როგორ განისაზღვრება კრიპტოვალუტის ფასი?

image

როგორ განისაზღვრება კრიპტოვალუტის ფასი

შესავალი

კრიპტოვალუტა არის ვალუტის ახალი რევოლუციური სახე. როგორც ნებისმიერი სხვა ვალუტა ან ანგარიშსწორების ერთეული, ის ღირებულია მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანები ფიქრობენ, რომ ის ღირებულია. ზოგიერთი ვალუტა უზრუნველყოფილია ოქროთი ან სხვა ძვირფასი ლითონით; ზოგი არაფრით, გარდა ცხელი ჰაერისა, თუმცა მაინც აქვს ფასი, რადგან ადამიანები ფიქრობენ, რომ ის ღირებულია და იყენებენ გაცვლის ერთეულად.

კრიპტოვალუტა შეიქმნა გაცვლის ერთეულისა და აქტივების შენახვის სახით, ცენტრალურ ბანკზე დამოკიდებულების გარეშე. ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ კრიპტოვალუტის ფასს ზოგადად, და რა ახდენს გავლენას ამ ფასზე, ჩვენ არ შემოვიფარგლებით ბიტკოინით, არამედ მოვიცავთ ყველა კრიპტოვალუტას.

რა განსაზღვრავს კრიპტოვალუტის ფასს?

კრიპტოვალუტის ფასი ძირითადად განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმებით, მაგრამ არ შემოიფარგლება ამით.

·         შეზღუდული მიწოდება და მოთხოვნა

·         ელექტროენერგია, რომელიც საჭიროა ბლოკჩეინის უსაფრთხოებისათვის

·         ბლოკჩეინის სირთულის დონე

·         ვალუტის სარგებლიანობა და მისი გამოყენებისა და შენახვის სიმარტივე

·         მისი ღირებულების აღქმა საზოგადოების მიერ

·         ბიტკოინის ფასი

·         მასმედია

·         ინვესტორები

·         თაღლითები

·         ბაზრის გაჯერება

·         ინოვაციები

·         ტრადიციულ სისტემებში რწმენა

·         საკანონმდებლო/სახელმწიფო საკითხები

·         მიწოდება/მოთხოვნა

ძვირფასი ლითონები იღებენ თავის ღირებულებას/აღქმულ ღირებულებას მათი სარგებლიანობისა და შეზღუდული მარაგის გამო, ფასი კი ხშირად უკავშირდება მიწოდება/მოთხოვნას. მიწოდების/მოთხოვნა მარტივი ეკონომიკური ფაქტორია, რომელიც გავლენას ახდენს ბევრი ნივთის ფასზე. ზოგიერთ ქვეყანაში ბიტკოინი და სხვა კრიპტოვალუტები კლასიფიცირებულია როგორც აქტივი, სხვებში - როგორც ვალუტა.

ბიტკოინს, მაგალითად, აქვს მაქსიმუმი 21 მილიონი მთლიანი ერთეული, რომელიც იყოფა 100 მილიონჯერ. დედამიწის 7 მილიარდზე მეტი მოსახლეობით, თუ მხოლოდ ერთი მილიარდი შეიძენს თითო ბიტკოინს, 21 მილიონი მთლიანი ერთეული დიდად არ გავრცელდება ფასის მნიშვნელოვანი ინდექსის გარეშე.

მიწოდების შეძენა ასევე მიმდინარეობს მუდმივი სიჩქარით და უცვლელია რიგი გასაგები მიზეზების გამო. ეს წარმოქმნის მოთხოვნას, რომელიც შეზღუდულია და, შესაბამისად, ადამიანებს მოუწევთ მეტის გადახდა მონეტების მისაღებად, რომლებსაც, მათი აზრით, აქვს ღირებულება.

ჯილდოს განახევრების ბლოკირებამ, როგორიც იყო ბიტკოინის განახევრება 2016 წელს, გამოიწვია ფასის თანდათანობით ზრდა განახევრებასთან მიახლოებისას, ახალი შემომამვალი მონეტების შეზღუდვის გამო. ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ბევრ კრიპტოვალუტაზე, მაგრამ Litecoin-ის შემთხვევაში ფასს არაფერი დაეტყო.

ენერგიის მოხმარება

ენერგია, რომელიც იხარჯება ბლოკჩეინის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, შეიძლება ინტენსიური იყოს. ბლოკჩეინის უფრო პოპულარული ფორმები მეტ ენერგიას მოიხმარენ. ბიტკოინის შემთხვევაში, ბლოკჩეინი მოიხმარს იმდენივე ელექტროენერგიას, როგორც მცირე ზომის ქვეყანა. ამას ფასის ფაქტორი გააჩნია, რადგან საჭიროა განსაზღვრული რაოდენობის ელექტროენერგია ერთი ბიტკოინის მოსაპოვებლად. ეს კი ზრდის მის ფასს.

სირთულის დონე

რაც უფრო დაცულია ბლოკჩეინი და მაღალია მაინინგის სირთულე, მით უფრო მაღალია აღქმული ღირებულება და ფასი, და მით უფრო რთულია მონეტების მოპოვება. ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს ფასზე და უკავშირდება ზემოხსენებულ ენერგიის მოხმარებას. როგორც ეს ბიტკოინის და ლაიტკოინის ბლოკჩეინების შემთხვევაში ხდება.

სარგებლიანობა

ნებისმიერი კრიპტოვალუტის ფასის საკვანძო ფაქტორია მისი სარგებლიანობა. თუ თქვენ მას ვერ იყენებთ რაიმე მიზნით, იქნება ეს ინვესტიციები ან გადასახადები, მაშინ მას ნაკლები აღქმული ღირებულება ექნება. ბიტკოინის შემთხვევაში, ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ანგარიშსწორებისთვის გონივრულად მაღალ და მუდმივად მზარდ მასშტაბში, რაც ნიშნავს, რომ მისი სარგებლიანობა მაღალია. მისი სირთულე და ენერგომოხმარება საკმარის ღირებულებას ანიჭებს და ამიტომ მისი გამოყენება შეიძლება ინვესტიციებისთვის. სარგებლიანობაში ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიონ ფასების ცვალებადობა.

Ether-ის შემთხვევაში, ვინაიდან ის შემუშავებული იყო სმარტ-კონტრაქტული პლატფორმის სახით, ეს არის მისი პრაქტიკული სარგებლიანობა, რომელმაც გაზარდა ეთერიუმის ფასი სხვა ალტერნატიულ კრიპტოვალუტებთან მიმართებაში.

საზოგადოებრივი აღქმა

კრიპტოვალუტის საზოგადოებრივ აღქმას დიდი მნიშვნელობა აქვს ვალუტის ღირებულებისთვის. ბიტკოინის შემთხვევაში მამოძრავებელ ძალას შეიძლება წარმოადგენდნენ ადამიანები, რომლებიც დადებითად რეაგირებენ სიახლეებზე, და ის ფაქტი, რომ ის ხელისშემშლელი ფაქტორია მეტად კორუმპირებულ საბანკო სექტორში და უწევს მას კონკურენციას, რომელშიც ჩარევა ტრადიციული გზით შეუძლებელია, მაგრამ მან ასევე შეიძლება მიიღოს უარყოფითი რეაქციები და კრიმინალთან ასოციაციები გამოიწვიოს.

ძირითადი კრიპტოვალუტის სისტემების, როგორიცაა Mt. Gox, გატეხვამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ბიტკოინის რეპუტაციასა და ფასებზე, მაგრამ ინოვაციებმა, როგორიცაა მრავალი ხელმოწერით საფულის დაცვამ და ანგარიშსწორების ონლაინ-შლუზებმა შეიძლება დადებითი რეაქცია გამოიწვიონ.

ბევრი კრიპტოვალუტა უცნობია ფართო საზოგადოებისთვის და მათი ფასი გაცილებით დაბალია, ვიდრე ბიტკოინის, ლაიტკოინისა ან ეთერიუმის.

ბევრი კრიპტოვალუტა განმეორებით იყენებს ბიტკოინის კოდს და მხოლოდ ცვლის გარკვეულ სპეციფიკაციებს, როგორიცაა მონეტების მიწოდება, ალგორითმის მუშაობის მტკიცებულება ან სხვა ფუნქციების დამატება. იმან, თუ რამდენი გადაიღო ვალუტამ ბიტკოინისგან ინოვაციების ან პოტენციური სარგებლიანობის გარეშე, შეიძლება გავლენა მოახდინოს მის რეპუტაციაზე.

