1 მილიონი აშშ დოლარი: ბიტკოინის ფასს გრძელვადიანი პოტენციალი აქვს, ამბობს ჰეჯ-ფონდის მენეჯერი

image

1 მილიონი აშშ დოლარი: ბიტკოინის ფასს გრძელვადიანი პოტენციალი აქვს, ამბობს ჰეჯ-ფონდის მენეჯერი 

ჰეჯ-ფონდების ცნობილი მენეჯერი მარკ იუსკოს პროგნოზის თანახმად, ბიტკოინის ფასი შეიძლება აიწიოს 1 მილიონ დოლარამდე, რაც გრძელვადიანი პოზიციების დამყარების მსურველ ინვესტორებს ასტრონომიულ მოგებას მოუტანს.

ბიტკოინის ფასმა შეიძლება 1 მილიონ აშშ დოლარს მიაღწიოს.

2017 წელს ბიტკოინის ფასმა უპრეცენდენტო ზრდა აჩვენა იანვრიდან 500%-ზე მეტით აწევისა და გასულ კვირას რეკორდული მაქსიმუმის 10 850 აშშ დოლარის მიღწევის შემდეგ.

კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ბიტკოინი გადაფასებულია და არ შეუძლია ამ იმპულსის შენარჩუნება. მეორე მხრივ, ჰეჯ-ფონდების მენეჯერი მარკ იუსკო მიიჩნევს, რომ რბოლა ჯერ მხოლოდ ახლა დაიწყო.

იუსკოს, რომელიც Morgan Creek Capital Management-ის დამფუძნებელი და მთავარი საინვესტიციო დირექტორია, პროგნოზის თანახმად, გრძელვადიან პერსპექტივაში ბიტკოინის ფასმა შეიძლება 1 მილიონ დოლარს მიაღწიოს, იმ ვარაუდზე დაყრდნობით, რომ ფასიანი ქაღალდების შენახვის სარგებლიანობა მას ოქროს ციფრულ ეკვივალენტად აქცევს.

იუსკოს მიერ Twitter-ში გამოქვეყნებულ პროგნოზში ნათქვამია, რომ ეს არის საუკეთესო სცენარი, რომლის მიღწევას შეიძლება 10 ან მეტი წელი დასჭირდეს. იგი ამბობს, რომ უფრო კონსერვატიულ საბაზო შემთხვევაში ფასი გახდება 500 000 დოლარი და ამატებს, რომ ის წინასწარმეტყველებს 75%-იან ალბათობას, რომ ბიტკოინის ფასმა შეიძლება ამ ნიშნულს მიაღწიოს უახლოეს ორ ათწლეულში.

„ქსელის ეფექტის როლი

ამ პროგნოზის გასაღებს წარმოადგენს მისი ფირმის წინასწარმეტყველება, რომ ბლოკჩეინის კერძო ტექნოლოგია, ისეთი, როგორიცაა IBM-ის კორპორატიული ბლოკჩეინი, ვერ გამოდევნის ბიტკოინს, რომელიც მუშაობს საჯარო დეცენტრალიზებულ ქსელში.

თუმცა, მიუხედავად ამ დადებითი გრძელვადიანი პროგნოზისა, იუსკო ინვესტორებს ურჩევს, არ ჩადონ თავისი წმინდა კაპიტალის დიდი ნაწილი კრიპტოაქტივებში. მისი რეკომენდაციის თანახმად, თავიდან ეს უნდა იყოს მხოლოდ აქტივების 1%, შემდგომი ზრდით, ქსელური ეფექტის ჯადოსნური მუშაობის საშუალებით. ქსელურ ეფექტში იუსკო გულისხმობს ბიტკოინის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდასთან ერთად ქსელის ღირებულებისა და, შესაბამისად, ვალუტის თითოეული ერთეულის ფასის ზრდას.

ინტერნეტის მიღებაც იმავე პრინციპის მიხედვით ხორციელდებოდა. ადრეულ დღეებში მხოლოდ გარკვეულმა ადამიანებმა, კერძოდ კი, სამხედრო პირებმა და მეცნიერებმა, ჩათვალეს ეს ინოვაციური ტექნოლოგია სასარგებლოდ, ამიტომ მისი გავრცელება ნელი ტემპებით ხდებოდა. თუმცა, რაც უფრო მეტი ადამიანი უერთდებოდა ინტერნეტის ქსელს, შეიქმნა მეტი სტიმული ვებ-საიტების და ვებ-პროგრამების შესაქმნელად, როგორიცაა ელექტრონული ფოსტა, რამაც ინტერნეტი კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა პოტენციური მომხმარებლებისთვის. ეს ციკლი გრძელდებოდა იქამდე, ვიდრე არ მიაღწია წერტილს, როდესაც ზოგიერთ რეგიონში ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად ინტერნეტს არ იყენებენ, ჩამორჩენილებად მიიჩნევენ.

ისევე, როგორც ინტერნეტის შემთხვევაში, ბიტკოინისთვის ყველაზე რთული დაბრკოლებაა მიღების საწყისი ფაზა, როდესაც მისი გამოყენების უმეტესი ვარიანტი ჯერ კიდევ შემუშავების სტადიაზეა და საჭიროებს მომხმარებელთა უფრო დიდ ბაზას. და მაინც, იუსკო მიიჩნევს, რომ ბიტკოინი გადალახავს ამ დაბრკოლებას. იგი მხარს უჭერს ადრეულ ინვესტორებს, რომლებიც მზად არიან, თქვან უარი მოკლევადიან სარგებელზე მყარი კაპიტალის შექმნის მიზნით.

Strategic Coin - თქვენი შემოსავლის წყარო კრიპტოვალუტის ინვესტიციების შესწავლისა და განათლებისთვის. თუ თქვენ გჭირდებათ დახმარება ბლოკჩეინის ტექნოლოგიის საფუძვლების გარკვევაში ან გაქვთ სურვილი, წაიკითხოთ უახლესი მონეტების პირველადი შემოთავაზებების სიღრმისეული ანალიზი, Strategic Coin წარმოგიდგენთ ინფორმაციას, რომელიც დაგჭირდებათ კრიპტოფინანსურ ინდუსტრიაში საბაზრო შესაძლებლობების გამოყენებისთვის.

დატოვე კომენტარი