რატომ არის ბიტკოინის ფასი ასეთი მაღალი?

image

რატომ არის ბიტკოინის ფასი ასეთი მაღალი?

ბიტკოინის ფასი წარმოუდგენლად გაიზარდა, რის გამოც ბაზრის ბევრმა წვრილმა მოთამაშემ კარგი მოგება მიიღო, ბევრი მსხვილი მოთამაშე კი მილიონერი გახდა. მაგრამ არ არის ეს ბუშტი? ნამდვილია მოგება? არის თუ არა ბიტკოინი ვეშაპი სევდიანი შობისთვის?

თავიდან ჩვენ უნდა გავიგოთ, რა ახდენს გავლენას ბიტკოინის ფასზე, კერძოდ კი, ბუმზე. მიმდინარე ზრდის ზოგად გაგებას მივყავართ ინსტიტუციონალურ ინვესტორებთან, რომლებიც ემზადებიან მომავალი BTC ფიუჩერსების ბირჟებისთვის.

პირველადი თეორია გამაოგნებელ რბოლაზე, რომელზეც სოციალურ ქსელებში საუბრობენ, მდგომარეობს იმაში, რომ ბიტკოინი მალე მიიღებს დიდ ინსტიტუციონალურ ფულად ინვესტიციებს BTC პირველი ფიუჩერსის პროდუქტების დანერგვის წყალობით. CBOE Global Markets და CME Group იწყებენ ახალ ფიუჩერსების კონტრაქტებს 10-დან 17 დეკემბრამდე, რაც ინვესტორებს მანევრის საშუალებას აძლევს. ეს შესაძლებლობა ბიტკოინს უფრო მიმზიდველს ხდის მსხვილი ინვესტორებისთვის, რომლებიც ამჟამად ავსებენ ბაზარს, რომ მიიღონ შემოსავალი, თუ/როდესაც ბიტკოინის ფასი დაეცემა.

ეს მოქმედება ასევე აკანონებს ბიტკოინს უოლ-სტრიტის თვალში, რაც მნიშვნელოვანი მომენტია იმის გათვალისწინებით, რომ კრიპტოვალუტები ჯერ კიდევ საეჭვოა.

ასევე ზრდა გამოწვეულია მასობრივი აზრით ბიტკოინი ღირებულების შესანახად. ენთუზიასტების ეს ჯგუფი ყიდულობს და ინახავს ბიტკოინებს, და არ გაყიდის მათ მიმდინარე ფასად. სულ უფრო მეტი ბიტკოინის მომხრე ემატება ამ ჯგუფს, რაც ზრდის მოთხოვნას. მსოფლიოში, სადაც ადამიანები ელოდებიან ბიტკონის ფასის 1 მილიონამდე აწევას - რაციონალურია ეს თუ არა - ეს საკმაოდ პოპულარული საქმიანობაა.

ჩვენ ვხედავთ კავშირს ამ ორ პუნქტს შორის: რეკლამა და ახალი ამბები. ყველა კრიპტოვალუტის მოძრაობა ეფუძნება მედიის აზრსა და საუბარზე ტრეიდერებს შორის. ბიტკოინის ტრეიდერები, უნდა ითქვას, ჰგვანან მხიარულ კოლონისტებს, რომლების აქციებს ხის ქვეშ ჰყიდიან. ეს მცირე, მაგრამ გავლენიანი ბაზარი მიდრეკილია პანიკისკენ, რომლისთვის ერთი ტვიტიც საკმარისია. ბაზარი იმდენად ახალია, რომ არ არსებობს ბნელი პულები, არაპოპულარული ალგორითმის სატრეიდინგო სისტემები, ყიდვა-გაყიდვის ავტომატიზაციის მექანიზმები (თუმცა, ფიუჩერსების გარეშე ამის საჭიროებაც არ იყო). ეს ყველაფერი თავისით ხდება, ბაზარი კი უფრო მკაცრდება პანიკისა და ბუმებისგან. იმ დრომდე კი ჩვენ თვალს ვადევნებთ აწევ-დაწევასა და ვოლატილობას, რომლის გამო ბევრი ბიტკოინის დილეტანტი სადილის გარეშე რჩება.

