ინფლაცია საქართველოში, 2017 წლის ნოემბერი

image

სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) საქართველოში 2017 წლის ინფლაციის სტატისტიკას აქვეყნებს.

2017 წლის ნოემბერში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 1,1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6,9 პროცენტი შეადგინა. ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში წინა თვესთან შედარებით.

მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2,8 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზეაისახა 0,39 პროცენტული პუნქტით. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (9,5 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (4,5 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1,6 პროცენტი);
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0,8 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,26 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (6,5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1,4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (1,2 პროცენტი) და ზეთი და ცხიმი (0,7 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-9,2პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 1,7 პროცენტით, რაც 0,12 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (1,9 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1,4 პროცენტი).

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა დამომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი 2017 წლის ნოემბრის წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 7,5 პროცენტით, რაც 2,24 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (25,8 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9,9 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (9,7 პროცენტი), ხილი და ყურძენი (9,0 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (7,4 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (6,1 პროცენტი); ტრანსპორტი: ფასები მომატებულია 15,8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2,02 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (18,9 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (18,6 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე
(8,5 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 19,4 პროცენტით, რაც 1,24 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა თამბაქოს ნაწარმზე (40,4 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 6,4 პროცენტით, რაც 0,55 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაში. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (12,2 პროცენტი) და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (6,3
პროცენტი).

მომწოდებელი news.ge

დატოვე კომენტარი