ბიტკოინის ფასი

ბიტკოინს ხშირად განიხილავენ, როგორც კრიპტოვალუტის მსოფლიოს სარეზერვო ვალუტას. ბიტკოინის ფასების ცვლა ხშირად გავლენას ახდენს სხვა კრიპტოვალუტებზე. კერძოდ, ლაიტკოინს ხშირად აქვს ბიტკოინის ფასის ზრდისა და კლების პროპორციული ფასობრივი რეაქციები, რაც, თავის მხრივ, გამოწვეულია ბიტკოინის ბლოკჩეინის უსაფრთხოებისთვის მოხმარებული ენერგიის ხარჯვით.

ვინაიდან ბიტკოინი იყო პირველი ძირითადი კრიპტოვალუტა და ახლა ის უფრო მხარდაჭერილია, ბიტკოინის ფასმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა კრიპტოვალუტის ფასზე.

მასმედია

მასმედიის საუბარმა ბიტკოინზე შეიძლება დადებითი ან უარყოფითი გავლენა მოახდინოს საზოგადოების მიერ მის აღქმაზე. ეს შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფასის პოტენციური მანიპულაციის საშუალება, ვინაიდან მასმედიის რიგი საშუალებებისა გარკვეულ ადამიანებს ეკუთვნით და ფასის მანიპულაციის პოტენციურ იარაღს წარმოადგენენ. ასევე მასმედიის სიტყვებმა ვალუტის დადებითი და უარყოფითი ასპექტების შესახებ შეიძლება ფასის ცვალებადობა გამოიწვიონ.

ინვესტორები

ინვესტორებს შეუძლიათ მანიპულირება ყველა კრიპტოვალუტით, განსაკუთრებით ნაკლებად ცნობილით, შემდეგნაირად:

·         დიდი კაპიტალის შემთხვევაში შეიძლება მონეტების დიდი რაოდენობის შეძენა, შემდეგ კი ამ მონეტების შესახებ კარგი ინფორმაციის გავრცელება და ფასის გაბერვა.

·         ინვესტორმა, რომელიც დიდ ინვესტიციებს ახორციელებს მცირე მონეტაში, შეიძლება გამოიწვიოს ფასების წინასწარგამიზნული მატება ან კლება.

·         ინვესტორების მაგალითმა შეიძლება მათ შემხედვარე ადამიანებს უბიძგოს, შეიძინოს მონეტები, ხოლო რაც მეტი ინვესტორი იქნება, მით მეტია ვალუტაზე მოთხოვნა, მით მეტია მისი ფასი.

თაღლითობა

ზოგჯერ კრიპტოვალუტები შეიძლება თაღლითობის მიზნით იყოს შემუშავებული. ეს ეხება მონეტებს, რომლებიც უახლეს და საუკეთესო ტექნოლოგიებს ჰპირდება და უკვე მოპოვებულია დეველოპერების მიერ გამოშვებამდე. ეს იმის ნიშანია, რომ ისინი მონეტების ფონდის დიდ ნაწილს ფლობენ მონეტის გამოშვებამდე, ხოლო როდესაც დაიწყებენ თავისი მარაგის მოცილებას, მონეტის ფასი დაეცემა სხვა ინვესტორებისთვის, თუმცა თაღლითები ამით დიდ სარგებელს ნახავენ. ამჟამად კი მათი სამართლებრივი დევნა ბევრ იურისდიქციაში შეუძლებელია.

ინსტამაინინგი - ეს არის ვარიანტი, როდესაც მონეტის მაინინგის შესაძლებლობა უფრო მაღალია დასაწყისში გამოშვების შემდეგ იმავე მიზნის მისაღწევად.

საინვესტიციო თაღლითები ხშირად აიძულებენ ადამიანებს კრიპტოვალუტაში ინვესტირებას ან დეველოპერებისთვის ფულის გადახდას ვალუტის შემუშავებისთვის, სადაც ერთადერთი მიზანია - ინვესტორების ფულის აღება და გაქცევა.

ბლოკჩეინის საჯარო ხასიათის გამო, პრემაინინგის და ინსტამაინინგის შემჩნევა შეიძლება ადვილად მოხდეს, რაც გამოიწვევს მონეტის ღირებულების დაცემას, ეს კი შეიძლება მოხდეს იქამდე ან მას შემდეგ, რაც დეველოპერებმა მოიცილეს მონეტები.