საბოლოო ჯამში ახალი და ძველი მომხმარებლები სინჯავენ სისტემის ლიმიტებს, რომელიც ათწლეულის განმავლობაში შეუმოწმებელი რჩებოდა. ფიუჩერსების ბაზარი ზრდისა და კლების მნიშვნელოვან ფაქტორად იქცევა უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში, როდესაც ინსტიტუციონალური ინვესტორები დაიწყებენ ვალუტის გამოყენებას. CoinDesk-ის ომკარ გოდბოლმა აღნიშნა, რომ ფასი სტაბილური უნდა დარჩეს, მაგრამ უკუსვლა 11 000 დოლარამდე არ უნდა გამოვრიცხოთ, თუმცა ათდღიანი 11 500 დოლარის ნიშნულის ქვემოთ დაწევა ხანგრძლივი, სავარაუდოდ, არ იქნება.

„ამჟამად მნიშვნელოვანი კორექცია ნაკლებადაა მოსალოდნელი და შეიძლება მოხდეს მხოლოდ ფასის RSI განსხვავების დადასტურების შემთხვევაში ან/და RSI და სტოქასტური გადაადგილება გადატვირთული ტერიტორიიდან უფრო დაბალი რომ აღმოჩნდეს", - წერს იგი.

არის თუ არა ეს საშიში? დიახ, მათთვის ვინც ბიტკოინზე დიდ იმედებს ამყარებს. და ისევ, მე ვერ გეტყვით, უნდა იყიდოთ, თუ გაყიდოთ ბიტკოინი, მაგრამ ზოგადი მოლოდინი მდგომარეობს იმაში, რომ ბიტკოინი ადის დათქმულ წერტილამდე, შემდეგ კი მერყეობს მაქსიმუმსა და მინიმუმს შორის შემდეგ მოძრაობამდე. ბევრი ელოდება უსამართლო თამაშს.

„მიმდინარე ფასი არ არის დამოკიდებული მოთხოვნაზე. როდესაც CME Group პირდაპირ ეთერში გამოვიდა ბიტკოინის ფიუჩერსებით, ჩვენ დავინახეთ მოთხოვნის მკვეთრი ზრდა და ასევე ქსელში მომხმარებელთა ზრდა, - თქვა მეთიუ უგნერმა, iComplyICO-ის გენერალურმა დირექტორმა და დამფუძნებელმა. ახლა ინსტიტუციონალური მსხვილი მოთამაშეები ავსებენ ქსელს ახალი ფულით და ქმნიან იმას, რაც ბაზრის მანიპულაციად გამოიყურება. ახლა, როდესაც ბიტკოინის ფიუჩერსები ხელმისაწვდომია, ადვილია ფიუჩერსების ბაზარზე ყიდვა შემდეგ კი ბიტკოინის ყიდვა-გაყიდვის დიდი რაოდენობის შექმნა იმისთვის, რომ ფასი მოძრაობდეს თქვენი ფიუჩერსების კონტრაქტის სასარგებლოდ.

„მრავალ იურისდიქციაში ბიტკოინი ჯერ არ გამხდარა რეგულაციების საგანი და ტოვებს ინვესტორს თაღლითობისა ან ბაზრის მანიპულაციებისგან დაცვისა ან რესურსების გარეშე - თქვა უნგერმა.

არის თუ არა ეს ბუშტი? ბევრი იმედგაცრუებულია მოძრაობით, რადგან ვარაუდობს, რომ ზრდა ხდება ბაზრის მანიპულაციების გამო. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ კრიპტოვალუტის ნამდვილი ღირებულება დამოკიდებულია არა ფასზე, არამედ სარგებლიანობაზე. იმ დროს, როდესაც ბიტკოინი ჯერ კიდევ შეიძლება რჩებოდეს ადრეული მყიდველებისთვის ოქროს დამალულ ქოთნად ანდაზიდან, ყველა კრიპტოვალუტის მომავალი ჯერ კიდევ იწერება. ისევე, როგორც 1994 წელს, არავის შეეძლო ღია საწყისი კოდის მქონე პროექტების, როგორიცაა Linux და Apache, გავრცელებისა და ღირებულების წინასწარმეტყველება, ამჟამად კი არავის შეუძლია პროგნოზი, თუ რა სარგებელს მოგვიტანს ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები მომავალში. იმ დრომდე, ვიდრე ეს გაირკვევა, ჯობია ღვედები შევკრათ და დავტკბეთ მოგზაურობით.

 

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი