WIZZ AIR-მა „Aviation 100“-ის წლის ევროპული ავიაკომპანიის ნომინაციაში გაიმარჯვა

image

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა Aviation 100-ის წლის ევროპული ავიაკომპანიის ნომინაციაში გაიმარჯვა. ჯილდო Wizz Air-ის მთავარ კომერციულ დირექტორს, ოვეინ ჯონსს ლონდონში, კონფერენციაზე „ავიაკომპანიის ეკონომიკის ზრდის საზღვრები 2017“ გადაეცა.

Aviation 100-მა Wizz Air-ის გამორჩეული ზრდის წელიწადი შეაფასა. აღსანიშნავია კომპანიის მგზავრთა რაოდენობის ზრდა და ქსელის გაფართოების გეგმები, რაშიც ახალი 146 Airbus-ის ტიპის A320neo თვითმფრიავის შეძენა იგულისხმება.

მაღალი ხარისხის ჯილდოების მფლობელები, რომლებიც საჰაერო ინდუსტრიაში წლის საუკეთესო მოღვაწეობით გამოირჩევიან, ინდუსტრიის ფარგლებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოვლინდნენ. 10,000-ზე მეტმა გლობალურმა დისტრიბუტორმა ისინი 2 თვის  განმავლობაში შეაფასა.  თითოეული კატეგორიის ნომინაცია კონკრეტული კრიტერიუმებისთვის ქულების კომბინაციის მინიჭებით მიიღება და განიხილება. Aviation 100-ი თითოეულ კატეგორიაში 10 საუკეთესოს გამოავლენს, გამარჯვებული კი იღებს ჯილდოს, რომელიც მის უპირატესობას ადასტურებს.

„ჩვენ ვამაყობთ, რომ მივიღეთ ასეთი პრესტიჟული ჯილდო, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ Wizz Air-ი არის დიდი ბიზნესი – ისეთივე დიდი, როგორიც ავიაკომპანია. 2017 წელი კომპანიისთვის ძალიან საინტერესო იყო გამომდინარე იქიდან, რომ 24%-იანი ზრდის მაჩვენებელს და მგზავრთა რეკორდულ რაოდენობას მივაღწიეთ; გაიზარდა ჩვენი ქსელიც და კომპანია ამჟამად მომხმარებლებს 43 ქვეყნის მიმართულებით 550-მდე მარშრუტს სთავაზობს, ფრენის გამოცდილების გაუმჯობესების ინოვაციური მეთოდებით. დამატებითი 146 უახლესი ტექნოლოგიის Airbus-ის ტიპის A320neo  თვითმფრინავის შეკვეთა საშუალებას მოგვცემს, წინსვლა და ზრდა ათწლეულობის მანძილზე გავაგრძელოთ, მომხმარებლებს ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ უფრო დაბალბიუჯეტიანი ფრენის შესაძლებლობა შევთვაზოთ და ევროპის ყველაზე დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად ვიქცეთ. 2018 წელს ჩვენ ისევ მომხმარებელთა მოთხოვნების სტიმულირებაზე ვართ ორიენტირებული და საჰაერო მგზავრობის ყველასთვის ხელმისაწვდომ მომსახურებად გადაქცევას შევუწყბთ ხელს. ამასთან, ჩვენს მგზავრების კომფორტსა და ფრენის საუკეთესო გამოცდილების შექმნაზე ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ფლოტი იზრუნებს“,- განაცხადა Wizz Air-ის მთავარმა კომერციულმა დირექტორმა, ოვეინ ჯონსმა




მომწოდებელი news.ge

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი