ჩრდილოეთ კორეა ცდილობს ბიტკოინის ბირჟების გატეხვას

image

ჩრდილოეთ კორეა ცდილობს ბიტკოინის ბირჟების გატეხვას

უიმედო განაცხადში ფინანსურ რესურსებზე ჩრდილოეთ კორეა და კიმ ჩენ ინი ჰაკერებს უშვებენ ბიტკოინის ბირჟების წინააღმდეგ.

ბიტკოინის ღირებულების გახანგრძლივებულ ზრდას ბევრი დადებითი ეფექტი ჰქონდა. ადამიანებმა ბევრი ფული იშოვეს კრიპტოვალუტის ფასის გაზრდის წყალობით, ხოლო ხმაურიანმა სათაურებმა მეტი ხალხი მიიზიდა კრიპტო-სამყაროში. და მაინც, ბიტკოინის სწრაფად მზარდ ფასს ერთი ნაკლი აქვს - ბევრი საეჭვო პიროვნება ცდილობს მის ხელში ჩაგდებას უკანონო საშუალებების გამოყენებით. ამ საქმეში ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო პერსონაჟებია კიმ ჩენ ინი და ჩრდილოეთ კორეა, რომლებიც, უსაფრთხოების ექსპერტების აზრით, ბიტკოინის ბირჟებს უმიზნებენ ციფრულ ვალუტაზე მაღალი მოთხოვნის გამო.

ბიტკოინი სამიზნეშია

ჩრდილოეთ კორეის კიბერ-ჯაშუშობის ფოკუსში ძირითადად ტრადიციული სახელმწიფო ღონისძიებები ხვდებოდა. ეს ყველაფერი შეიცვალა 2016 წელს, როდესაც კომპანია FireEye-ის კიბერუსაფრთხოებამ შენიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეამ ორიენტაცია შეცვალა ბანკებსა და გლობალურ საფინანსო სისტემებზე. 2017 წელს მოხდა რამდენიმე თავდასხმა სამხრეთ კორეულ კრიპტოვალუტის ბირჟებზე, შემდეგ კი ეს საქმიანობა გავრცელდა საბანკო ჯგუფებზე ევროპასა და სამხრეთ კორეაში, ბიტკოინის ბირჟებსა და ATM კომპანიებზეც კი. უსაფრთხოების დამოუკიდებელი ექსპერტი ეშლი შენი აღნიშნავს:

"ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ერთ-ერთი მიზეზია, რომლის გამო ბიტკოინი თავდასხმის მსხვერპლი ხდება, უკავშირდება იმას, რომ მისი ფასი განაგრძობს ზრდას, რაც ჰაკერებისთვის მიზმიდველია. ციფრული ვალუტის მიღება უფრო ადვილია, ვიდრე ფიზიკურის, ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ამას აქვს აზრი".

უსაფრთხოების ექსპერტები ჰაკერების სხვადასხვა ჯგუფების, როგორიცაა Andariel, Lazarus და Bluenoroff, თავდასხმებს ადევნებდნენ თვალს, და სავარაუდოდ, ეს ჯგუფები წარმოადგენენ ჩრდილოეთ კორეის მოწინავე ჯგუფებს.

"ადრე, როდესაც ჩვენ თვალს ვადევნებდით ეროვნული დონის თავდამსხმელებს, ისინი ძირითადად უმიზნებდნენ კონფიდენციალურ მონაცემებსა და დაზვერვას. თუმცა, ბოლო დროს ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ზოგიერთი ასეთი ჯგუფი (APT) ცდილობს საფინანსო დაწესებულებების, როგორიცაა ბანკები და ბიტკოინის ბირჟები, გატეხვას ფინანსური მოგების მისაღებად", - ამატებს შენი.

ჩრდილოეთ კორეას ფული სჭირდება

იმ დროს, როდესაც ჩანდა, თითქოს ჩრდილოეთ კორეა ყოველთვის რაღაც საზიანოს გეგმავს, ეს მიმდინარე თავდასხმები ბიტკოინის ბირჟებზე სასოწარკვეთის ნიშანს ჰგავს. ქვეყანა იზოლირებულია სანქციების გამო, რომლებიც ტრამპის ადმინისტრაციამ კიდევ უფრო გააძლიერა.

ნოემბრის ბოლოს აშშ მთავრობას პრეტენზიები ჰქონდა 13 კომპანიასთან, 20 გემსა და 1 პირთან ჩრდილოეთ კორეასთან ვაჭრობის გამო. ამ დროს კი აშშ ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა განაცხადა:

"ვინაიდან ჩრდილოეთ კორეა ძველებურად საფრთხეს უქმნის მსოფლიოს მშვიდობასა და უსაფრთხოებას, ჩვენ მყარად ვდგავართ ჩვენს პოზიციაზე, მაქსიმუმამდე გავზარდოთ ეკონომიკური ზეწოლა და მისი იზოლაცია მოვახდინოთ ვაჭრობისა და შემოსავლის გარე წყაროებისგან".

მთლიანობაში, ისედაც ღარიბი ჩრდილოეთ კორეული ეკონომიკა მეტად დაზარალდა ეკონომიკური სანქციების გამო. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მათ სურთ ბიტკოინის ბირჟების გატეხვა და ბიტკოინების მოპარვა, ვინაიდან კრიპტოვალუტა ღირებულია. ეშლი შენი მიიჩნევს, რომ ასეთი თავდასხმები მომავალშიც გამეორდება:

"ჩემი საკუთარი აზრი მდგომარეობს იმაში, რომ ისინი, ალბათ, გააგრძელებენ ამ საქმიანობას, ვინაიდან ბიტკოინის ფასი აგრძელებს ზრდას და ეს კარგი ინვესტიციებია... ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ისინი მეტ ბიტკოინ-თავდასხმას განახორციელებენ და, რა თქმა უნდა, ასევე მიზანში ამოიღებენ ბანკებს, რადგან ამას ადრეც აკეთებდნენ".

 

დატოვე კომენტარი