Microsoft-is პრეს-სამსახური: „ჩვენ აღვადგინეთ ბიტკოინი ანგარიშსწორების ვარიანტის სახით“

image

Microsoft-is პრეს-სამსახური: „ჩვენ აღვადგინეთ ბიტკოინი ანგარიშსწორების ვარიანტის სახით“

რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვწერდით იმის შესახებ, რომ ტექნოლოგიური გიგანტი Microsoft აუქმებს ფუნქციას „ბიტკოინის გამოსყიდვა“ თავისი გადახდის გვერდზე. ჩვენ გავესაუბრეთ Microsoft-ის აგენტს, რომელმაც დააზუსტა, რომ ბიტკოინი აღარ არის მხარდაჭერილი. 9 იანვარს კი Microsoft-ის პრეს-მდივანმა განაცხადა: „ჩვენ აღვადგინეთ ბიტკოინი გადახდის ვარიანტი ჩვენს მაღაზიაში, ჩვენს პროვაიდერთან მუშაობის შემდეგ“.

Microsoft დროებით აჩერებს ბიტკოინის გადახდის მომსახურებას

ბიტკოინის ყველა მხარდამჭერის მთავარი კითხვაა: იღებს თუ არა Microsoft ბიტკოინს Windows მომსახურებისა და Xbox ანგარიშებისთვის?

გუშინ news.Bitcoin.com-ის ავი მიზრაჰი დაუკავშირდა Microsoft-ის თანამშრომელს, რომელმაც თქვა, რომ კომპანიამ გააუქმა ღილაკი „ბიტკოინის გამოსყიდვა“ 2017 წლის 26 დეკემბერს. მას შემდეგ მომხმარებლებს აღარ შეეძლოთ Microsoft-ის პლატფორმაზე არსებულ თავის ანგარიშებზე ბიტკოინის ჩარიცხვა.

„მე უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ ნამდვილად შევწყვიტეთ ბიტკოინით გადახდის მიღება და თქვენ ამის გამო ვერ შეძელით ბიტკოინის გამოსყიდვის ვარიანტის გამოყენება“, - განმარტა Microsoft-ის აგენტმა news.Bitcoin.com-თან საუბარში.

ბიტკოინის გამოსყიდვის ვარიანტი აღდგენილ იქნა 9 იანვარს

9 იანვარს, პრესაში რამდენიმე შეტყობინების შემდეგ, რომ Microsoft-მაშეწყვიტა ბიტკოინის მიღება „ქსელური არასტაბილურობის“ გამო, გაჩნდა ინფორმაცია, რომ კომპანიამ აღადგინა ბიტკოინის მიღების ვარიანტის მომსახურება. news.com.au-ს, Softpedia-სა და რამდენიმე სხვა პორტალის პუბლიკაციებში ნათქვამია, რომ Microsoft-ის წარმომადგენელმა მათ განუცხადა, რომ ღილაკი „ბიტკოინის გამოსყიდვა“ დაუბრუნდება პლატფორმას.

ჩვენმა რეპორტიორმა ავი მიზრაჰიმ მიმართა Microsoft-ის პრეს-სამსახურს, რომ დაედასტურებინა ჭორები იმის შესახებ, რომ კომპანიამ აღადგინა ბიტკოინით გადახდის ფუნქცია. Microsoft-ის წარმომადგენელმა განაცხადა:

„ჩვენ აღვადგინეთ ბიტკოინი, როგორც გადახდის საშუალება ჩვენს მაღაზიაში, ჩვენს პროვაიდერთან მუშაობის შემდეგ, რომ დავრწმუნდეთ, რომ ბიტკოინის უფრო დაბალი რაოდენობა იქნება დაფარული მომხმარებელთა მიერ“.

ფუნქცია „ბიტკოინის გამოსყიდვა“ ისევ ჩაირთვება

სტატიის დაწერის მომენტისთვის ზოგიერთი მომხმარებელი ჯერ კიდევ ვერ ხედავს ფუნქციას „ბიტკოინის გამოსყიდვა“. და მაინც news.Bitcoin.com-მა შეძლო ამ ღილაკის ხილვა ისრაელში მყოფი ჩვენი კორესპონდენტის მიერ გაკეთებულ სქრინშოთზე. „ბიტკოინის გამოსყიდვის“ ვარიანტის გამოყენება ახლა იქნება ხელმისაწვდომი 10-100 დოლარის ფარგლებში Microsoft-ის ანგარიშის მფლობელებისთვის „გადახდების და ბილინგის“ განყოფილებაში.

დატოვე კომენტარი