როგორ შევადგინოთ საკუთარი საინვესტიციო მოდელი 7 წუთში

image

ზოგადი წარმოდგენისთვის გთავაზობთ საინვესტიციო ინსტრუმენტებისა და მოდელების ჩამონათვალს. 
საინვესტიციო ინსტრუმენტები:
1. საბანკო დეპოზიტები;
2. არაპერსონიფიცირებული რკინის ანგარიში და ძვირფასი მეტალების შეძენა;
3. დაგროვებითი სიცოხლის დაზღვევა სადაზღვევო კომპანიებში;
4. საპენსიო დანაზოგები;
5. საინვესტიციო მონეტები;
6. საპაიო საინვესტიციო ფონდები;
7. საფონდო ბირჟები;
8. უძრავ ქონებაში დაბანდება;
9. მინდობილობით მართვა;
10. ფორექსი;
11. HYIP (High Yield Investment Program) პროექტები (რაც გულისხმობს საინსვესტიციო პროექტების მსგავს, მაქინატორულ საქმიანობას, რომელიც ფულის ჩამდებს დიდი და ურისკო შემოსავლის გარანტიას აძლევს)

ინვესტიციის მოდელები საინვესტიციო ვადების მიხედვით:

1. მოკლევადიანი (1-6 თვე)
ამ შემთხვევაში ინსტრუმენტებიდან შეიძლება გამოყენებულ იქნეს: საბანკო შენატანი, არაპერსონიფიცირებული რკინის ანგარიში (განსაკუთრებით ეფექტურია წელიწადში 10%-ზე მაღალი ინფლაციის დროს); საპაიო საინვესტიციო ფონდები და დამოუკიდებელი ვაჭრობა საფონდო ბირჟაზე. ხოლო აზარტის მოყვარულებისთვის — ფორექსი და HYIP პროექტები (მაგალითად დევლანის პირამიდა-ფინანსური პირამიდის მსგავსი მაქინატორული გეგმა).

2. საშუალოვადიანი (6 თვე – 1 წელი)
საშუალოვადიანი ფინანსირების ინსტრუმენტები ფაქტიურად იგივეა, რაც გრძელვადიანის, მხოლოდ დაგეგმვის ჰორიზონტი არის უფრო დიდი და გათვლაც უფრო მეტ დროზე უნდა გაკეთდეს. მაგალითად, თუ თქვენ ინფლაციის დაჩქარებას ელით წლის ბოლოსთვის, მაშინ გასაგებია, რომ ახლა არ უნდა შეიტანოთ საბანკო დეპოზიტზე თანხა. 
ამ მომენტისთვის დაბალი სარგებელია, ხოლო დაჩქარებული ინფლაციისას გაუფასურდება. თუ ვადაზე ადრე მოხსნით თანხას, დაკარგავთ პროცენტებს. ამიტომ, აქვს აზრი თანხის ჩადებას საპაიო ფონდების ობლიგაციებში ან ვთქვათ ოქროს შეძენას. 

3. გრძელვადიანი (1-5 წელი)
გრძელვადიანი ინსტრუმენტები არის პერსპექტიულ აქციებში, საპაიო ფონდებში, უძრავ ქონებაში, მინდობილობით მართვაში ფულის ჩადება. ეს ყველაფერი კიდევ უფრო ხანგრძლივ დაგეგმვას საჭიროებს. 

4. სტრატეგიული (5 წელზე მეტი ვადით)
ეს არის სადაზღვევოდ თანხების დაგროვება, საინვესტიციო მონეტებში ან უძრავ ქონებაში თანხის დაბანდება 5-დან 20 წლამდე ვადით. თუმცა აქ გასათვალისწინებელია, რომ 8 წლიანი კრიზისის ციკლი არავის შეუცვლია — ბოლო წლებში კი მან ფაქტიურად რეგულარული სახე მიიღო. 

საინვესტიციო მოდელები რიკის დონის მიხედვით:

რისკი დამოკიდებულია შემოსავლის დონეზე, რომელსაც თქვენ ელით ინვესტიციისგან. 

1. ურისკო ან დაბალრისკიანი
რისკის დონე 3%-მდე
ურისკო ინსტრუმენტებში შედის: სასარგებლო დაბანდება, არაპერსონიფიცირებული რკინის ანგარიში, დაგროვებითი დაზღვევა და არასახელმწიფო საპენსიო ფონდებში დანაზოგები.

2. საშუალოდ რისკიანი
რისკის დონე 3 – 25% (ინსტრუმენტიდან გამომდინარე)
ამ კატეგორიაში შედის: საპაიე ფონდები და საბანკო მმართველობის საერთო ფონდები, საინვესტიციო მონეტები, საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა (პიეველი და მეორე ეშელონის კომპანიების ობლიგაციები და აქციები, არბიტრაჟი), უძრავ ქონებაში დაბანდება, მინდობილობით მმართველობა. 

3. მაღალრისკიანი
რისკის დონე 25%-დან
ამ კატეგორიას ეკუთვნის: აგრესიული და რისკიანი საპაიე ფონდები, მესამე ეშელონის კომპანიების აქციებით ვაჭრობა საფონდო ბირჟაზე, «სანაგვე» ობლიგაციები, უძრავ ქონებაში დაბანდება, ფორექსი, HYIP პროექტები.

საინვესტიციო სტრატეგიის განმსაზღვრელი კრიტერიუმები:
1) ასაკი
2) შემოსავლის დონე
3) რისკისადმი მიდრეკილება

ინვესტიციის ტრადიციული მოდელები გამოიყურება შემდეგნაირად:
25-50% — ურისკო ინვესტიციები
50-75% — საშუალოდ რისკიანი ინვესტიციები
0-25% — რისკიანი ინვესტიციები

რაც უფრო ასაკოვანი ხართ, მით უფრო ნაკლებია რისკიანი ინვესტიციები და შესაბამისად მაღალია ურისკო დაბანდებების დონე. დანარჩენი დამოკიდებულია რისკისადმი თქვენს დამოკიდებულებაზე და თქვენს «ფინანსურ ბალიშზე».
თითქმის ყველა ფინანსურ ინსტრუმენტს გააჩნია მასთან მუშაობის საკუთარი მოდელი და სტრატეგია, რაც რიგ ფაქტორებზეა დამოკიდებული. 

წარმატებებს გისურვებთ! გააკეთეთ მომგებიანი ინვესტიცია და მიიღეთ შემოსავალი!

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი