11 პერსპექტიული მონეტა ინვესტირებისთვის 2017 წლის დეკემბერში

image

11 პერსპექტიული მონეტა ინვესტირებისთვის 2017 წლის დეკემბერში

კრიპტოვალუტის ინვესტორები ყოველთვის უფრო დიდი ალტკოინის ძიებაში არიან. ვინაიდან უკვე 2017 წლის დასასრულია, ხოლო ბიტკოინი ასტრონომიულ სიმაღლეებს აღწევს, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ახალ წელს შეიძლება ბევრი პერსპექტიული ალტკოინი გამოჩნდეს. მოდით შევხედოთ 2017 წლის დეკემბრის 11 ყველაზე პერსპექტიულ მონეტას ინვესტიციებისთვის.

იცოდით, რომ არსებული 1324 კრიპტოვალუტიდან მხოლოდ 10%-ს გააჩნია პოტენციალი? როდესაც მსოფლიო ემზადება ახალი წლის დასახვედრად, ინვესტორები ყურადღებით თვალს ადევნებენ კრიპტოვალუტის ბაზრებს. რომელი ალტკოინი მიაღწევს სიმაღლეებს 2018 წელს?

თავიდან რომ ავირიდოთ ბევრ ალტკოინში გარკვევა, მოდით შევხედოთ ინვესტირებისთვის ყველაზე პერსპექტიული მონეტების ჩამონათვალს 2017 წლის დეკემბრისთვის.

11 პერსპექტიული მონეტა ინვესტირებისთვის 2017 წლის დეკემბერში

1. Naga Coin

ნაგა-კოინი წარმოდგენილია ძლიერი ტოკენომიკებით. კომპანიამ ცოტა ხნით ადრე IPO სტატუსი მიიღო გერმანულ საფონდო ბირჟაზე. მას შემდეგ IPO Naga-ს აქციების ღირებულება გიზარდა 400%-ით. ახლა მათ სურთ სათამაშო ინდუსტრიისა და საფინანსო ვაჭრობის დანგრევა ბლოკჩეინის ტექნოლოგიის საშუალებით.

მოდით შევაჯამოთ მიზეზები, თუ რატომ არის ნაგა-კოინი ჩვენი პერსპექტიული მონეტების სიის პირველ ადგილზე. დავიწყოთ ფასით, ამჟამად ნაგა-კოინი ICO სტადიაზე იმყოფება და მისი ფასი შეადგენს 1 დოლარს მონეტისთვის, რამდენიმე დღის წინ გუნდმა დაასრულა ICO წინასწარი გაყიდვა, სადაც მათ მიიზიდეს 15 მილიონ დოლარზე მეტი ფინანსირება.

ნაგა ასევე არის ერთ-ერთი ტოკენი მის გარშემო მასშტაბირებადი ეკოსისტემით. კომპანია აქტიურად მუშაობს საფინანსო ბაზრებზე ინტერაქტიული სავაჭრო პლატფორმით Swipestox. მათი ბიზნესის ამ ნაწილს უკვე აქვს მოცულობა თვეში რამდენიმე მილიარი დოლარის ოდენობით. ისინი აგრეთვე გეგმავენ ნაგა-აკადემიის, ნაგა-საფულისა და Switex-ის შემოღებას თავის ეკოსისტემაში, შემდეგ კი დაუმიზნონ ვირტუალური საქონლის ბაზრის გარღვევას. ეს პროექტი ასევე მხარდაჭერილია კრიპტოვალუტისა და ბიტკოინების ისეთი ლიდერებით, როგორიცაა როჯერ ვერი, მიკო მაცუმარა, მატე ტოკაი, იაგუბ რაჰიმოვი, ლიონელ ირუკე და ბევრი სხვა.

ჩვენ ასევე გაგვიგია ჭორები ბირჟების შესახებ, სადაც ნაგა-კოინი იქნება მხარდაჭერილი. ამრიგად, არ არსებობს ეჭვი, რომ ნაგა-კოინი პირველ ადგილს იმსახურებს ჩვენი პერსპექტიული მონეტების სიაში.

2. Ark

ამჟამად არკი ძალიან პერსპექტიულად გამოიყურება ინვესტირებისთვის. მისი პლატფორმა განკუთვნილია მასობრივი დანერგვისთვის, კლიენტის მოთხოვნით მომსახურების შემოთავაზების მიზნით. ზოგიერთი საკვანძო თავისებურება მოიცავს ტრანზაქციების დიდ სიჩქარეს, დამატებით კონფიდენციალურობას, ფიზიკური ბარათის სისტემას და ინტერპლანეტარული ფაილების სისტემას.

თავისი მოქნილი და ადაპტირებადი ბუნების წყალობით, მონეტის ფასი, სავარაუდოდ, მალე გაიზრდება.

ამჟამად არკის ფასია 3,94 დოლარი.

3. Siacoin

სიაკოინი - დეცენტრალიზებული ღრუბლოვანი საცავის მონეტაა. ის ნებისმიერ მომხმარებელს საშუალებას აძლევს იქირაოს შესანახი ადგილი, სანაცვლოდ კი აჯილდოვებს შეტანილი წვლილისთვის. ჩვეულებრივ, ღრუბლოვანი საცავის სერვისები ცენტრალიზებულია და მონაცემები ინახება მესამე მხარის სერვერზე. თუმცა სიაკოინში მომხმარებლებს შეაქვს წვლილი დეცენტრალიზებულ საცავში რესურსების საკუთარი წილით.

ამჟამად სიაკოინი შედის ყველა მონეტის ტოპ-40-ში, რომელიც ეფუძნება საბაზრო კაპიტალიზაციას, რომელიც აღემატება 200 მილიონ დოლარს.

არსებობს მინიმუმ 28 მილიარდი სიაკოინი, რომელთა კაპიტალი მალე მიაღწევს და გასცდება 40 მილიარდის ნიშნულს. ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ სიაკოინის შეფასებაზე - შეზღუდული საცავი და მონეტების რაოდენობაა.

4. Monero

მონერო - არ არის ძალიან ახალი ბაზრისთვის, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი ალტკოინი ანონიმურობაზე ძლიერი აქცენტით. ის ასევე შესაძლებელს ხდის სისტემას, რომელიც  საშუალებას იძლევა, რომ მხოლოდ გამგზავნმა და მიმღებმა მოახდინონ დანიშნულების ადგილის კრიპტოგრაფიული ჰეშის დეშიფრაცია.

ამჟამად მისი ფასი დაახლოებით 189 დოლარია. როგორც ჩანს, მონეროს ფასი გაიზრდება, ვინაიდან ამ ვალუტას ირჩევენ შავი ბაზრის ოპერაციებისთვის.

5. Ethereum

თავიდან ეთერიუმი ითვლებოდა ბიტკოინის საუკეთესო ალტერნატივად. მეტიც, ტრანზაქციების რაოდენობა ეთერიუმის ქსელში უკვე გაცილებით მაღალია, ვიდრე ბიტკოინის ბლოკჩეინში.

კიდევ ერთი მიზეზი ეთერიუმში ინვესტირებისთვის, არის ფაქტი, რომ ის იყენებს სმარტ-კონტრაქტს მონეტების გაგზავნა-მიღებისთვის. ეთერიუმის სისტემა მართავს შეთანხმებებს და იძლევა გარანტიას, რომ გადარიცხვა მოხდება შეთანხმების ფარგლებში. მე მიმაჩნია, რომ ის ოდესმე გადაუსწრებს ბიტკოინს.

ეთერიუმის მიმდინარე ფასი აღემატება 400 დოლარს.

6. OmiseGo (OMG)

ეთერიუმის ქსელზე დაფუძნებული Omise Go (OMG) უზრუნველყოფს ხაზოვანი გადახდის ფუნქციებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. ეს ალტკოინი შესაძლებელს ხდის ვალუტის გაცვლას და გადარიცხვებს რეალური დროის რეჟიმში სხვადასხვა იურისდიქციას შორის. OMG-ში ფულის გენერირება ხდება ტრანზაქციების მოსაკრებლის ხარჯზე.

ეს ნიშნავს, რომ რაც მეტი ტრანზაქციაა OMG-ზე, მით მეტ მოგებას მიიღებს ინვესტორი. მისი გაცვლა შეიძლება როგორც საფიატო ვალუტაზე, ასევე კრიპტოვალუტაზე.  როგორც ჩანს, ეს არის კიდევ ერთი მოქნილი მონეტა, და მისი ფასი იწყებს ზრდას, ამიტომაც ჩვენ ის ჩავრთეთ 2017 წლის დეკემბრის პერსპექტიული მონეტების სიაში.

ამჟამად OMG-ს ფასი შეადგენს 9,51 დოლარს.

7. Iota

ეს არის ალტკოინი, რომელიც არ მუშაობს ბლოკჩეინზე. იოტა იყენებს „რევოლუციურ“ ახალ რეესტრს, რომელიც, სავარაუდოდ, წარმოადგენს ბლოკჩეინის არქიტექტურის მოდერნიზაციას. ის ეფუძნება სხვა გამანაწილებელ რეესტრს სახელად Tangle.

მას აქვს ტრანზაქციების განუსაზღვრელი კურსი ნულოვანი გადასახადებით და ის მუშაობს მაინერების გარეშე. მონეტა ასევე შესაძლებელს ხდის მცირე ნანოპაკეტების არსებობას. ამის გარდა, თქვენ არ შეგიძლიათ მონეტის დაშლა, როგორც, მაგალითად, ბიტკოინის.

ამჟამად იოტას ფასი შეადგენს 1,81 დოლარს.

8. Aragon (ANT)

არაგონი არის წარმატებული ICO და მეორე უმსხვილესი მონეტა ბლოკჩეინის ტექნოლოგიაში მხოლოდ „The DAO“-ს შემდეგ, რომელიც აღემატება არაგონს 25 მილიონი დოლარით. მას აქვს დეცენტრალიზებული პლატფორმა.

მე მიმაჩნია, რომ ეს არის 2017 წლის დეკემბრის კიდევ ერთი პერსპექტიული მონეტა. თუმცა ANT ტოკენების ფასი მცირდება როგორც ბიტკოინში, ასევე აშშ დოლარებში, მაინც შეინიშნება დიდი ტექნიკური პროგრესი. ამის გამო იგი ინვესტიციების პრეტენდენტი ხდება.

ამჟამად ANT ფასია 2,27 დოლარი.

 9. Stox (STX)

სტოქსი - ეს არის პლატფორმა ღია საწყისი კოდით ეთერიუმის ბაზაზე, რომელიც განკუთვნილია ბაზრებისთვის, სადაც მომხმარებლებს აქვთ სხვადასხვა კატეგორიაში ღონისძიებების შედეგებით ტრეიდინგის საშუალება. პლატფორმა ღია საწყისი კოდით ინვესტორებს საშუალებას აძლევს მიიღონ მოგება პროგნოზებისგან, თავისი ცოდნის გამოყენებით. ის ასევე ცნობილია, როგორც ბაზრის პროგნოზირების პლატფორმა.

მეტიც, სტოქსს აქვს დანერგვის ყველაზე მისაღები მიდგომა, ვინაიდან კომპანია, რომელიც პროექტის უკან დგას, ფლობს Invest.com-ს, ონლაინ საინვესტიციო სახლს 3 მილიონზე მეტი მომხმარებლით, 8 მილიონი წლიური ტრანზაქციით და 12 მილიარდ დოლარზე მეტი ტრანზაქციების წლიური მოცულობით.

10. Blocktix (TIX)

ბლოკტიქსი - ეს არის ეთერიუმის ღონისძიებების ბილეთების პლატფორმა. ის ებრძვის დაშლას, მნიშვნელოვნად ამცირებს ხარჯებს და ზრდის წვდომას წვრილი პრომოუტერებისთვის.

არის ორი მიზეზი, თუ რატომ ვირჩევ ბლოკტიქსს. ჯერ ერთი, საბაზრო კაპიტალიზაციით 7 მილიონი დოლარის ოდენობით, მთლიანი მარაგის თითქმის ორი მესამედით და ძალიან დიდი სამიზნე ბაზრით, ის ძალიან იაფად გამოიყურება. და მეორე, მის პროექტს აქვს მკაფიო და სანდო გეგმა ყველა ძირითადი მომხმარებლის წვდომისთვის კრიპტოვალუტის საზოგადოების ფარგლებს გარეთ, ეს ის არის, რაც ბევრ პროექტს სჭირდება, და რაც მე მნიშვნელოვნად მიმაჩნია.

და მაინც, ბლოკტიქსი გამოიყენებს სახსრებს თავისი ICO-გან ღონისძიებათა რიგის ჩასატარებლად, რომელთა მიზანი იქნება რაც შეიძლება მეტი მომხმარებლის მოზიდვა თავის პლატფორმაზე.

11. Litecoin

ლაიტკოინი წარმოადგენს ბიტკოინის ალტერნატივას, რომლის მიზანია ბიტკოინთან დაკავშირებული რამდენიმე პრობლემის აღმოფხვრა. თუმცა, ამ ალტკოინმა მიიღო ტექნოლოგია Segregated Witness (SegWit). ის ასევე ქსელს ამატებს გამტარუნარიანობას და ამცირებს სატრანზაქციო გადასახადს. ლაიტკოინის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო ორი თვის განმავლობაში.

ამჟამად ლაიტკოინის ფასი აღემატება 90 დოლარს.

ამის გარდა, კრიპტოვალუტების ინვესტირებამდე აუცილებელია მრავალი ასპექტის განხილვა. ინვესტირებამდე ყოველთვის უნდა მიიღოთ მხედველობაში კრიპტოვალუტების ექსტრემალური ვოლატილობა, ვინაიდან ყველას შეუძლია თავისი ფულის დაკარგვა, თუ აირჩევს არასწორ ალტკოინს.

დატოვე კომენტარი