2010 წელს პიცაში 10 000 ბიტკოინი გადაიხადეს, რაც დღევანდელი კურსით 100 მილიონ დოლარზე მეტია

image

2010 წელს პიცაში 10 000 ბიტკოინი გადაიხადეს, რაც დღევანდელი კურსით 100 მილიონ დოლარზე მეტია

ბიტკოინმა მიაღწია რეკორდულ 10 000 დოლარის ნიშნულს.

2010 წელს დეველოპერმა შეიძინა ორი პიცა 10 000 ბიტკოინად.

დღეს ამ ბიტკოინების ფასი 100 მილიონ დოლარზე მეტია.

ლასლო ჰანიეცმა იყიდა ორი პიცა 10 000 ბიტკოინად 2010 წლის 22 მაისს.

2010 წლის 22 მაისს დეველოპერმა შეიძინა ორი პიცა და გადაიხადა იმ დროს ნაკლებად ცნობილი ციფრული ვალუტა სახელად ბიტკოინი.

დღეს ერთი ბიტკოინის ფასი 10 000 დოლარს აჭარბებს, რის გამოც 10 000 ბიტკოინის ფასი 100 მილიონ დოლარზე მეტია.

ბიტკოინი ბირთვული ხდება. მხოლოდ ერთი წლის წინ ის იყიდებოდა 750 დოლარზე ნაკლებ ფასად, მას შემდეგ რაც მაშინდელი თავბრუდამხვევი მაქსიმუმიდან - 1100 დოლარიდან დაეცა 2013 წლის ბოლოს. მას შემდეგ ის წინსვლას არ წყვეტს.

„10 ათასი მნიშვნელოვანი მომენტია ბიტკოინსებისა და კრიპტოვალუტებისთვის მთლიანობაში, - თქვა თავის განცხადებაში CryptoCompare-ის გენერალურმა დირექტორმა ჩარლზ ჰეიტერმა, - „რომელიც ხაზს უსვამს ზენორმალურ შემოსავლებსა და სპეკულაციურ მახასიათებლებს, როგორიცაა დარგის ბუნება, პოტენციალი და მზარდი მოთხოვნა.

ციფრულმა ვალუტამ შორი გზა განვლო 2010 წლის შემდეგ, როდესაც ორი Papa John-ის პიცის შეძენამ ლასლო ჰანიეცის მიერ ბიტკოინის სხვა თაყვანისმცემლისგან ასახა ის, რაც ითვლება რეალურ სამყაროში ბიტკოინის პირველ ტრანზაქციად.

მან დაწერა Bitcoin Talk-ის ფორუმზე 2010 წლის 22 მაისს:

„მე გადავიხდი 10 000 ბიტკოინს ორ პიცაში, ალბათ, ორ დიდს ვიყიდი, რომ ხვალისთვის დამრჩეს. მიყვარს ნარჩენი პიცის ჭამა. თქვენ შეგიძლიათ თვითონ დაამზადოთ პიცა ჩემთვის და მოიტანოთ ჩემს სახლთან ან შეუკვეთოთ მზა პიცა, მთავარია, რომ მოხდეს პიცის გაცვლა ბიტკოინებში, სადაც მე არ მომიწევს თვითონ შეკვეთის გაკეთება ან მისი მომზადება.

„მე მიყვარს ხახვი, წიწაკა, ძეხვი, სოკო, პომიდორი, პეპერონი და ა.შ. უბრალოდ სტანდარტული რამ, თევზის ან მსგავსი უცნაური რამეს გარეშე. ასევე მიყვარს ჩვეულებრივი ყველის პიცა, რომლის მომზადება ან სხვაგან შეძენა უფრო იაფია.

„თუ დაინტერესდით, დამიკავშირდით, რომ შევთანხმდეთ გარიგების პირობებზე.

მაშინ 10 000 მონეტა ღირდა დაახლოებით 40 დოლარი. ბრიტანელი მომხმარებელი დათანხმდა შეეძინა მისთვის პიცა, და გადაიხადა მათში მხოლოდ 25 დოლარი.

ეს თარიღი ბიტკოინის საზოგადოებაში ყოველწლიურად აღინიშნება და „ბიტკოინის პიცის დღის სახელს ატარებს.

დღეს 10 000 ბიტკოინი 100 000 მილიონ დოლარზე მეტი ღირს.

„მაშინ ბიტკოინი არ იყო ამდენად მნიშვნელოვანი, ამიტომ მათი საშუალებით პიცის შეძენა საკმაოდ მაგარ იდეას წარმოადგენდა, - უთხრა ჰანიეცმა „ნიუ-იორკ ტაიმსს 2013 წელს. არავინ იცოდა, რომ ის ასე გაიზრდებოდა.

დატოვე კომენტარი