რომელ ვალუტაში შევინახოთ დანაზოგი?

image

მთელს მსოფლიოში განვითარებული უდიდესი ფინანსური პრობლემების ფონზე, ადამიანები ცდილობენ საკუთარი დანაზოგის გაცილებით უფრო სასარგებლო ვარიანტი მოძებნონ. დღეისათვის არსებული საშუალებები, პრაქტიკულად მუშაობენ გარკვეულ ხელსაყრელ პირობებში, რომლებიც მსოფლიოს ბაზარზე ჩამოყალიბდა. მსოფლიოს საბანკო სისტემა სტაბილური რომ ყოფილიყო, არავის გაუჩნდებოდა შეკითხვები - რომელ ვალუტაში შევინახო დანაზოგი? აშშ დოლარი უფრო მაყრი ვალუტაა, თუ ძვირფას ლითონებში დავაბანდო თანხა? 

დღეისათვის, მსოფლიო ეკონომიკის სიტუაცია ისეთია, რომ შეიძლება ნებისმიერ მომენტში ყველაზე საიმედო ფინანსური სისტემაც კი ჩამოიშალოს. აღნიშნული სიტუაციის გაუთვალისწინებლობით, მოქალაქეები აგრძელებენ დანაზოგის საბანკო სისტემაში შენახვას, სადაც ხსნიან სადეპოზიტო ანგარიშებს, რადგან სხვა არჩევანი უბალოდ არ აქვთ. ამას ისიც იწვევს, რომ ბანკებს საკმაოდ მაცდური შეთავაზებები აქვთ, მზარდი საპროცენტო განაკვეთი კი ყველას ინტერესს იწვევს. 
მიუხედავად რთული ვითარებისა, ეს არ ნიშნავს, რომ დანაზოგი აღარ უნდა გააკეთოთ, უბრალოდ საჭიროა სიტუაციაში კარგად გარკვევა, იქნება ეს შემნახველი ანგარიშის ვალუტა თუ საბანკო და საფინანსო სისტემაში, ასევე ლოკალური და გლობალური ეკონომიკის მდგომარეობაში ცოტათი მაინც გარკვევა, რომ საკუთარი შრომით მოპოვებული ფინანსები ქარს არ გაატანოთ. ნებისმიერ ვარიანტში სჯობს, რომ დანაზოგი აშშ დოლარში იყოს, რადგან ეს ვალუტა მიუხედავად გარკვეული პრობლემებისა, მაინც ყოველთვის მყარია.

რაც შეეხება ევოპულ ვალუტას - ევროს, 2014 წლიდან ის ძალიან არასტაბილური გახდა. თუ ევროს ქცევის ფინანსურ გრაფიკს და ექსპერტების პროგნოზებს გადახედავთ ბოლო პერიოდისთვის, ნახავთ, რომ მის სამომავლო პერსპექტივასა და სტაბილურობაში დიდი ეჭვი შეაქვთ. 

ფინანსური ბაზრის ყოველდღიური კვლევისა და ექსპერტების მოსაზრებების გავრცელების მიუხედავად, ადამიანების ძირითადი ნაწილი ამ ინფორმაციას აიგნორებს და დანაზოგის გაკეთებას ან ივესტირებას ახდენს გაუცნობიერებლად. რა თქმა უნდა, თუ მსგავსი არასტაბილური სიტუაციისას დანაზოგს გააკეთებთ ეროვნულ ვალუტაში, რომელიც უცხოურ ვალუტასთან, მაგალითად ევროსა და დოლართან საკმაოდ ეცემა ყოველდღიურად, მიიღებთ იმას, რასაც დეპოზიტზე განათავსებთ, ან თანხას მცირედი საპროცენტო დანამატი ექნება. თუ დანაზოგის გაკეთებისას გაითვალისწინებთ ზემოთ მოყვანილ საკითხებს და არჩევანს სწორ ვალუტაზე და რაც მთავარია სწორი პერიოდით გააკეთებთ, მაშინ შესაძლოა თქვენ დანაზოგთან ერთად საპროცენტო განაკვეთიც მაღალი მიიღოთ და ამას დაემატოს ძალიან ებვრი არა, მაგრამ გარკვეული თანხა კურსთა შორის სხვაობის სწრაფი ცვლილების გამო. 

ერთად-ერთი საქმიანი რჩევა ის არის, რომ ფსონის გაკეთება ასეთ შემთხვევაში ყოველთვის სჯობს ლიდერ ვალუტაზე. დღეს ასეთს წარმოადგენს აშშ დოლარი, რომელიც პოზიციებს ხანგრძლივი პერიოდით იმყარებს. ასევე მულტისავალუტო ანგარიშის გახსნა და ყველაზე სტაბილურ ვალუტაში თანხის განთავსებაც გონივრულია - ეს დაგეხმარებათ ფინანსური მდგომარეობის უსაფრთხოების დაცვაში. 

დატოვე კომენტარი