ბიტკოინით შეგეძლებათ ახალი სახლების შეძენა

image

ბიტკოინი მოდურ საშუალებად იქცევა ახალი სახლების შესაძენად

იმ დროს, როდესაც ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ ეჭვის თვალით უყურებს კრიპტოვალუტას, ჩვენ შეგვიძლია მზარდი ტენდენცია ვიხილოთ უძრავი ქონების ბაზარზე. უკანასკნელ რამდენიმე თვეში ბიტკოინზე გაყიდული სახლებისა და მიწის ნაკვეთების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ერთი ბიზნესმენი საბაჰში, მალაიზია დათანხმდა მიეღო ბიტკოინი საბაჰში კუნძულ ლიბარანზე მდებარე მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ.

ალექსანდრ იიმ, საბაჰის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ტურისტულმა მეწარმემ, შეასრულა მიწის გარიგება თავის მეგობარ პოლიკარპ ჩინთან ბიტკოინის გამოყენებით. იი დათანხმდა, ჩინისთვის მიეყიდა 1,219ჰა მიწა ლიბარანის კუნძულზე ბიტკოინის ნახევრად (5 758 დოლარი). ტრანზაქცია შესრულდა ამ ორშაბათს, 10% დეპოზიტის გადახდით 0,05 ბიტკოინის სახით, რაც გარიგების მომენტისთვის 588 დოლარს შეადგენდა.

ხელმოწერის ცერემონიის დროს, ჩინმა გადარიცხა ბიტკოინი თავისი Luno-საფულიდან პირდაპირ იის საფულეში. „საუბარია ფულის გადარიცხვის ახალ საშუალებაზე“, - თქვა იიმ. მან დაამატა, რომ ეს იყო რიგითი გაყიდვა, რომელიც განხორციელდა ბიტკოინში, ბიტკოინის დარჩენილი 0,45 გადარიცხვა კი შესრულდებოდა ტრანსფერის დასრულების შემდეგ.

უძრავი ქონების დეველოპერმა Go Homes-მა წინა წლის დეკემბერში წარმატებით გაყიდა ორი ლუქს-კლასის სახლი დიდ ბრიტანეთში ბიტკოინის ვალუტის საშუალებით.

პირველი სახლი წარმოადგენდა ოთხი საძინებლის მქონე საოჯახო ტიპის სახლს კოლჩესტერში, ღირებულებით 350 000 ფუნტი სტერლინგი. მყიდველი არის დაუსახელებელი ბიტკოინ-მაინერი, რომელმაც შეძლო ბიტკოინების დაგროვება ადრეულ ეტაპზე. მან ახალი სახლი შეიძინა უძრავ ქონებაში ინვესტირების მიზნით, იმ იმედით, რომ გააქირავებს მას ბიტკოინში. მეორე უძრავი ქონების, ჰარტფორდშირში მდებარე ოთხსართულიანი ტაუნჰაუსის მყიდველი ასევე ბიტკოინ-მაინერია. სახლის ღირებულება 595 000 ფუნტი სტერლინგია.

„ამის საშუალებით ხდება წესების წიგნის გადაწერა და იმის ჩვენება, რომ უძრავი ქონების გასაყიდად სხვა გზაც არსებობს“, - თქვა ედ კასონმა, Go Homes-იდ გაყიდვების დირექტორმა. ის მიიჩნევს, რომ სახლების გაყიდვა ბიტკოინში ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა უახლოეს ხუთ წელიწადში, ვინაიდან მას სარგებელი მოაქვს როგორც მყიდველისთვის, ასევე გამყიდველისთვისაც სწრაფი ოპერაციების გამო. „იმის გამო, რომ ბიტკოინი ძალიან ცვალებადია, მყიდველები იძენენ უძრავ ქონებას პირდაპირ, დეპოზიტის გარეშე“, - დაამატა ედ კასონმა. „ისინი რიცხავენ თანხას და ამავდროულად ასრულებენ გარიგებას“.

ინტერნეტის პირველი დღეები

ეს ტენდენცია მთელ მსოფლიოში შეინიშნება. ავსტრალიელი გამყიდველი გეგმავდა საოჯახო ტიპის სახლის გაყიდვას მელბურნის აღმოსავლეთ ნაწილში და მზად იყო, მის სანაცვლოდ ბიტკოინი მიეღო.

რობი, გამოცდილი მშენებელი, რომლის უკანასკნელი პროექტია ბეისინში, ავსტრალია, აცხადებს, რომ თანახმაა თანხის ნაწილი ბიტკოინში მიიღოს.

„ამჟამად მე ვხედავ კრიპტოვალუტას ისე, როგორც ინტერნეტს მისი ეპოქის პირველ დღეებში“, - თქვა რობმა. მაგრამ მან ასევე იცის საფინანსო რისკების შესახებ, რომლებიც ბიტკოინით ვაჭრობას უკავშირდება.

დღე ბიტკოინისთვის რეალური სამყაროს კვირის ან თვის ტოლფასია. ის ცვალებადია და ამის გამო შეიძება ბევრის მიღება ან ბევრის დაკარგვა.

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი