ბიტკოინის შოკის მომგვრელი გაფრთხილება: კრიპტოვალუტებმა შეიძლება სამყაროს დასასრული გამოიწვიონ, ამბობს ექსპერტი

image

ბიტკოინის შოკის მომგვრელი გაფრთხილება: კრიპტოვალუტებმა შეიძლება სამყაროს დასასრული გამოიწვიონ, ამბობს ექსპერტი

ბიტკოინის ფასები შეძლება ეცემოდეს, მაგრამ ექსპერტებმა გამოაცხადეს, რომ კრიპტოვალუტამ შესაძლოა სამყაროს დასასრული გამოიწვიოს

მაღალი ღირებულების კრიპტოვალუტა, რომელიც ამჟამად ფასდება 20 000 დოლარად ერთეულისთვის, სულ უფრო პოპულარული ხდება, ვინაიდან ის კიბერ-ექსპერტების ფულის არჩევიდან ამოდის სატრეიდინგო აქტივის სახით მთლიანი პოპულაციისთვის.

მაგრამ ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ბიტკოინს შეეძლო პლანეტის მოკვლა ენერგიის მოხმარების გამო, რომელიც საჭიროა ვალუტის მოსაპოვებლად.

მაინინგი წარმოადგენს ბიტკოინის შექმნის საშუალებას და შესაძლებელია სპეციალიზირებული კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით, რომელიც ხსნის რთულ ალგორითმებს ვალუტის სანაცვლოდ.

თუმცა ტრადიციული ვალუტის მიმოქცევა დაბალანსებულია სახელმწიფოებით, რომლებიც ბანკნოტებს ბეჭდავენ, ბიტკოინი ეფუძნება მოპოვების სტრატეგიას, ნაღდი ფულის მოცულობის კარნახისთვის.

კიბერფულის გრძელვადიანობის უზრუნველსაყოფად იდუმალმა გამომგონებელმა სატოში ნაკამოტომ შეზღუდა ბიტკოინების რაოდენობა, რომელიც შეიძლება მოიპოვოთ, 20 999 999,9769 ერთეულით.

პუბლიკაციის მომენტისთვის მოპოვებულია 16 746 025 მონეტა, ენერგიის უზარმაზარი რაოდენობის ხარჯვის შედეგად.

ბიტკოინების მაინინგისთვის საჭირო ელექტროენერგიის საერთო მოხმარება მსოფლიოში აჭარბებს ზოგიერთი სახელმწიფოს მოხმარებასაც კი - ამჟამად ეს არის 30,14ტვ/სთ წელიწადში, შედარებით ირლანდიასთან, რომელიც მოიხმარს 25ტვ/სთ წელიწადში.

ანალიტიკოსმა ალექს დე ვრისმა თქვა: ენერგიის მოხმარება გიჟურია. თუ ჩვენ ამის გამოყენებას გლობალური მასშტაბით დავიწყებთ, ეს მოკლავს პლანეტას.

საბუღალტრო ფირმა PwC-ის შეფასებით, ბიტკოინის მაინინგისვის ელექტროენერგიის გამოყენება ბოლო თვეში 30%-ით გაიზარდა, რადგან უფრო მეტი ადამიანი ყიდულობს ღირებულ კრიპტოვალუტას.

Citigroup-ის ანალიტიკოსმა კრისტოფერ ჩაპმანმა თქვა: ეს გახდა ბინძური რამ წარმოებისთვის.

უზარმაზარი სერვერები მთელს მსოფლიოში გამოიყენება ვალუტის მოსაპოვებლად, ვიდრე ჯერ კიდევ არის დრო, თუმცა ზოგი ცდილობს მონეტების წარმოების უფრო მწვანე გზებს მიმართოს.

დატოვე კომენტარი