესი განსვლის“ გამო.

რიპლი წარმოადგენს რეალური დროის შიდა ანგარიშსწორების (RTGS) სისტემას, ვალუტის გაცვლისა და ფულადი გადარიცხვების ქსელს. ის ეფუძნება საჯარო მონაცემთა ბაზას ანუ ჟურნალს, რომელიც იყენებს კონსენსუსის პროცესს, რომელიც შესაძლებელს ხდის გადარიცხვის, გაცვლის და გადახდის განხორციელებას განაწილებულ პროცესში.

დატოვე კომენტარი