ჰაკერებმა გატეხეს მაინინგის სერვისი Nicehash და მოიპარეს 60 მილიონი დოლარი

image

ჰაკერებმა გატეხეს მაინინგის სერვისი Nicehash და მოიპარეს 60 მილიონი დოლარი

ჰაკერებმა გატეხეს მაინინგის სერვისი Nicehash და მოიპარეს 60 მილიონ დოლარზე მეტი. მომხმარებლები აცხადებენ, რომ სახსრები იყო გადატანილი მათი შიდა Nicehash ბიტკოინის მისამართებიდან უცნობ ბიტკოინ-მისამართზე. კომპანიამ Reddit-ზე განაცხადი გააკეთა:

„სამწუხაროდ, NiceHash-ის ვებსაიტზე უსაფრთხოების დარღვევას ჰქონდა ადგილი. ამჟამად ჩვენ ვიკვლევთ ინციდენტის ბუნებას და, შედეგად, ვწყვეტთ ყველა ოპერაციას უახლოესი 24 საათის განმავლობაში. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ანგარიშსწორების სისტემა იყო კომპრომეტირებული და სახსრები მოპარულია NiceHash ბიტკოინ-საფულეებიდან. ჩვენ ვმუშაობთ მოპარული ბიტკოინების ზუსტი რაოდენობის დასადგენად.

ცხადია, რომ ეს ღრმა წუხილს იწვევს და ჩვენ გულმოდგინედ ვმუშაობთ უახლოეს დღეებში ამ პრობლემის გადასაწყვეტად. ჩვენი საკუთარი გამოძიების პარალელურად, ინციდენტის შესახებ მონაცემები გადაცემულია შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებში და ჩვენ მათთან აქტიურად ვთანამშრომლობთ.

ნათელია, კომპანია გეგმავს ოპერაციების განახლებას, თუმცა ჯერ გაურკვეველია, როგორ შეინარჩუნებს ის თავის მომხმარებლებს ასეთი მსხვილი გატეხვის შემდეგ. Nicehash-მა დაწერა:

„ჩვენი სრული ძალისხმევა მიმართულია NiceHash-ის სერვისის აღსადგენად უსაფრთხოების უმაღლესი ზომებით, რაც შეიძლება სწრაფად...

თუმცა სრული ინფორმაცია იმის შესახებ, რაც მოხდა, ჯერ არ არსებობს, ჩვენ დაჟინებით გირჩევთ, უსაფრთხოების მიზნით შეცვალოთ თქვენი ონლაინ-პაროლები. ჩვენ გულწრფელად ვწუხვართ ნებისმიერი უხერხულობის გამო, რაც შეიძლება მოხდეს ამასთან დაკავშირებით, და ვიყენებთ ყველა რესურსს ამ პრობლემის რაც შეიძლება სწრაფად გადასაწყვეტად.

სერვისის განსხვავებული ტიპი

Nicehash, როგორც ასეთი, არ წარმოადგენს მაინინგის პულს. ეს უფრო საიტია, რომელიც მაინინგის აღჭურვილობის მქონე მომხმარებელს საშუალებას აძლევს იჯარით გასცენ თავისი სიმძლავრე მყიდველებს. გამყიდველები ამას მოსახერხებლად მიიჩნევენ, რადგან მათ არ სჭირდებათ მაინინგისთვის ყველაზე მომგებიანი მონეტების ძებნა. მყიდველებს კი უხარიათ, რომ არ უწევთ ძვირადღირებული აღჭურვილობის შეძენა დაძაბული, მაგრამ ხანმოკლე მაინინგისთვის.

ეფექტი სხვა პულებზე

უცნობია, მოახდენს თუ არა გატეხვა გავლენას სხვა მაინინგის პულებზე. კრიპტოვალუტის მაინინგის უმეტესობა ხორციელდება მომხმარებლეთა გაერთიანებების - „პულების“ მიერ, რომელიც ცენტრალიზებული სერვისის, მაინინგის პულის საშუალებით ხდება. ისინი ანდობენ პულს მათთვის მოპოვებული თითოეული ბლოკისთვის პროცენტის გადახდას, რომელიც გამოითვლება მათ მიერ გაწეული ჰეშირების პროპორციულად. ადრე პულები კრიტიკის საგანი ხდებოდა იმის გამო, რომ ისინი იმის ცენტრალიზაციას ახდენდნენ, რაც უნდა იყოს დეცენტრალიზებული.

მაინიგის პულების უმეტესობა, უმსხვილესი AntPool, F2Pool, BTCC, BW Pool და სხვების ჩათვლით, მდებარეობს ჩინეთში. კერძო მაინინგის პულები, როგორიცაა BitFury, ასევე წარმოადგენენ დარგის მნიშვნელოვან მოთამაშეებს.

 რა არის ბითქოინის ღირებულება ???

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი