Tech VC: ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები შეიძლება ტრილიონები ღირდეს

image

Tech VC: ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები შეიძლება ტრილიონები ღირდეს 

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რესპექტაბელური ვენჩურული კაპიტალის კომპანიის პარტნიორის პროგნოზის თანახმად, ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია ერთ დღეს შეიძლება რამდენიმე ტრილიონი დოლარი გახდეს.

ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები შეიძლება ტრილიონები ღირდეს

ალბერტ ვენგერი, Union Square Ventures-ის პარტნიორმა უთხრა CNBC-, რომ თუმცა მას სჯერა, რომ ბიტკოინის ფასის ბოლოდროინდელი ზრდა გამოწვეულია ირაციონალური სიჭარბით, ის ასევე ელოდება, რომ კრიპტოვალუტის ბაზრის საერთო ღირებულება გასცდება 1 ტრილიონი დოლარის ნიშნულს.

„ასე რომ, მე მიმაჩნია, რომ არსებობს კარგი შანსი, კრიპტოვალუტების საერთო ღირებულება ტრილიონ დოლარს რომ გადააჭარბოს. ჩვენ ამისგან ჯერ შორს ვართ, - თქვა ვენგერმა ხუთშაბათს თავის ინტერვიუში.

Union Square Ventures აქვს წამყვანი ვენჩურული კომპანიის რეპუტაცია და 2011 წლიდან მას ჰქონდა მილიარდი დოლარის ოდენობის გამოსვლა ყოველ წელს. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ფირმამ ბლოკჩეინის სივრცის რიგ კომპანიებში ინვესტირებას ახორციელებდა, ბიტკოინ-ბირჟის Coinbase-ის, კრიპტო-ჰეჯ-ფონდის Polychain Capital-ისა და 257 მილიონი დოლარის ღირებულების დეცენტრალიზებული საცავის Filecoin-ის შემქმნელი Protocol Labs-ის ჩათვლით.

„ბუშტი შეიძლება მდგრადი წინსვლის პირველი ნიშანი იყოს

ვენგერმა თქვა, რომ, თუმცა შესაძლოა ამჟამად ბიტკოინის ფასი ბუშტშია - ის ამბობს, რომ ჯერ ამის თქმა ნაადრევია - ასევე შესაძლებელია, რომ ბოლოდრონდელი ზრდის ტენდენცია წარმოადგენს მომავალი ქარიშხლის მხოლოდ პირველ ტალღას.

„მე ამას (კრიპტოვალუტას) ვხედავ ისე, რომ როდესაც ჩვენ უკან მივიხედავთ, დავინახავთ, რომ ეს იყო ძალიან მასშტაბური ზრდა. მიმდინარე პროცესი შეიძლება ამის ნიშანი იყოს, - თქვა ვენგერმა. „როდესაც თქვენ მიაღწევთ ტერიტორიას, სადაც ჩვენ დღეს ვიმყოფებით, თქვენ დაინახავთ, რომ არის გზა ქვემოთ, მაგრამ ასევე არის ისეთი მომავლის ალბათობა, სადაც კრიპტოვალუტა ტრილიონობით დოლარი ღირს.

ორშაბათს კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალმა პირველად გადალახა 300 მილიარდი აშშ დოლარის ზღურბლი. ორი დღის შემდეგ მან სწრაფად დაამყარა რეკორდი 345 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების მიღწევით ბაზრის ძლიერი ვოლატილობის წინ, რომელმაც 65 მილიარდიანი ზრდა გამოიწვია. თუმცა პარასკევისთვის ბაზარი აღდგა 329 მილიარდ დოლარამდე.

შესაბამისად, ბაზრებს ჯერ შორი გზა აქვთ გასავლელი, ვიდრე ისინი ვენგერის მიზანს მიაღწევენ. 1 ტრილიონი დოლარის ღირებულების მიღწევაც კი საჭიროებს კრიპტოვალუტის საბაზრო კაპიტალის მიმდინარე ღირებულების გასამმაგებას. თუ ვივარაუდებთ, რომ ყველა კრიპტოვალუტის მიმდინარე დონე გაიზრდება პროპორციულად, ეს გამოიწვევს ბიტკოინის ფასის 33 000 დოლარამდე ზრდას, ეთერიუმის ფასი კი 1500 დოლარს მიუახლოვდება.

 გაიგე კრიპტოვალუტის ღირებულება

ასევე შესაძლებელია ჩვენი საიტის მეშვეობით გამოითვალოთ რა მოგებას დაგიტოვებთ ბითქოინის მაინინგი (ყოველ საათში, დღეში თუ თვეში). 

დატოვე კომენტარი