ბაზრის გაჯერება

ეს იმდენად არ ეხება ბიტკოინს, ლაიტკოინს, პირკოინს ან ეთერიუმის, რომლებსაც უნიკალური მიზანი გააჩნდათ გამოშვების მომენტისთვის. ყოველდღიურად ჩნდება ბევრი ახალი კრიპტოვალუტა, წარმოებული ბიტკოინიდან. ხშირად პრაქტიკულად უსარგებლო კრიპტოვალუტების დიდი რაოდენობის გამო, რომელიც ავსებს ბაზარს, ალტერნატიული კრიპტოვალუტებისთვის შეიძლება რთული იყოს გაჯერებულ ბაზარზე ადგილის მოპოვება. ბიტკოინი გამოირჩეოდა თავისი პირველობის გამო, ლაიტკოინი გამოირჩეოდა როგორც ვერცხლი ბიტკოინის ოქროსთვის, პირკოინი იყენებდა ინოვაციურ POW და POS. ეთერიუმის პრაქტიკული სარგებელი ჰქონდა, რადგან სმარტ-კონტრაქტის ტოკენის გავრცელების და უსაფრთხო შესრულების საშუალებას იძლეოდა, იმ ფასად, რაც ეთერიუმის ტოკენს ჰქონდა, ძალიან ცოტა კრიპტოვალუტას შეეძლო იმავეს გაკეთება.

ინოვაციები

როდესაც მრავალი კრიპტოვალუტა წარმოადგენს ბიტკოინის კლონს, მაკორექტირებელი ციფრების გამოკლებით, ინოვაციას შეუძლია ფასზე გავლენის მოხდენა. ზოგჯერ ეს ხელს უწყობს ვალუტის გამაგრებას, ზოგჯერ ეს არაა საკმარისი, მაგრამ ეს არის ფასის ფაქტორი. ქვემოთ წარმოდგენილია ზოგიერთი კრიპტოვალუტის ინოვაციები:

Bitcoin

ბიტკოინი იყო პირველი ფართოდ გავრცელებული კრიპტოვალუტა, რომელიც გამოშვებულ იქნა ღია წყაროს სახით, მას ჰქონდა ბევრი ინოვაცია და დღემდე კიდევ მრავალი ემატება. ამჟამად ის ფასის მიხედვით პირველ ადგილს იკავებს კრიპტოვალუტებს შორის.

Litecoin

ლაიტკოინი შემუშავდა როგორც ვერცხლი ბიტკოინის ოქროსთვის და წარმოადგენდა მცირე ზომის ანგარიშსწორების საშუალებას, ტრანზაქციის დადასტურების უფრო მოკლე დროით და, შედეგად, ქსელის უფრო მაღალი გამტარუნარიანობით ბლოკების უფრო დიდი რაოდენობის გამო. ამის გამო ლაიტკოინი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მეორე ადგილზე რჩებოდა, ვიდრე 2016 წელს ეთერიუმმა არ დაიკავა მისი ადგილი.

Ethererium

ეთერიუმი იყო ინოვაციური და თავიდან არ წარმოადგენდა ვალუტას, მაგრამ ხშირად გამოიყენებოდა მისი სახით. ის იყენებდა ჰეშირების საკუთარ ალგორითმებს და სისტემურ წესებს და იყო შემუშავებული ეთერიუმის ქსელის გამოყენებისთვის ტოკენის სახით, კომპიუტერული კოდის შესრულებისთვის, მაგალითად, სმარტ-კონტრაქტში ისე, რომ მოხდეს ეთერიუმის ბლოკჩეინიდან მიღებული მონაცემების ვერიფიკაცია.

Unobtanium

უნობტანიუმი თავიდანვე კრიპტოვალუტას წარმოადგენდა, რომელიც იშვიათად გამოიყენება ღირებულების შესანახად. მისი მარაგი შეზღუდულია 250 000 მონეტით. ეს იყო დამოუკიდებელი ინოვაცია, ვინაიდან ბიტკოინის გაერთიანება ზოგიერთ პულთან უზრუნველყოფდა ამ ბლოკჩეინის მაღალ უსაფრთხოებას. სამწუხაროდ, მისი ფასი არასოდეს ყოფილა ბიტკოინის ფასთან ახლოს და ხშირად ჩამორჩებოდა ეთერიუმისა და ლაიტკოინის ფასს. ეს შეიძლება მომავალში შეიცვალოს, თუ მონეტა უფრო ფართოდ გავრცელდება.

თავისთავად ინოვაცია ყოველთვის არ არის საკმარისი, როგორც ამას ადასტურებს უნობტანიუმის მონეტა, მაგრამ ინოვაციები შეიძლება მამოძრავებელ ძალად იქცნენ, თუ ისინი უნიკალურსა და სასარგებლოს გულისხმობენ. ეს ფაქტორი ზოგიერთ კრიპტოვალუტის დეველოპერს სასაცილოდ ეჩვენება, რადგან სხვა კრიპტოვალუტები უბრალოდ აკოპირებენ ბიტკოინის საწყის კოდს და ყოველდღიურად ჩნდება ახალი მონეტები იმავე პრობლემით.

ტრადიციულ სისტემებში რწმენა

როდესაც ტრადიციულ სისტემებში რწმენა მატულობს, მაგალითად, დოლარის ფასი იზრდება, ამან შეიძლება ბევრს უბიძგოს, დაუბრუნდეს აქტივების შენახვას ტრადიციული ვალუტის სახით. ამან შეიძლება კრიპტოვალუტების, კერძოდ კი, ბიტკოინის ფასზე გავლენა მოახდინოს, ვინაიდან ბიტკონი წარმოადგენს დე ფაქტო სარეზერვო კრიპტოვალუტას მთელი მსოფლიოსთვის.

შეჯამება

ამ სტატიაში განიხილებოდა კრიპტოავლუტის ღირებულების ზრდის მრავალი ფაქტორი და მიზეზი, თუ რატომ ადამიანები ანიჭებენ მას ღირებულებას. არსებობს მრავალი ფაქტორი, განსაკუთრებით, ბიტკოინის, ბიტკოინის მსოფლიოს დე ფაქტო სარეზერვო ვალუტის ფასი, აშშ დოლარის ფასი, ინოვაციები, ბლოკჩეინის უსაფრთოხებისთვის საჭირო ენერგია, რეპუტაციის საკითხები, როგორიცაა საზოგადოების აღქმა, თაღლითები და მასმედიის აზრი. ბაზრის გაჯერება ნიშნავს, რომ მრავალი ალტერნატიული კრიპტოვალუტისთვის ადგილის მოპოვება რთული იქნება. მაგრამ ბევრ მათგანს მიმდევრები ჰყავს, ამიტომ მათ აქვთ ღირებულება. საკანონმდებლო საკითხებიც ასევე შეიძლება ვარირებდეს და გავლენას ახდენდეს ფასზე.

კრიპტოვალუტის სამყარო მყარად დგას, ვინაიდან ადამიანები მას ანიჭებენ კაპიტალის შენახვის მნიშვნელობას ბიტკოინის შემთხვევაში, ის წარმოადგენს ანგარიშსწორების რევოლუციურ საშუალებას და შეუძლია საზღვრებს შორის მუშაობა - ეს ყველაფერი წარმოადგენს კრიპტოვალუტების გამოყენების მიზეზებს.

დასკვნა

სტატიაში განიხილებოდა ის, რაც გავლენას ახდენს კრიპტოვალუტის ღირებულებაზე და იმაზე, რას შეუძლია მისთვის ღირებულების მომატება. ყველაფერი უკავშირდება უმრავლესობის აღქმას, ყველაფერს აქვს ვინმესთვის მნიშვნელობა, ვინაიდან მათ სწამთ, რომ ის ღირებულია გარკვეული მიზეზის გამო. ჩვენ განვიხილეთ და შევაჯამეთ ძირითადი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ კრიპტოვალუტის ღირებულებაზე, და ღირებულების აღქმა არის ის, რაც საბოლოო ჯამში მას ღირებულებას სძენს, ის, რისი ჩადება სურთ ადამიანებს, რომ მიიღონ კრიპტოვალუტის ერთეული, იქნება ეს დრო, ფული, თუ შრომა.

იგივე შეიძლება ითქვას ნებისმიერ საქონელზე, როგორიცაა საკვები, წყალი, უძრავი ქონება, ტექნოლოგია ან ნებისმიერი სხვა. ძალისხმევა, მიმართული შექმნა/მიღებასა და მოთხოვნაზე. ამრიგად, კრიპტოვალუტის დადებითი სახე ადამიანების ცნობიერებაში წარმოადგენს მისი ღირებულების საკვანძო მომენტს ნებისმიერი კრიპტოვალუტისა და საქონლისთვის.

 

დატოვე კომენტარი