ბიზნეს სექტორის ბრუნვის 70% თბილისზე მოდის

image

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2017 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საქსტატის მონაცემებით, ბიზნესის ბრუნვის 70% დედაქალაქზე მოდის.

რეგიონების მიხედვით მთლიან ბრუნვაში ლიდერობს თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით:

  • თბილისი – 70.2%,
  • აჭარის ა.რ. – 8.1%,
  • ქვემო ქართლი – 6.1%,
  • იმერეთი – 4.6%,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.1%

რეგიონების მიხედვით პროდუქციის მთლიან გამოშვებაში ლიდერობს კვლავ თბილისი და სხვა რეგიონები შემდეგი თანმიმდევრობით:

  • თბილისი – 65.0%,
  • აჭარის ა.რ. – 8.9%,
  • ქვემო ქართლი – 6.9%,
  • იმერეთი – 5.2%,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.7%.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას, რეგიონების მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი – 64.0%,
  • აჭარის ა.რ. – 9.3%,
  • იმერეთი – 7.0%,
  • ქვემო ქართლი – 5.5%,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.9%.



მომწოდებელი news.ge

დატოვე კომენტარი