,,ლიცენზირებული" სავალუტო პუნქტის მართვის პროგრამა

image

სავალუტო სფეროში არსებული კომპლექსური საკითხებიდან გამომდინარე და საქართველოს ღრმა მისწრაფების ევროპისკენ და ევროკავშირისაკენ განაპირობებს ეროვნული ბანკისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ერთობლივ მუშაობას, რომ კოლექტიურად შეძლონ და მოაგვარონ შავი ფულის მეტ-ნაკლებად რეგულირება და აღრიცხვა. არ არის მარტივი ისეთ ქვეყანაში როგორიც საქართველოა და ამდენი სხვადასხვა ქვეყნის ვალუტა ბრუნავს (ლარი, დოლარი, ევრო, რუბლი, მანათი, ა.შ.)  ერთდროულად შეიმუშაო ისეთი ეფექტური სტრატეგია თუ გეგმა რომელიც ამ ყველაფერს გააკონტროლებს და აღრიცხავს. 
ასევე რაც მსოფლიოში არის აქტუალური და არა მარტო მსოფლიოში დღეს უკვე საქართველოშიც, გარკვეული რეგულაციებიდან გამომდინარე სავალუტო სფეროსა და ფინანსურ ორგანიზაციებს აქვთ ვალდებულება აღკვეთონ და გადაამოწმონ სანქციების ეგრეთწოდებულ სიაში ხომ არ იმყოფება პირი, ეს რას ნიშნავს? უფრო მარტივი ენით რომ ითქვას, ხომ არ არის ტერორისტი ან მასთან დაახლოებული პირი რომელმაც შეიძლება ე.წ სავალუტო ჯიხური გამოიყენოს სწორედ იმ ფულის დასახურდავებლად რომლითაც უკვე განზრახულ კმედების ჩადენას გეგმავს ან თუნდაც დახმარებას სხვადასხვა ტერორისტულ ორგანიზაციის ამ გარკვეული თანხის ოდენობით.  P.S. იმ შემთხვევაში თუ გადამოწმებული მომხმარებელი იქნება სწორედ ამ ბაზაში მოხვედრილი უნდა მიმართონ სავალუტო პუნქტებმა შესაბამის ორგანოებს.  როგორც ცნობილია ჩვენთვის EXFER სავალუტო პუნქტის მართვის პროგრამას გააჩნია სანქციების სიები რომლებიც განახლებად რეჟიმშია. 

ასევე როგორც ცნობილია პოლიტიკოსები არიან მაღალი რისკის მქონე ხალხი, იმ კუთხით რომ საჭიროა ფინანსურმა მონიტორინგის სამსახურმა სწორედ გამოიკვლიოს თუ საიდან აქვს ამა თუ იმ პოლიტიკოსს ეს რაოდენობა თანხის თუ ყოველთვიური შემოსავლები არ მოდის შესაბამისობაში იმ თანხებთან რასაც ის ახურდავებს.  ასევე ცნობილია განახლებადი სიები რომლებიც მოიცავს პოლიტიკურად აქტიურ პირებს და შეყვანილია პროგრამაში

კიდევ ერთი-ერთი კომპლექსური საკითხი რომლითაც ხალხია დაინტერესებული არის პირის იდენთიფიცირება და ვერიფიცირების საკითხი. აქ ეროვნული ბანკისგან რომელიც პირდაპირ ვალდებულია ხალხის ინფორმირებაში და დახმარებაში არ ასაჯაროებს საკმარის ინფორმაციას იმისთვის რომ თავიდან აიცილოს ხალხმა ეს უკვე დიდი ხნის არსებული კითხვები და კითხვისნიშნები. EXFER პროგრამას აქვს ფორმატი რომლის მეშვეობითაც უმარტივებს მის მომხმარებელს ურთიერთობებს სამოქალაქო რეესტრთან და ეხმარება სწორედ იმ განცხადების შევსებაში და მოთხოვნის წერილის მომზადებაში რომელიც უკვე შემდგომ არის გამოყენებული სწორედ სავალუტო პუნქტისა და რეესტრის დასაკავშირებლად. 

როგორც ცნობილია არსებობს სხვადასხვა სავალუტო პროგრამები ბაზარზე. არის ისეთები რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ მოთხოვნებს და გაუჭირდებათ ამ დინამიკაში ჩაბმა და შესრულება ყველა იმ ვალდებულების თუ მოთხოვნის რომელსაც ეროვნული ბანკი ანიჭებს სავალუტო პუნქტებს.

გაიგეთ მეტი 



დატოვე კომენტარი