კრიპტობაზრის საერთო კაპიტალიზაციამ ახალი რეკორდი დაამყარა 700 მილიარდი დოლარის ნიშნულის მიღწევით

image

კრიპტობაზრის საერთო კაპიტალიზაციამ ახალი რეკორდი დაამყარა 700 მილიარდი დოლარის ნიშნულის მიღწევით

ყველა კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალიზაციამ ახალი რეკორდი დაამყარა 700 მილიარდი დოლარის ნიშნულის გადალახვით. სტატიის წერის დროს ის 713 მილიარდ დოლარს შეადგენდა. წინა რეკორდი დამყარდა 2017 წლის 21 დეკემბერს 654 მილიარდი დოლარის მიღწევით.

ვუფრთხილდეთ ბიტკოინს

საერთო საბაზრო კაპიტალიზაციის ძირითადი ზრდა გამოწვეულია ალტკოინების ფასების ზრდით. ბიტკოინზე მოთხოვნა ბოლო დროს შემცირდა, რამაც წლის ბოლოს მისი ფასის შემცირებას შეუწყო ხელი.

ბიტკოინი დაეცა 11 833 დოლარამდე 22 დეკემბერს. წამყვანი კრიპტოვალუტის ფასი აღდგა მეორე დღეს, მაგრამ მას ვოლატილობის კვირა მოჰყვა.

თუმცა გუშინ მონეტამ ისევ მიიღო ბიძგი მას შემდეგ, რაც გახდა ცნობილი, რომ სან-ფრანცისკოში არსებულმა პიტერ ტილის ვენჩურულმა ფირმამ მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა წამყვან კრიპოვალუტაში, რამაც ფასების ზრდა და 15 000 დოლარის ნიშნულის გადალახვა გამოიწვია.

ბიტკოინის საერთო დომინირება კრიპტოვალუტებს შორის შემცირდა ყველა დროის მინიმუმამდე, სამშაბათს 34,97%-ის მიღწევით.

დომინირების ეს გადანაცვლება მოჰყვა ალტკოინებზე, როგორიცაა Ripple, Ether და Stellar, ასევე ნაკლებად ცნობილი Tron, ფასების მასობრივ ზრდას, როდესაც თითოეული მათგანი 20%-ზე მეტით გაიზარდა წინა კვირის განმავლობაში.

განსაკუთრებით კაპიტალიზაციის დიდი ზრდა ჰქონდა Ripple-ის, რომელიც მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა დომინანტი ბიტკოინის შემდეგ. ღირებულების ზრდა მეტწილად განპირობებული იყო სამხრეთკორეულ ბაზარზე მოთხ

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი