ბიტკოინის ფასი დაეცა 22%-ით ოთხი დღის განმავლობაში, როდესაც შიდა ბრძოლა საჯარო გახდა

image

ბიტკოინის ფასი დაეცა 22%-ით ოთხი დღის განმავლობაში, როდესაც შიდა ბრძოლა საჯარო გახდა

კვირის რეკორდული თითქმის 20 000 დოლარის შემდეგ, ბიტკოინი დაეცა 22%-ზე მეტით 15 262 დოლარამდე ხუთშაბათის საღამოსთვის. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ დაცემა წარმოადგენს ბიტკოინის ინფრასტრუქტურაში გადაუწყვეტელი პრობლემებისა და სულ უფრო ინტენსიურ სამოქალაქო ომის შედეგებს, რომელიც მან გამოიწვია კრიპტოვალუტის საზოგადოებაში.

ბიტკოინის ზოგიერთი ბოლოდროინდელი მყიდველი აღწერს ბიტკოინის შესაძენად გამოყენების მცდელობასა და ტრანზაქციის ძალიან მაღალი გადასახადის აღმოჩენას. გადასახადები მუდმივად იზრდებოდა წლების განმავლობაში გადაჭედილი ქსელის გამო.

ამ პრობლემის გადაწყვეტისთვის ხანგრძლივი ბრძოლა მეინსტიმში მოხვდა, როდესაც CNBC-ზე გამოჩნდა კრიპტოვალუტის პიონერი როჯერ ვერი. ვერი ბიტკოინ-ქეშს უჭერდა მხარს, ბიტკოინის განტოტვას, რომელიც შეიქმნა ციფრული ვალუტის მასშტაბირების პრობლემების გადასაწყვეტად. ვერმა გააფრთხილა მაყურებელი, რომ ბიტკოინმა შეიძლება იხილოს ხალხის მასობრივი წასვლა. ამავდროულად CNBC-ის აქაუნტს Twitter-ში ბრალი ედებოდა ბიტკოინ-ქეშის ფარულ რეკლამაში.

თითქმის ერთდროულად კრიპტოვალუტის ბირჟამ Coinbase გამოაცხადა, რომ მან შეწყვიტა ბიტკოინ-ქეშით ვაჭრობა იმის შიშით, რომ ბირჟის თანამშრომლებმა შეიძლება დაიწყონ შიდა ვაჭრობა - კიდევ ერთი შესაძლო შოკი ინვესტორების ნდობისთვის.

კრიპტოვალუტის სამყაროს კონფლიქტები და ნაკლოვანებები სიახლეს არ წარმოადგენენ, და არც ერთი მათგანი არ არის უზარმაზარი ფასობრივი ვარდნა - ბიტკოინს ჰქონდა ორი მსგავსი სწრაფი ვარდნა მხოლოდ უკანასკნელ ორ თვეში. გრძელვადიანი მომხრეები ოპტიმიზმით უყურებენ იმას, რომ გადაჭედვასთან დაკავშირებული პრობლემის გადაწყვეტა, განსაკუთრებით, ახალი ფუნქცია, ცნობილი სახელით Lightning Network, უკვე გზაშია.

თუმცა, უფრო მწვავე კითხვაა - დარჩება თუ არა ბიტკოინთან ახალი ინვესტორების მასა, რომელიც მიიზიდა მაღალმა ფასმა, ასეთი დიდი მოკლევადიანი დანაკარგების შემდეგ.

 

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი