ეთერიუმი ახალ სარეკორდო სიმაღლეებს აღწევს: რატომ შეიძლება ამ კრიპტოვალუტამ აჯობოს ბიტკოინს

image

ეთერიუმი ახალ სარეკორდო სიმაღლეებს აღწევს: რატომ შეიძლება ამ კრიპტოვალუტამ აჯობოს ბიტკოინს

ახლახან ეთერიუმმა ახალი სარეკორდო სიმაღლე დაიპყრო, ბიტკოინმა კი ოდნავ გაიუმჯობესა მდგომარეობა ბოლოდროინდელი კრიზისის შემდეგ - და ამ თვეში კრიპტოვალუტებს შორის ბრძოლა ჩაღდება.

ციფრულმა ვალუტამ ეთერიუმმა, რომელიც ამჟამად მესამე ადგილზე იმყოფება რიპლისა და ბიტკოინის შემდეგ, გუშინ სარეკორდო დონეს  - 1 075,39 აშშ დოლარის ნიშნულს მიაღწია.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ უსაფრთხო ტექნოლოგია, რომელიც ეთერიუმს საფუძვლად უდევს, ნიშნავს, რომ ეს უახლესი კრიპტოვალუტა მიიღებს უფრო მეტ ფინანსურ მხარდაჭერას, ვიდრე მისი კონკურენტები.

გუშინ ბიტკოინის ფასი 17 000 დოლარს გადააჭარბა, მაგრამ ისევ იყიდებოდა სარეკორდო დონეზე 13%-ით ნაკლებ ფასად, ვიდრე მას ჰქონდა დეკემბრის შუა რიცხვებში.

ამავე დროს ეთერიუმის ფასი აიწია 9,6%-ით ერთი დღის განმავლობაში, იანვარში კი ამ მაჩვენებელმა შეადგინა 30%-ზე მეტი.

CoinMarketCap-ის მონაცემებით, ამჟამად ეთერიუმის საბაზრო კაპიტალიზაცია შეადგენს დაახლოებით 96 მილიარდ დოლარს.

ბიტკოინისაგან განსხვავებით, ეთერიუმი დეველოპერებს საშუალებას აძლევს, შექმნან აპლიკაციები მის ქსელში.

მონეტების პირველადი შემოთავაზებებისა და სხვა სატრეიდინგო თამაშების უმეტესობა ეთერიუმს ეფუძნება.

ეთერიუმის ბლოკჩეინის სპეციალური ტექნოლოგია ნიშნავს, რომ ვალუტა ბუნებრივად  უფრო მდგრადია კიბერთავდასხმებისადმი.

ხუთშაბათს ციფრული ვალუტის თანადამფუძნებელმა ვიტალიკ ბუტერინმა განაცხადა სუბსიდირების ორი პროგრამის დაწყების შესახებ, რომელიც მიმართულია ეთერიუმის ქსელის ტრანზაქციების დამუშავების უნარის გაუმჯობესებაზე. ბუტერინმა დაადასტურა, რომ გრანტების ფასი შეიძლება 1 მილიონ დოლარს აღწევდეს.

ბენჯამენ რობერტსმა, ეთერიუმზე ფოკუსირებული სტარტაპის Citizen Hex-ის თანადამფუძნებელმა და მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, თქვა: „მე ვფიქრობ, რომ რეალური განახლების დასრულების ალბათობა იზრდება, ამიტომაც თქვენ ხედავთ ფასების ზრდას. მე ვფიქრობ, რომ ადამიანები ახლა იწყებენ გაღვიძებასა და განსხვავებების გაგებას“.

დატოვე კომენტარი