ბიტკოინის ახალი ფიუჩერსები იზრდება Cboe-ზე და ვაჭრობის ორჯერ შეჩერებას იწვევს

image

ბიტკოინის ახალი ფიუჩერსები იზრდება Cboe-ზე და ვაჭრობის ორჯერ შეჩერებას იწვევს 

·                 ახალი ფიუჩერსებისთვის თვალის დევნება შეიძლება აქ: CNBC.com

·                 ფიუჩერსებმა, რომლებსაც აქვთ XBT სიმბოლო Cboe-ზე, გამოიწვიეს ვაჭრობის ორი შეჩერება მაინც, ფასის სწრაფი ზრდის გამო

·                 მხოლოდ 2017 წელს ბიტკოინმა მოიმატა 1000%-ზე მეტი

·                 ბიტკოინის ფიუჩერსების გაშვება Cboe-ზე ხელს უწყობს ციფრული ვალუტის ლეგიტიმურობას ზოგიერთი ინსტიტუციონალური ინვესტორის თვალში

ბიტკოინის ფიუჩერსები თავისი პირველი გამოცდის წინაშე აღმოჩნდა კვირას, გაშვებიდან რამდენიმე საათის შემდეგ Cboe Futures ბირჟაზე.

აღმოსავლეთის დროით 18:00 საათზე, გაშვებიდან ორი საათის განმავლობაში ახალი ფიუჩერსები გაიზარდნენ 10%-ით და ვაჭრობის ორწუთიანი შეჩერება გამოიწვიეს. 22:05 საათისთვის ბიტკოინის ფიუჩერსები გაიზარდნენ 20%-ით, რამაც ვაჭრობის ხუთწუთიანი შეჩერება გამოიწვია. ვაჭრობა ბირჟის წესებს ემორჩილება, რომელთა თანახმად აქციებით ვაჭრობა წყდება ფასის მკვეთრი მოძრაობის შემთხვევაში.

„ფიუჩერსები იქცევიან ისე, როგორც იყო მოსალოდნელი და დაგეგმილი

თუმცა ფასების ლიმიტი შეიძლება უფრო შესაბამისი იყოს ბიტკოინისთვის, რომელიც, როგორც ცნობილია, ცვალებადია. კრიპტოვალუტის ბევრი მომხრე განიხილავს ბიტკოინის ფიუჩერსების გაშვებას, როგორც ციფრული ვალუტის ლეგიტიმაციისკენ ნაბიჯს მსხვილი ინსტიტუციონალური ინვესტორების თვალში.

„ეს შეჩერებები არ არის გასაკვირი, ძირითადი აქტივის ვოლატილობის გამო. ფიუჩერსები ისე იქცევიან, როგორც იყო მოსალოდნელი და დაგეგმილი - თქვა ტომ ლერკინდერმა, საკონსალტინგო ფირმის Tabb Group-ის უფროსმა ანალიტიკოსმა.

Cboe- გამოუშვა ბიტკოინის ფიუჩერსები XBT სიმბოლოთი კვირას, ციფრული ვალუტის ფასის მკვეთრი ზრდის შემდეგ.

ბიტკოინის ფასი გაიზარდა, რადგან გაჩნდა ფიუჩერსები. ციფრული ვალუტა იყიდებოდა 8,6%-ით მომატებული ფასით, 16 300 დოლარად, CoinDesk-ის ბიტკოინის ინდექსის თანახმად. ინდექსი თვალს ადევნებს ფასებს ციფრული სავალუტო ბირჟებიდან Bitstamp, Coinbase, itBit და Bitfinex.

ფიუჩერსის ახალი კონტრაქტი, რომლის ვადა იანვარში იწურება, იყიდება 2000 დოლარით უფრო მეტ ფასად, 18 490 დოლარად, რაც 19,6%-ით მეტია, ვიდრე იყო 23:18 საათზე აღმოსავლური დროით. ფიუჩერსებს მოკლე ხნით უარყოფითი მაჩვენებელი ჰქონდათ, დაახლოებით 18:55 საათზე ნიუ-იორკის დროით, ვიდრე ისევ მაღალ მაჩვენებელს დაუბრუნდა.

სისტემის გადატვირთვა

ახალი პროდუქტით ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ გამოიწვია Cboe- ვებსაიტის გადატვირთვა. დიდი ტრაფიკის გამო ჩვენს ვებსაიტზე http://www.cboe.com მომხმარებლებმა შეიძლება აღმოაჩინონ, რომ ის მუშაობს უფრო ნელა, ვიდრე ჩვეულებრივად, და გარკვეული დროის მანძილზე შეიძლება მიუწვდომელი იყოს, - ნათქვამია განცხადებაში. ყველა სატრეიდინგო სისტემა მუშაობს ნორმალურად.

გაშვება ინსტიტუციონალურ ინვესტორებს საშუალებას აძლევს განახორციელონ ყიდვა კრიპტოვალუტის სივრცეში. ამ დრომდე ბიტკოინს ძირითადად რამდენიმე მეწარმე ფლობდა და ვაჭრობდა.

