2030 წლისთვის 800 მილიონი ადამიანი შეიძლება უმუშევარი დარჩეს ავტომატიზაციის გამო

image

2030 წლისთვის 800 მილიონი ადამიანი შეიძლება უმუშევარი დარჩეს ავტომატიზაციის გამო 

ასევე შეიძლება სამუშაო საათების 30%-მდე ავტომატიზაცია

2030 წლისთვის ავტომატიზაციის წყალობით ამერიკული სამუშაო ძალის მესამედმა შეიძლება სამსახური დაკარგოს

2030 წლისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით 800 მილიონამდე ადამიანი, ასევე აშშ-ს სამუშაო ძალის მესამედი და გერმანიის სამუშაო ძალის მესამედი შეიძლება უმუშევარი დარჩეს, ამავდროულად, შეიძლება სამუშაო საათების 30%-მდე ავტომატიზაცია მთელს მსოფლიოში, მაკ-კინსის გლობალური ინსტიტუტის რვათვიანი კვლევის თანახმად. მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანების თითქმის ნახევარს (დაახლოებით 375 მილიონს, ან გლობალური სამუშაო ძალის 14%-ს) მოუწევს არამარტო ახალი სამსახურის ნახვა, არამედ პროფესიის შეცვლაც კი, ვინაიდან ის სფეროები, რომლებშიც ისინი ადრე მუშაობდნენ, დიდი ალბათობით გაქრება, ან მათთვის იქნება გაცილებით ნაკლები ადამიანი საჭირო, ნათქვამია კვლევაში.

აი როგორ შეცვლის ავტომატიზაცია სამუშაო ძალას:

იმ დროს, როდესაც ავტომატიზაციამ შეიძლება სამუშაო ადგილები შეამციროს, ის შეიძლება ასევე მოვალეობების შეცვლასაც გულისხმობდეს: პროფესიების 60%-ს გააჩნია სამუშაოს 30%, რომლის ავტომატიზაცია არის შესაძლებელი, ნათქვამია ანგარიშში. ის ასევე შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. „დროთა განმავლობაში შეიქმნება არა მარტო ახალი სამუშაო ადგილები, მაგრამ ასევე ახალი კატეგორიებიც“, - თქვა მაიკლ ჩუიმ, მაკ-კინსის ანგარიშის წამყვანმა ავტორმა. მაგალითად, ავიღოთ საავტომობილო მრეწველობა, სადაც ავტომობილებმა ჩაანაცვლეს ცხენის ეკიპაჟები, რაც ნიშნავდა, რომ ნალების წარმოება და ეტლების დამზადება აღარ იყო საჭირო, მაგრამ ამის ნაცვლად შეიქმნა ახალი სამუშაო ადგილები, როგორიცაა ავტოსახელოსნოებისა ან ბენზინგასამართი სადგურების მომსახურე პერსონალი.

მიუხედავად იმისა, რომ 2030 წლისთვის მოსალოდნელია სამუშაო ძალის მესამედისთვის სამსახურის დაკარგვა, რეალური დაკარგვის პროცენტი იქნება ნაკლები, რადგან ავტომატიზაცია ისე სწრაფად არ განვითარდება, როგორც სხვა დარგები. ვინაიდან მოსალოდნელია, რომ ავტომატიზაცია შეეხება სამუშაო ძალის ნულიდან მესამედამდე ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ და გერმანია, იმ დროისთვის საშუალო წერტილი იქნება სამუშაო ძალის 15-20%. ჩუიმ თქვა, რომ ეს პროცენტი განსხვავებული იქნება სხვადასხვა სცენარისთვის, როგორიცაა დამსაქმებელთა ტექნოლოგიური და დასაქმების გადაწყვეტილებები.

დაბალ და მაღალანაზღაურებადი თანამშრომლები პოტენციურად დაცულები არიან, ვინაიდან დამსაქმებლებს დასჭირდებათ მეტი ხელმძღვანელი და დაბალანაზღაურებადი თანამშრომელი ამოცანების შესასრულებლად, მაგრამ საშუალო რგოლის თანამშრომლები უდიდეს ზეწოლას განიცდიან, რადგან სწორად მათი სამუშაო ადგილები კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შემოსავალი არ განსაზღვრავს იმას, ვინ დაკარგავს სამსახურს - მაგალითად, იურისტის თანაშემწეს აქვს მაღალი ანაზღაურება, მაგრამ მის მიერ შესრულებული სამუშაო დიდი ალბათობით იქნება ავტომატიზირებული, თქვა ბრაიან კროპმა, ადამიანური რესურსების პრაქტიკის ხელმძღვანელმა Gartner-ში.

დამსაქმებლებისთვის ეს შეიძლება ხელსაყრელი დრო იყოს, ანაზღაურების მომატებისთვის, როდესაც ისინი ეძებენ ეფექტურ და ამბიციურ თანამშრომლებს, აღნიშნავენ მკვლევარები.

ზოგიერთ ქალაქში ავტომატიზაცია შეიძლება უფრო ცუდი იყოს სამუშაო ძალისთვის, ვიდრე სხვაში. ჯეს ჩენის, სივრცითი ეკონომიკური ანალიზის ინსტიტუტის მკვლევრის თქმით, ლას-ვეგასში, მაგალითად, შეიძლება მეტი ადამიანი დაზარალდეს ტექნოლოგიების გამო. 2035 წლისთვის ქალაქში სამუშაო ადგილების 65%-მდე შეიძლება ავტომატიზაციას დაექვემდებაროს, მაგალითად, კვების, საოფისე და გაყიდვების სფეროს პროფესიები. თუ რობოტების დანერგვა იმავე ტემპით გაგრძელდება, მაშინ 2035 წლისთვის შეიქმნება დაახლოებით 18 მილიონი სამრეწველო რობოტი, რომელიც შეძლებს იმავე მოცულობის სამუშაოს შესრულება, როგორც 100 მილიონი ამერიკელი მუშა.

იმ სფეროებში მომუშავე ადამიანებმა, რომლებიც დიდი ალბათობით ავტომატიზირებული გახდება, უკვე დღეს უნდა დაიწყონ ფიქრი პროფესიულ გადამზადებაზე, შეისწავლონ ახალი უნარები, რომლებიც შეესაბამება მათ სფეროებში ტექნოლოგიის განვითარებას, და მოძებნონ სამუშაო ადგილები, რომლებიც შეავსებენ ან გააუმჯობესებენ ავტომატიზაციას. „თქვენ გესმით, რომ ადამიანები ამბობენ, თითქოს იქნება რობოტ-აპოკალიფსი“, - თქვა ჩუიმ. თანამშრომლებს მოუწევთ გადამზადება, რაც დამსაქმებლებისთვის შეიძლება პრობლემად იქცეს. საზოგადოებას ასევე მოუწევს მეტი ინვესტირება ინფრასტრუქტურაში, როგორიცაა მშენებლობა, რომ ადამიანებს სამუშაო ადგილები ჰქონდეთ. ადამიანები ასევე უნდა იყვენენ მზად მოგზაურობისთვის ან ხელფასის იქ აღებისთვის, სადაც შეძლებენ ავტომატიზაციის შემავსებელი უნარებისა და მოვალეობების შესწავლა, თქვა კროპმა. „ადამიანები უნდა იყვნენ მზად, იმოძრაონ ერთი ნაბიჯით წინ დიაგონალზე“, - თქვა მან.


დატოვე კომენტარი