საკრეტიდო ბარათზე დავალიანების დაფარვის 6 მეთოდი

image

პრაქტიკულად ყველა ადამიანს აქვს ან ჰქონდა ბანკის საკრედიტო ბარათი. დავალიანების დაფარვა ერთიანად ვერ ხერხდება, განსაკუთრებით მაშინ თუ ის გამომუშავებულ ხელფასზე მეტია. კრედიტი ხშირ შემთხვევაში იზრდება, ან როგორც მინიმუმ ყოველთვიურად ბანკის პროცენტების გარდა სხვას ვერაფერს ფარავთ და ვალი მოგყვებათ თვიდან-თვემდე.  
არსებობს რამოდენიმე მეთოდი ამ მდგომარეობისთვის თავის დასაღწევად. მაგრამ ყველაფერი მაინც მოვალის მიზნებზეა დამოკიდებული. 
მოკლედ, თუ საკრედიტო ბარათი გაქვთ და თქვენი მიზანია კრედიტის დაფარვა, მაშინ ქვემოთ მოცემული რჩევები ნამდვილად გამოგადგებათ: 

1. მეთოდი „თოვლის გუნდა“ - სმეცნიერო გამოცემის „ფულის სრულად გადააზრება“ - ავტორი, დევიდ რემსი გვირჩევს ვალების დაფარვა ყველაზე მცირედი დავალიანებით დავიწყოთ. მისი აზრით, საკუთარი თავის მომართვა კრედიტების გადაფარვაზე პირველი ნაბიჯია, რასაც შედეგი აუცილებლად ექნება. ყველაზე მცირე დავალიანების დაფარვა სტიმულს მოგცემთ დანარჩენი ვალის მოსაშორებლად და თუ საკთუთარ თავს მხარს დაუჭერთ ამ საკთხში, ძალიან მალე ვალებისგან სრულად გათავისუფლდებით.

2. კრედიტის დაფარვა დიდიდან მცირესკენ - საჭიროა ხარჯების გადათვლა კრედიტების მიხედვით და გადახდების გათვალისწინება საპროცენტო განაკვეთების შესაბამისად. კრედიტების დაფარვის დაწყება საჭიროა მათემატიკური სქემის მიხედვით: უნდა დაითვალოთ კრედიტზე მაქსიმალური გადასახადი, გამოავლინოთ ყველაზე მაღალპროცენტიანი კრედიტი, გადაფაროთ ყველაზე უსარგებლო დავალიანება. კრედიტუნარიანობის გაზრდის მიზნით საჭიროა დავალიანების დასაფარად მიღებული შემოსავლიდან მინიმუმ 30%-ის გამოყოფა. ასეთი მიდგომა ნამდვილად შედეგიანი იქნება, რაც ასევე დაგეხმარებათ საკრედიტო ისტორიის გამოსწორებასა და შემდგომი დაკრედიტების შანსების გაზრდაში. 

3. სხვა საბანკო ანგარიშიდან გადაფარვის მეთოდი - ერთი საბანკო დავალიანების დაფარვა შესაძლებელია სხვა საბანკო ანგარიშიდან თანხის გადარიცხვით. ამ შემთხვევაში საჭიროა გაცილებით უფრო მომგებიანი გეგმის შემუშავება: უნდა გაითვალისწინოთ ბანკებში არსებული საკომისიოს პროცენტი და სხვა მოსაკრებლები, რომლებიც გათვალისწინებულია ტრანზაქციების შესრულების დროს.  

4. კრედიტი არ უნდა გადაიტანოთ ერთი ბარათიდან მეორეზე - ერთი საკრედიტო ბარათიდად ვალის სვხაზე გადატანა კრედიტისგან არ გათავისუფლებთ. საბოლოოდ მისი დაფარვა მაინც მოგიწევთ, ამიტომ უმჯობესია ერთი კრედიტი გადაფაროთ, გათვალოთ თქვენი შესაძლებლობები და ახალ კრედიტზე შემდეგ იფიქროთ, რადგან ბანკის დახმარებით კრედიტების გადაფარვის პროცედურა გარკვეულ დამატებით ფინანსებთან, გაზრდილ საპროცენტო განაკვეთებთან და სხვადასხვა მოსაკრებლებლებთან არის დაკავშირებული, რომელბსაც თქვენი ჯიბიდან ფარავთ.

5. ფულადი რეზერვი - ამერიკელებს შორის გამოკითხვა ჩაატარეს და აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის 30%-ს არ აქვს არანაირი დანაზოგი „შავი დღისთვის“. საჭიროების დროს ისინი ახლობლებს, მეგობრებს აწუხებენ ან ბანკში ვალს იღებენ. პროფესიონალების რჩევაა მსგავს სიტუაციაში თავი არ ჩაიგდოთ. ყოველთვის იქონიოთ გადადებული თანხა, ხოლო კრედიტის არსებობის შემთხვევაში შეეცადოთ მისი დაფარვა მიმდნიარე შემოსავლებით. ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია, თუ არასტაბილური სამსახური გაქვთ.   

6. დანაზოგი ვალის დასაფარად - პროფესიონალების რჩევაა, რომ კრედიტების გადასაფარად დამატებით არსებული დანაზოგი გამოვიყენოთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მთელი სახსრები კრედიების გადაფარვას უნდა მოვახმაროთ. აქაც იგივე პრინციპთან მივდივართ: მინიმალური თანხა, რომელიც ელემენტარული არსებობისთვის არის საჭირო, ყოველთვის უნდა გქონდეთ გადადებული. 

რომელიმე რჩევის გამოყენების შემთხვევაში ნებისმიერ ადმაიანს შეუძლია დაიწყოს კრედიტების გადაფარვაზე ფიქრი. გახსოვდეთ, როცა კრედიტს აფორმებთ, საჭიროა გაითვალისწინოთ არამარტო ის, თუ სად დახარჯავთ ფულს, არამედ ის, თუ როგორ შეძლებთ დავალიანების დაფარვას! 

დატოვე კომენტარი