ყველა არ არის მზად ნახტომისთვის

მიუხედავად ბიტკოინის პირველი ფიუჩერსების გაშვების მიმართ დიდი ყურადღებისა კარგი რეპუტაციის მქონე ბირჟაზე, ანალიტიკოსებმა აღნიშნეს,რომ ტრეიდერების მხრიდან პირველადი ინტერესი იყო დაბალი - დაახლოებით 800 კონტრაქტი გაიყიდა დაახლოებით 2,5 საათში გაშვებიდან.

„ეს არ იყო ბაზრის ბევრი მონაწილე, - თქვა ბობი ჩომ, მთავარმა ტრეიდერმა კრიპტოვალუტის ბიტკოინის სატრეიდინგო კომპანიაში Cumberland. ადამიანები ძალიან ფრთხილად ეპყრობიან ვაჭრობას.

თუმცა ფიუჩერსების გაშვებიდან ოთხ საათში კონტრაქტების რაოდენობა გაიზარდა და გასცდა 1500.

„ეს მუშაობს. იქ არიან მყიდველებიც და გამყიდველებიც“, - თქვა ლეკინდერმა Tabb-დან. მან აღნიშნა, რომ ზოგიერთ ფონდს ჯერ არა აქვს წვდომა კრიპტოვალუტით ვაჭრობისთვის და მათ დასჭირდებათ დრო ფიუჩერსების გამოყენებისთვის.

ენდრიუ კინმა, AlphaShark Trading-ის გენერალურმა დირექტორმა ასევე თქვა, რომ ფასი ძალიან ფართოდ გავრცელდა იმისთვის, რომ მას დაეწყო ფიუჩერსებით ვაჭრობა. მე ვერ ვვაჭრობ პროდუქტით, თუ ფასში სხვაობა 120 დოლარს შეადგენს. თუ ეს სხვაობა შემცირდება, ადამიანები უფრო ადვილად შეუდგებიან მის ყიდვა-გაყიდვას.

ბიტკოინი ძალიან პოპულარული გახდა წელს. მხოლოდ 2017 წლის განმავლობაში მისი ფასი გაიზარდა 1000%-ზე მეტით. წინა თვის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასი გაიზარდა 8000 დოლარიდან 14950,06 დოლარამდე Coinbase ბირჟაზე, სწორედ კვირას ფიუჩერსების გამოშვების წინ. ხუთშაბათს ამავე ბირჟაზე ის ცოტა ხნით გასცდა 19 000 დოლარის ნიშნულს, მაგრამ მალევე უკან დაიხია.

Cboe ადგენს ბიტკოინის ფიუჩერსების ფასს Gemini Trust კომპანიის საშუალებით, რომელიც დააფუძნეს ტყუპმა ვინკლევოსებმა. Cboe-ზე ერთი ფიუჩერსის კონტრაქტი 1 ბიტკოინი ეღირება.

ბიტკოინი არის ერთ-ერთი ყველაზე ცვალებადი აქტივი მსოფლიოში, რომელიც იზრდება და ეცემა 20%-ზე მეტით დღის განმავლობაში. ხუთშაბათს, მაგალითად, ბიტკოინმა მიაღწია მაქსიმუმს - 19 340 დოლარს, შემდეგ კი დაკარგა 20%. ასეთი არასტაბილური ვაჭრობა, კიბერუსაფრთხოების პრობლემებთან და კრიმინალურ საქმიანობასთან ასოციაციებთან ერთად, გამოიწვია სკეპტიციზმი უოლ-სტრიტის მსხვილი ინსტიტუტების მხრიდან.

მაგრამ ბიტკოინის ფიუჩერსების გაშვება Cboe-ზე - მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს ბირჟაზე - კრიპტოვალუტას ერთგვარ ლეგიტიმურობას სძენს ინსტიტუციონალური ინვესტორების თვალში. ბიტკოინი ლეგიტიმურობის მეორე დოზას მიიღებს მას შემდეგ, როდესაც ერთი კვირის შემდეგ CME Group გამოუშვებს საკუთარ ბიტკოინის ფიუჩერსებს. CME ბიტკოინის ფიუჩერსის ერთი კონტრაქტი 5 ბიტკოინი ეღირება.

დერივატივების დანერგვა უზრუნველყოფს ბაზრის საჭირო სტრუქტურას დაწესებულებებისთვის, რომლებიც გამოყოფენ კრიპტოვალუტას“, რომლებიც წარმოადგენენ მოკლე და გრძელვადიან პოზიტივებს, ტომ ლის, Fundstrat Global Advisors-ის დამფუძნებლისა და კვლევის ხელმძღვანელის, თქმით. იგი ასევე აღნიშნავს, რომ დერივატივები წარმოადგენენ პირველ ნაბიჯს ETF და სხვა ლიკვიდური ინსტრუმენტების შესაქმნელად.

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი