სსრკ-ს ყველაზე ღირებული მონეტები: 50 კაპიკიანი აუქციონზე 10 მლნ რუბლად გაიყიდა

image

ნუმიზმატებს კარგად ესმით, რომ მონეტის იშვიათობა დამოკიდბეული არ არის მის ნომინალზე ან ეგზეპლიარების რაოდენობაზე. აქსიომატიური ფაქტორები ყოელთვის იყო, არის და იქნება მონეტის მდგომარეობა და რიგი თავისებურებები, როგორიცაა მაგალითად წარმოების დროს დაშვებული პატარ-პატარა შეცდომები, რაც მათ ძალიან სასურველს ხდის ნებისმიერი კოლექციონერისთვის. თუ სსრკ-ს დროინდელ მონეტებს გადავხედავთ, გამოყოფენ რამოდენიმე, ძალიან იშვიათ სახეობას. ყველაზე ძვირადღირებული საკოლექციო მონეტა დღეისათვის არის 1925 წლის 2 კაპიკიანი, ტომელიც ტირაჟში ცოტა იყო, რადგან ძალიან წვრილ ფულს წარმოადგენდა, ასევე ძვირადღირებულია ამ პერიოდის 3 და 5 კაპიკიანი. იშვიათობას წარმოადგენს 1929 წელს გამოშვებული 50 კაპიკიანი. მიუხედავად იმისა, რომ მისი შტამპელი შენახულია, ერთ-ერთ კერძო კოლექციაში აღმოჩენილი იქნა ერთად-ერთი დამზადებული ეგზემპლიარი, რომელიღაც აუქციონმა კი ასეთ მონეტა გამოიტანა და გაყიდა კიდეც 10 მლნ რუბლად.  ეს სსრკ-ს დროინდელ მონეტაში გადახდილი ყველაზე დიდი თანხაა, ამიტომ ამ ტიპის 50 კაპიკიანი ითვლება სსრკ-ს დროინდელ ყველაზე ძვირადღირებულ მონეტად. 
1931 წელს სსრკ-მ გამოუშვა ვერცხლის მონეტები 10, 15 და 20 კაპიკიანი ნომინალებით, მათი ტირაჟიც ძალიან შეზღუდული იყო, რადგან მათ შემდეგ უშვებდნენ ნიკელისა და სპილენძის შენადნობით დამზადებულ მონეტებს. ამიტომ, ვერცხლისგან დამზადებული მონეტები ძალიან ძვირად არის შეფასებული ნუმიზმატების მიერ და ერთ-ერთ იშვიათობად ითვლება. ასევე დიდი ინტერესს იწვევს 1947 წლის ზოგიერთი მონეტის ეგზეპმლიარი, რომელთა დამზადების დროს დაშვებული იყო შეცდომა, რის გამოც ისინი ბრუნვაში არ ჩაუშვეს - გაურკვეველი შემთხვევის გამო ამ მონეტებიდან 15 კაპიკიანზე ლენტების გადაბმის ემბლემას დაემატა კიდევ ერთი, ეს მონეტები ამოღებულ იქნა სასწრაფოდ და გადაიგზავნა გადასადნობად, თუმცა მცირე რაოდენობით შემონახულია, რომელბზეც დღისათვის ნადირობაა გამოცხადებული კოლექციონერების მხრიდან. სსრკ-ს დროს გამოშვებული და შემდეგ განადგურებული მონეტები გამოვიდა 1958 წელსაც, მათი ისტორია ასეთია: აშშ-ში თავისი ისტორიული ვიზიტის შემდეგ, ბატონი ხრუშჩოვი იმდენად დიდი შთაბეჭდილების ქვეშ იყო ამერიკული სავაჭრო ავტომატების გამო, რომ დაბრუნების შემდეგ ბრძანა მსგავსის ან უკეთსის შექმნა, ასევე მან ბრძანება გასცა შეექმნათ სპეციალური მონეტები, რომლებითაც ავტომატებიდან პროდუქტის შეძენა იქნებოდა შესაძლებელი. თუმცა დაგეგმილი ფულადი რეფორმა განუხორციელებელი დარჩა და ყველა მონეტა, რომლებიც ბანკის საცავში იყო, გადაიგზავნა გადასადნობად. ამ შემთხვევაშიც მონეტების გარკვეული ნაწილი გადარჩა, ამიტომ დღეისათვის ეს მონეტებიც ძალიან ძვირად ფასობს. საკოლექციო მოენტებში შედის ასევე 1967 წელს გამოშვებული მონეტები, რომელბიც საბჭოთა ხელისუფლების 50 წლის აღსანიშნავად გამოსცეს. მათგან დღემდე ყველაზე ძვირად გაყიდული არის 50 კაპიკიანი, რომელიც გერმანიაში აუქციონზე 80 000 ევროდ გაიყიდა. 

დატოვე კომენტარი