Ripple-ის ფასი გადაცდა 3 დოლარს, საბაზრო კაპიტალმა კი ბიტკოინის ბაზრის თითქმის ნახევარს მიაღწია

image

Ripple-ის ფასი გადაცდა 3 დოლარს, საბაზრო კაპიტალმა კი ბიტკოინის ბაზრის თითქმის ნახევარს მიაღწია

Ripple (XMR), ამჟამად მეორე უდიდესი კრიპტოვალუტა თავისი საბაზრო კაპიტალით, აგრძელებს ბოლოდროინდელ ზრდას და სცდება სამდოლარიან ნიშნულს. სტატიის წერის მომენტში ალტკოინის ფასი შეადგენდა 3,12 დოლარს.

Ripple-ის ფასი გაიზარდა თითქმის 49000 პროცენტით უკანასკნელ 12 თვეში. კრიპტოვალუტა გასცდა 2 დოლარის ნიშნულს მხოლოდ წინა კვირას, 27 დეკემბრის შემდეგ კი 130%-იანი ზრდა აჩვენა.

ამის წყალობით, Ripple-მა გაიმყარა მეორე პოზიცია საბაზრო კაპიტალით 121 მილიარდი დოლარის ოდენობით, რაც ბიტკოინის კაპიტალის თითქმის ნახევარია.

რა არის Ripple?

Ripple თავის თავს პოზიციონირებს, როგორც ბლოკჩეინზე დაფუძნებულ გადარიცხვის გადაწყვეტილებას კორპორაციის დონის გლობალური გადახდის ტრანზაქციებისთვის. დეკემბრის შუა რიცხვებში მონეტის დამატებამ Bloomberg-ის ფასების ტერმინალზე, სავარაუდოდ, ბიძგი მისცა არსებულ რბოლას.

ბოლოდროინდელმა „კრიპტოვალუტის მაგიამ“ სამხრეთ კორეულ ბაზარზე, რომლის დროსაც Ripple-ის სატრეიდინგო მოცულობის თითქმის ნახევარი განხორციელდა რამდენიმე ბირჟაზე ქვეყანაში, ასევე შეუწყო ხელი ალტკოინის ზრდას.

ალტკოინის ზრდა

ბოლო დროს ინვესტორები და კრიპტოვალუტის მიმდევრები სხვა ალტკოინებს დასდევდნენ, რაც ტოპ-30-ში მნიშვნელოვან მოძრაობებს იწვევდა. ყველაზე მნიშვნელოვანთა შორისაა Cardano (ADA) და Stellar (XLM), რომელთა ფასი ერთი დღის განმავლობაში 30-ზე მეტი პროცენტით გაიზარდა, ასევე Status (SNT), რომელიც გაიზარდა 100-ზე მეტი პოცენტით 24 საათის განმავლობაში.

ამ დროს კი, 3 იანვარს ბიტკოინის დომინირებამ (პროცენტი საერთო საბაზრო კაპიტალიზაციისგან) მიაღწია ახალ სარეკორდო მინიმუმს 34,6%-ის ოდენობით.

ეგვიპტის რელიგიური სამართლის მაღალჩინოსანმა, დიდმა მუფთი შავაკ ალამმა, ბიტკოინით ვაჭრობას, შარიათის კანონის თანახმადმ „უკანონო“ უწოდა, აცხადებს ონლაინ-გამოცემა Ahram. ორშაბათს გამოქვეყნებულ ფატვაში ალამი წერდა, რომ ბიტკონი არ არის „გაცვლის მისაღები ინტერფეისი“  და ამიტომ ის არის უკანონო ვაჭრობისთვის. სასულიერო პირმა ასევე ხაზი გაუსვა ბიტკოინის ფულის გათეთრების პოტენციალს და აღნიშნა, რომ რადგან ბიტკოინი არ ექვემდებარება რომელიმე მთავრობის კონტროლს, მან შესაძლოა დააზიანოს ეგვიპტის ეკონომიკა.

ალამმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ბიტკოინი უარყოფით გავლენას ახდენს „დილერების სამართლებრივი უსაფრთხოებას“ და რომ: „ბიტკოინი აკრძალულია შარიათში, რადგან ის ზიანს აყენებს პირებს, ჯგუფებსა და ინს

დატოვე კომენტარი